x
image
ვიზა კოხაძე
რას აცხადებს სააკაშვილი ყოფილი პრემიერის ზურაბ ჟვანიას ოჯახზე და როგორ პასუხობს მას ნინო ქადაგიძე?
image
მსოფლიოს ყურადღება 27 მარტს საქართველოს მთავარ პროკურატურაში დაბარებული ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისკენაა მიმართული.ცნობილი ფაქტია, რომ ექსპრეზიდენტი სააკაშვილი საქართველოში ჩამოსვლას და მოწმის სტატუსით პროკურატურაში გამოცხადებას არ აპირებს, რის შესახებაც მან ინტერვიუშიც ნათლად განაცხადა და ისიც დასძინა, რომ მხოლოდ ორი ქვეყანაა ამჟამად, სადაც მას ეკრძალება ჩასვლა და ეს ორი ქვეყანა რუსეთი და საქართველოა.

ყველაზე მთავარი და საინტერესოა ყოფილი პრემიერ მინისტრის და თანაგუნდელის ზურაბ ჟვანიას მეუღლეზე გაკეთებული მისი განცხადება, სადაც სააკაშვილმა თქვა - " ჟვანიას ცოლს ფულის ამოღება უნდოდა" - ო და მისივე თქმით სწორედ ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ ამ წლების მანძილზე ზურას დედას ვერ ნახულობდა, რომელიც ექსპრეზიდენტმა "ყველას დედადაც" კი მოიხსენია.სააკაშვილის განცხადებით, ნინო ქადაგიძემ მას წინადადებით მიმართა: - " როგორც ყველა პოლიტიკოსს, ზურასაც ჰქონდა დიდი ფული, ერთმა მითხრა, რომ გარდაცვალებამდე ორი დღით ადრე მისცა დიდი თანხა და ამ თანხის ნაწილი მინდა ამოვიღო, რადგან შესაძლოა დაცვას ჰქონდეს წაღებული".

ექსპრეზიდენტ სააკაშვილის განცხადებით ეს იყო წინასწარ დაგეგმილი ჭორი, რომელიც პატარკაციშვილმა, ისევე როგორც სხვა ოლიგარქმა ( მას მხედველობაში ჰყავდა ბიძინა ივანიშვილი) ააგორა ეს სისულელე.

სააკაშვილის სატელევიზიო ინტერვიუს გამოეხმაურა ნინო ქადაგიძე და განაცხადა: - "მოვყვები ყველაფერს, რაც ჩემსა და სააკაშვილსა და ჩემსა და ადეიშვილს შორის იყო.... ჩემთვის ძნელი წარმოსადგენია, კიდევ რა მოუვათ ამათ მახინჯ ტვინებში...ტყუილები და ბრალდებები ამათი მოგონილია და მე ამაში ვერ შევეჯიბრები...ეს შეეხება თანხისა და იგივე საჯაროობის საკითხს და ყველას ერთად გავცემ პასუხს პრესკონფერენციაზე..."


ცნობისათვის, ნინო ქადაგიძის პრესკონფერენცია კი დღეს არის დაგეგმილი.

1
229
13-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
229
  
2014, 26 მარტი, 10:36
კლინტონი დაკითხეს, ნიქსონი დაკითხეს და გადადგა, იტალიის პრემიერი ბერლუსკონი ბარე ათჯერაა დაკითხული და რატომ არ უნდა მიშას ჩვენების მიცემა საინტერესოა...
0 1 1