x
მეტი
  • 18.05.2024
  • სტატია:134730
  • ვიდეო:351972
  • სურათი:509056
ალერგიის პერიოდი და ლინზები

ჩვენ ყოველთვის მოუთმენლად ველოდებით გაზაფხულს და სითბოს, თუმცა გაზაფხულზე ბუნების გაღვიძებასთან ერთად, იწყება ალერგიული დაავადებების გამწვავების პერიოდიც, რომელიც ხშირად დაკავშირებულია ხეებისა და ყვავილების მტვერთან.

გაზაფხული - ალერგიის პერიოდი


სამწუხაროდ, სეზონური ალერგია სულ უფრო ხშირია. დიდ ბრიტანეთში, ყოველი მესამე მცხოვრები სიცოცხლის განმავლობაში ერთხელ მაინც ეჯახება სეზონურ ალერგიას.



ოფთალმოლოგები გამოარჩევენ თვალის ალერგიის 6 ტიპს და ყველა მათგანი გამოვლინდება კონიუნქტივიტის(თვალის შემაერთებელქსოვილოვანი გარსის ანთება) სახით.


რა ზომები უნდა მიიღონ კონტაქტური ლინზების მომხმარებლებმა, რათა თავიდან აირიდონ ან შეამცირონ სეზონური ალერგიის გამოვლინებები და ამასთან ერთად გააგრძელონ კონტაქტური ლინზების გამოყენება?!



ალერგიული ადამიანი აუცილებლად უნდა მოერიდოს ისეთ სიტუაციას და პირობებს, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია: თამბაქოს კვამლი, მტვრიანი შენობები, თვალში სიბინძურის მოხვედრა და ა.ს

გთავაზობთ რამდენიმე რჩევას:


*მოერიდეთ ტყეში და პარკებში სიარულს;

*მანქანის ფანჯარა არ დატოვოთ ღია მართვის პროცესში;

*ყოველ საღამოს დაიბანეთ თავი, რათა მოგშორდეთ მტვერი და ალერგიის გამომწვევი ნაწილაკები არ მოხვდეს თქვენს ბალიშზე;

*ხშირად გამოიყენეთ თვალის დამამშვიდებელი წვეთები;

*ალერგიის დროს უმჯობესია ერთდღიანი კონტაქტური ლინზების გამოყენება.


0
59
7-ს მოსწონს
8-ს არა
ავტორი:ლინზები
ლინზები
59
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0