x
თუნდაც ერთი - ეფენ....

შტეფან თქვენი აზრით რა საერთო აქვს გლადბახის ბორუსიას, მიუნხენის ბაიერნს, ფიორენტინას, ვოლფსბურგს და ალ-არაბის? მიხვდებოდით, რომ სხვადასხვა შეჯიბრებებში ასპარეზობიდან აღნიშნულ კლუბებს
რადიკალურად სხვა მიღწევები ჰქონდა. საერთო კი ის არის, რომ მათში გამორჩეული გერმანელი ფეხბურთელი, შტეფან ეფენბერგი გამოდიოდა.
დღევანდელი ჩვენი სასაუბრო თემაც სწორედ ეს ფეხბურთელია. მინდა გაგიზიაროთ და თქვენი აზრიც მოვისმინო მის ტიპაჟზე, მნიშვნელობაზე და საჭიროებაზე. ძნელია არ დამეთანხმოთ, რომ ეფესნაერი ფეხბურთელები მრავლად არ არის საფეხბურთოს სამყაროში. ზოგიერთები გამოირჩევიან თავისი უნიკალური ტექნიკური შესაძლებლობებით, ზოგიერთები მინდორზე სტრატეგიული გათამაშების უნარით და ა.შ. მაგრამ ჰერ შტეფანის მოღვაწეობას ვინც ოდნავ მაინც იცნობს ეგრევე თავში მისი ლიდერობის, სიმტკიცისა და ნამდვილი გერმანელის
აზრი გაუელვებს. განსაკუთრებული წლები მან რა თქმა უნდა მიუნხენის ბაიერნში გაატარა და დღემდე რჩება ამ გუნდის გულშემატკივრად და ამავე დროს ბაიერნის გულშემატკივრების
კერპად, მიუხედავად იმისა, რომ სწორედ გულშემატკივრების მიმართ შეურაცხმყოფელი ჟესტიკულაციის გამო (შუა თითის ჩვენება მსოფლიოს 1994 წლის ჩემპიონატზე სამხრეთ კორეასთან მატჩის
დროს) ის მოიკვეთა ქვეყნის ეროვნული ნაკრებიდან.
დღევანდელ ბაიერნში და გერმანიის ეროვნულ ნაკრებშიც არ მოიძებნება ასეთი ტიპის ლიდერი, თუმცა ვერც იმას ვიტყვით, რომ ამის გამო ისინი წარუმატებლად ასპარეზობენ. გერმანიის ნაკრებმა შეიძლება ითქვას მოკლე კრიზისის შემდეგ ისევ დაიკავა თავისი დამსახურებული ადგილი მსოფლიოს წამყვან ნაკრებებს შორის
და ყველა ტურნირის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტადაც იქცა. ბაიერნი კი - მხოლოდ კლუბის შარშანდელი შედეგები მეტყველებს ბევრს რამეზე.

აქედან გამომდინარე ისმის კითხვა - აუცილებელია თუ არა ეფენბერგისნაერი ტიპაჟები თანამედროვე ფეხბურთში საბოლოოდ წარმატების მისაღწევად? ჩემი აზრით, ცალსახა პასუხი არ არსებობს. გავიხსენოთ 2001 წელი. გავიხსნოთ ჩემპიონთა ლიგაზე განვლილი გზა. ბატონი შტეფანის ერთი მზერაც საკმარისი იყო, რომ მთელი გუნდი მწყობრში ჩამდგარიყო და გზად ისეთი მრისხანე მეტოქეები გამოეთიშა, როგორებიც მანჩესტერ იუნაიტედი და მადრიდის რეალი იყო. შემდეგ ვალენსიასთან ფინალი. მეჰმეტ შოლის გაცურებული
პენალტი და შემდეგ კიდევ ერთი პენალტი ვალენსიას კარში. ამჯერად ჰერ შტეფანი ბურთთან. ცივსისხლიანი, მკაცრი, იცის რასაც აკეთებს. კანისარესი და ბურთი სხვადასხვა მიმართულებით წავიდნენ. ეფემ კი გამოიხედა და თითით აჩვენა ყველა თუ როგორ უნდა ურტყათ პენლებსო. მატჩისშემდგომი პენალტების სერიაშიც თქვა თავისი სიტყვა და ლიგის თასიც ასწია. ეჭვგარეშეა უდიდესი წვლილი მისი იყო. მაგრამ ახლა ავიღოთ 2013 წლი ფინალი. დორტმუნდი-ბაიერნი.
არის კაპიტანი ლამი, არის ვიცე კაპიტანი შვაინშტაიგერი. შეუძლიათ რაღაც მომენტებში გუნდის შეკვრა, მაგრამ ეფესნაირი? არცერთი. თუმცა ამ ყველაფერმა ხელი არ შეუშალა მათ მატჩის ბედი ისე გადაეწყვიტათ, რომ თერთმეტმეტრიანების სერიამდე არ მისულიყვნენ. დღევანდელი გერმანული ფეხბურთი - სანაკრებოც და ბუნდესლიგაც გარკვეულწილად უფრო თანამედროვე ფეხბურთზეა
ორიენტირებული ვიდრე იყო ადრე. ანუ ისევ მკაცრად დაცვაში მაგრამ მასიური კომბინაციური, კრეატიული ფეხბურთი, რომელიც შედეგიანია. განსაკუთრებით სასიამოვნოა ის, რომ თამაშობს
გუნდი და არა ფეხბურთელები, ისევ ის მანქანაა - ისევ ის გამართული მერსედელია. რომ წარმოვიდგინოთ ეფე დღეს ნაკრებში, ოღონდ თავისი ახალგაზრდობის წლებში. ალბათ დამეთანხმებით,
რომ ეს ნაკრებს მხოლოდ გააძლიერებდა. ყველა მოვლენას თავისი დადებითი და უარყოფით მხარეები აქვს, მაგრამ ნამდვილად გაგვიჭირდება ცალსახად იმის მტკიცება ეფეს ფენომენი ლიოვისთვის
სასარგებლო იქნებოდა თუ ნაკლებად. მაგრამ ერთ რამ ცხადია, ის დავიწყებას არ უნდა მიეცეს. ბაიერნის, გერმანიის და ბევრი სხვა თუნდაც ნეიტრალური გუნდის გულშემატკივარი მას დიდი
პატივს ცემს და ახსოვს თუ ვინ იყო ის როგორც ფეხბურთელი და როგორც ლიდერი.

0
6
2-ს მოსწონს
ავტორი:blue bird destiny
blue bird destiny
6
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0