x
რონალდინიოს დონე

image როგორც სპორტის ყველა სახეობაში, ასევე ფებურთშიც, არიან ისეთი ადამიანები, რომელნიც განსაკუთრებული ნიჭის გამო და სხვებზე
მეტაც გამორჩეულობის მომენტში ჩვენს დიდი სიმპატიებსა და აღიარებას იმსახურებენ. ასეთ დროს არ აქვს მნიშვნელობა თუ ვის გულშემატკივრობ, შენ მაინც აღფრთოვანებული ხარ და უფლება არ გაქვს, რომ ეს არ თქვა.
თემა გავაგრძელოთ მაროკოს ერთ-ერთი კლუბით, რაჯა კასაბლანკათი. მიღწევებს რომ გადავხედოთ, ნამდვილად შეიძლება აფრიკის ერთ-ერთ წამყვან კლუბად ჩაითვალოს - მრავალგზის ჩემპიონი, თასის მფლობელი, აფრიკის ჩემპიონთა ლიგის მფლობელი და ასე შემდეგ. მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე ატლეტიკო მინეიროსთან თამაშსაც თუ უყურეთ ნახავდით, რომ შემტევი ნორმალური გუნდია და ეს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფინალში გასვლამაც დაამტკიცა. მაგრამ აქ საყურადღებო სულ სხვა ფაქტია - ატლეტიკოსთან თამაშის შემდგომ რაც აღნიშნული კლუბის ფეხბურთელებმა გააკეთეს. ალბათ ყველამ იცით, რომ ატლეტიკო მინეიროში გამოჩენილი ბრაზილიელი ფეხბურთელი რონალდინიო
თამაშობს. ჩვენ კარგად გვახსოვს მისი გამოსვლები პსჟ-სა და განსაკუთერებით ბარსელონას შემადგენლობაში, მაგრამ როგორც გამოჩნდა არა მარტო ჩვენ. ეს კასაბლანკას ფეხბურთელებსაც
კარგად ახსოვდათ. ჯერ დაიწყეს იმით, რომ თითოეული მათგანი თამაშის შემდეგ რონალდინიოსთან მიდიოდა და ჩახუტებას და კოცნას ლამობდა. შემდეგ ესეც არ იკმარეს და ის ბენდენა აჩუქებინეს,
რომელიც მას თამაშის დროს ეკეთა. ყველაზე მნიშვნელოვანს რაც იმ თამაშში მიაღწიეს არა გამარჯვება, არამედ რონალდინიოს ბუცები იყო. დიდი ენთუზიაზმით კასაბლანკას ფეხბურთელები მას ბუცებს ხდიდნენ და ყველაზე მონდომებულებმა და აზარტულებმა გაიმარჯვეს. სამწუხარო ის იყო, რომ თითო-თითო შეხვდათ. ალბათ ათხოვენებ ერთმანეთს მნიშვნელოვან თამაშებზე.სხვა დროს კი მათი მისაღები ოთახების საპატიო ადგილებს დაიკავებენ რონალდინიოს ნაცვამები.
ეს ყველაფერი უახლოეს წარსულში, სულ რამდენიმე თვის წინ მოხდა. მართალი გითხრათ ამის ყურებისას მეც ცოტაოდენი სირცხვილის გრძნობა დამეუფლა იმათ მაგივრად. მაგრამ რა ვქნათ - კერპი კერპია. წარმომიდგენია კასაბლანკას ფეხბურთელები როგორ ელოდნენ საფინალო სასტვენს ფინალის მატჩში. მინეიროს წინააღმდეგ
ხომ მხოლოდ ერთ კაშკაშა ვარსკვლავი იყო მოედანზე, ფინალში კი...

3
35
2-ს მოსწონს
ავტორი:blue bird destiny
blue bird destiny
35
  
2014, 17 მარტი, 22:29
ეხლა მის თამაშს ნამდვილად არ ვადევნებ თვალს,თუმცა მისი ის კარგი პერიოდი შევაფსე კომენტარის დასაწყისში...დასანანია ნამდვილად როცა ესე იკარგება და ნიავდება ნიჭი,მითუმეტეს ძალინ ცუდი რარაცეები იწერებოდა ,რაც ფეხბურთელს არ სეჰფერის ,მითუმეტეს მისი დონის როგორიც ის იყო მაშინ როცა დაიწერა .დრეს სხვა ტალანტები ყავს მსოფლიოს და ესეა დრო გადის და იცვლება ტემპიც, სანახაობაც და რათქმაუნდა შემსრულებლებიც...
2014, 17 მარტი, 22:07
შეიძლება სადღაც მართალი ხარ...მაგრამ შეუძლებელია იმის დავიწყება რასაც მოადანზე თავის საუკეთესო წლებში აკეთებდა...და ახლაც აქვს გამონათებები...მე ვუყურე მის თამაშებს ბრაზილიის ჩემპიონატში და ალაგ ალაგ ისევ საოცრებებს აკეთებს...მაგრამ მე მგონია რო თვითOნ მუღამი დაკარგა და როცა დაკარგა წავიდა ქვემოთ ქვემოთ...ეგ ბრაზილიელების სენია...თუნდაც ადრიანო გაიხსენე.იმპერატორი
2014, 17 მარტი, 21:52
ნამდვილად იყო ეტაპი როცა დიდებული ფეხბურთის ნახვის საშუალებას იძლეოდა რონალდინიო,თუმცა როცა ესე ქარაფშუტულად მიგყავს ესეთი ტალანტის პატრონს საკუთარი კარიერა და უნახავმა რა ნახაო ესე გამოგდის ბოლოს ყველაფერი,ცოტა მეკარგება მის "დიდებულებაზე" წარმოდგენა
0 1 3