x
კობი

imageროგორ უნდა დავახასიათოთ ფეხბურთელი, რომლეიც ყველა
ქართველი ფეხბურთელისთვის მისაბაძი ადამიანი უნდა იყოს. მას აღიარებენ როგორც მოედანზე,
ასევე მოედანს მიღმა. როგორ მიაღწია მან ამ ყველაფერს? ლანგრით მისთვის არავის არაფერი
მიურთმევია. ყველაფერს მისი შრომით, მიზანმიმართულებით მიაღწია. ლევანი უდიდესი პროფესიონალია და ეს ყველამ იცის და მას პატივს ყველა ცემს.
ლევანე ახლა 36 წლის არის და დიდი ალბათობით, როგორც
თვითონ ამბობს, წელს, სეზონის დასრულებისას დაამთავრებს თავის საფეხსბურთო კარიერას. მოდით, მოკლედ გადავავლოთ თვალი მის აქტიურ საფეხბურთო კარიერას და კიდევ ერთხელ ავივსოთ
პატივისცემითა ლევანის მიმართ და სიამაყით იმისთვის რომ ეს კაცი ქართველია.
კობიაშვილის საფეხბურთო კარიერა დაიწყო ავაზას აკადემიაში
საიდანაც ის წავიდა რუსტავის მეტალურგში. მისი დებიუტი ამ გუნდში შედგა 16 წლის ასაკში. შემდეგ მოხდა ის, რაც ლოგიკური იყო ქართულ ფეხბურთში ყოველთვის. პოტნციალის და ნიჭის
მქონდე ახალგაზრდა ფეხბურთელები თბილისის დინამოში მიდიოდნენ და დინამო ქართველი ფეხბურთელების ქვეყნიდან ძირითადი „ექსპორტიოერი“ სწორედ დინამო იყო. დინამომ ის პირველ ეტაპზე ალანიაში გაანათხოვრა სადაც კობიაშვილმა თუ ექსპერტებს ვენდობით თავი საუკეთესოდ წარმოაჩინა. ამის შემდეგ კობი განათხოვრებული იქნა უკვე გერმანიაში, ფრაიბურგში. სადაც 26 თამაშში თავი 3 გატანილი გოლით გამოიჩინა. სწორედ აქედან დაიწყო ლევანის გერმანული კარიერა და მისი დაღვინება და ჩამოყალიბება ერთ–ერთ ყველაზე წარმატებულ ქართველ ფეხბურთელად.

1998 წელს ლევანმა სრულფასოვანი კონტრაქტი გააფორმა
ფრაიბურგთან და მომავალი 5 წლის განმავლობაში თამაშობდა ამ გუნდის მაისურით. მისი ფრაიბურგში ყოფნის დროს იქ კიდევ იყო ორი ქართველი, ალექსანდრე იაშვილი და ლევან ცქიტიშვილი. ერთ–ერთი მატჩის პირდაპირი ტრანსლირების დროს ერთ – ერთმა კომენტატორმა იხუმრა, რომ ფრაიბურგში თამაშობდა ოთხი ქართველი, ლევან კობიაშვილი, ალექსანდრე იაშვილი, ლევანი ცქიტიშვილი და ტობიას ვილი...ეს რა თქმა უნდა ხუმრობა იყო ტობიასის გვარის ქართულ გვარებთან მსგავსების გამო.

ფრაიბურგში თავის წარმოჩენის შემდეგ ის გადავიდა შალკეში
2003 წელს, და მომავალი 6, 5 წელიწადი ირიცხებოდა ამ კლუბში მანამდე სანამ არ გადავიდა შემდგომ ბერლინის ჰერტაში. შალკეში მისი კარიერა ცალკე სასაუბრო თემაა და ალბათ რამოდენიმე
გვერდიც კი არ ეყოფა, რადგან კობიზე სალაპარაკო ძალიან ბევრი არის.


განსაკუთრებით მახსენდება ჩემპიონთა ლიგის მატჩი პსვ
ეინდჰოვენის წინააღმდეგ. მახსოვს იმ მატჩის შემდეგ რა ამაყი და გახარებული ვიყავი, ასევე იყო ყველა ქართველი ვინც მატჩს უყურა თუ არ უყურა...კობიმ ჩემპიონთა ლიგის ერთ მატჩში სამი გოლი გაიტანა. ორი თერთმეტმეტრიანი ნიშნულიდან და ერთი ძელიდან ასხლეტილ ბურთს დაამატა. დიდებული იყო და ახლაც სიამაყით ვივსები ამის გახსენებით. ასევე საამაყო არის მისი გოლი ბაიერნის კარში, ოლივერ კანის კარში გოლის გატანა ხომ ერთი ორად საამაყო
არის. კობი შალკეში ჩატარებული საერთაშორისო მატჩებით ერთ ერთი რეკორდსმენია და არა მარტო მარტჩებით, ასევე გატანილი გოლებით. კობი შალკეს ისტორიაში შევიდა. შალკეში გატარებული
ბოლო პერიოდი არც თუ ისე წარმატებული გამოდგა, რადგან მას უფრო ნაკლებ სათამაშო დროს აძლევდნენ. კობიმაც გადაწყვეტილება მიიღო და 2010 წელს შეუერთდა ბერლინის ჰერტას.

ჰერტაში თამაშის პერიოდში უნდა გავიხსენოთ და პირველ
რიგში სწორედ ეს გვახსენდება ალბათ, მისი ინციდენტი გერმანელ არბიტრთან შტარკთან. თითქოს კობიმ მას ზურგს უკნიდან ჩაარტყა დიუსელდორფთან მატჩის დასასრულს გასახდელისკენ როდესაც
მიდიოდნენ. ამის გამო კობის ხანგრძლივი დისკვალიფიკაცია მისცეს და დიდი დროით მოედანზე გასვლა აუკრძალეს. ამ ფაქტის, მე, პირადად არ მჯერა.ვერ დავიჯერებ რომ კობის შეეძლო ასე მოქცეულიყო. ის ბრალდება რაც მას წაუყენეს მანაც რამოდენიმეჯერ უარყო და არა მარტო მან. ძნელი დასაჯერებელი აღმოჩნდა თითქმის ყველასთვის, გარდა შტარკისა. მაგრამ კობიმ ეს ბრალდებაც კაცურად გადააიტანა და სასჯელიც მოიხადა.

სასჯელის მოხდის შემდგომ კობი მოედანს დაუნრუნდა. ის
ახლა საფეხბურთო თვალსაზრისით ასაკში არის, და იმდენი სათამაშო დროც აღარ აქვს როგორც ადრე, მაგრამ როდესაც ის მოედანზე არის ყოველთვის იგრძნობა მისი პროფესიონალიზმი მოედანზე.
სამწუხაროა, ძალიან სამწუხარო რომ კობი კარიერას დაასწრულებს მიმდინარე სეზონის ბოლოს.

ლევან კობიაშვილი რეკორდსმენია საქართველოს ეროვნულ
გუნდში ჩატარებული მატჩებით. გვახსოვს კობის თამაში, მისი დავდაუზოგავი თამაში, მისი შემართება, მისი პროფესიონალიზმი. კობისნაირ ხალხს უნდა ვუფრთხილდებოდეთ. ჩვენ კი რას ვშვებით?. ბევრი გვეშლება ზოგადად ქართველებს, მაგრამ შეცდომაც არის, უნდა ვისწავლოთ ჩვენ შეცდომებზე, უნდა ვისწავლოთ შეცდომების გამოსწორება. არა გვყავს ბევრი პროფესიონალი, მაგრამ მათი გაფრთხილება არ ვიცით.

კობისნაირი პროფესიონალი ადამიანი ჭირდება ქართულ ფეხბურთს
და ჩემი დიდი სურვილი არის რომ მან თავისი მიღებული გამოცდილება და ცოდნა ქართულ ფეხბურთს მოახმაროს.


ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები და რა გადაწყვეტილებას
მიიღებს კობი...უდავოა, რომ მისი ქართულ ფეხბურთში ყოფნა მხოლოდ და მხოლოდ თუ წაგვადგება, თან ძალიან წაგვადგება.


გმადლობ კობი...

0
12
1-ს მოსწონს
ავტორი:blue bird destiny
blue bird destiny
12
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0