x
image
მანჩო 777
Mediator image
Mediator image
Mediator image
რა თქვა ინდიელთა ტომის ბელადმა თეთრკანიანი ადამიანების შესახებ

გთავაზობთ საინტერესო ამონარიდს ერთ-ერთი ამერიკული გაზეთიდან, სადაც ლაპარაკია იმაზე, რომ აშშ-ის ხელისუფლების ოფიციალურმა წარმომადგენელმა კითხვა დაუსვა ინდიელთა ტომის ბელადს, თუ რას ფიქრობდა ის თეთრკანიანი ადამიანების შესახებ და ამ კითხვაზე მან საოცარი პასუხი მიიღო.

image

აშშ-ის ხელისუფლების ოფიციალურმა წარმომადგენელმა ინდიელთა ტომის უხუცეს ბელადს, რომლის სახელია "ორი არწივი", კითხვა შემდეგნაირად დაუსვა:

"თქვენ აკვირდებით თეთრი ადამიანების ცხოვრებას და მოღვაწეობას უკვე 90 წელი, თქვენ გინახავთ მათი ომები და ტექნოლოგიური მიღწევები, თქვენ ნახეთ მათი წინსვლა და ზარალი, რომელიც მათ ერთმანეთს მიაყენეს".

ბელადმა თანხმობის ნიშნად თავი დააქნია.

მაშინ ხელისუფლების წარმომადგენელმა ჰკითხა:

"რომ გავითვალისწინოთ ყველა ეს მოვლენა, თქვენი აზრით, რაში შეცდნენ თეთრი ადამიანები? სად აირჩიეს მათ არასწორი მიმართულება?"

ბელადმა შეხედა თეთრ ადამიანს და უპასუხა:

"როცა თეთრმა ადამიანმა იპოვა მიწა, ის ინდიელებს ეკუთვნოდა.

image
არ იყო გადასახადები, არ იყო ვალები, წავებით და კამეჩებით სავსე იყო მინდვრები, წყალი იყო სუფთა და საკვები უამრავი.

image

ქალები აკეთებდნენ ოჯახის საქმეს, ექიმები არ იღებდნენ ფულს. ინდიელი მამაკაცები მთელ დღეს ნადირობაში ატარებდნენ, ხოლო ღამით თავიანთ ცოლებს ეფერებოდნენ".

image

შემდეგ ბელადმა თავი უკან გადასწია, გაიღიმა და დაამატა:
"მხოლოდ თეთრი ადამიანი შეიძლება იყოს იმდენად სულელი, რომ იფიქროს ამაზე უკეთესი სისტემის შექმნაზე".
image

10
1983
21-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
Mediator image
Mediator image
Mediator image
1983
  
2017, 8 აპრილი, 20:24
როგორ მიყვარს ინდიელები
2016, 9 ოქტომბერი, 22:25
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2014, 19 მარტი, 22:41
მიყვარს ეს სიტყვები
2014, 7 მარტი, 20:26
დიახ, ეგ ეგრეა, რაც უფრო ვითარდება სამყარო, მით უფრო ცივდებიან ადამიანები ერთმანეთის მიმართ:(
2014, 7 მარტი, 19:31
პროგრესი კარგია სამწუხარო ისაა რომ ეს ადამინურ ურთიერთობებზე და ოჯახის სიმყუდროვეზე უარყოფიდად აისახება
2014, 6 მარტი, 22:12
ეხ ჩემო მეგობარო უკვე იმდენი რამაა გაკეთებული ბუნების საწინააღმდეგოდ რო... :) თან ეს მხოლოდ დასაწყისია :)
2014, 6 მარტი, 22:09
ეგ უკვე სხვა თემაა, მაგრამ განვითარებას ვაერფერი ვერც Dშეაჩერებს, მთავარია ადამიანებმა კეთილგონიერებ აგამოიჩინონ და ბუნების წინააღმდეგ არ იმოქმედონ.
2014, 6 მარტი, 22:06
სანამდე მიგვიყვანს ეგ პროგრესი საკითხავიც აი ესაა :)
2014, 6 მარტი, 22:03
მაგრამ პროგრესი აუცილებელია და გარდაუვალი.
2014, 6 მარტი, 22:02
100% :) რაც უფრო ვითარდება სამყარო მით უფრო ვიღუპებით :)
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10