x
მეტი
  • 28.04.2024
  • სტატია:134564
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508622
ყველაზე ლამაზი აუზები მსოფლიოში
გთავაზობთ მსოფლიოს ყველაზე ლამაზი აუზების ფოტოსურათებს. მათი გასაოცარი, გამორჩეული დიზაინი აღფრთოვანებას იწვევს ადამიანში, სურვილი გვიჩნდება მათი მონახულების და ამ სილამაზით და კომფორტით დატკბობის. აბა რომელი თქვენგანი იტყვს უარს ამ მდიდრულ აუზებში გაცურვაზე?


საცურაო აუზი უნგრეთის ერთ-ერთ სასტუმროში

image



სინგაპური, აუზი ცათამბჯენის სახურავზე. აი აქ ბანაობას კი ბევრი თქვენგანი(მათ შორის მეც) ნამდვილად ვერ გაბედავდა


image



იაპონიაში მდებარე ეს აუზი კი პლიაჟის სრულ იმიტაციას ქმნის

image



ჩინური აუზი წარმოუდგენელია დრაკონების გარეშე

image



საცურაო აუზი ოკეანის პირას, ჩილე

image



ეს კი აშშ-ია, კერძოდ თეთრი სახლი

image



ბელგიაში მდებარე ეს აუზი დაივერების საყვარელი ადგილია

imageimage



კომფორტული და ულამაზესი საცურაო აუზი ინგლისში

image



ბუნებრივი აუზი ეგვიპტეში

image



ინდონეზია

image



სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა

image



ბანაობა სპა-მასაჟის თანხლებით-ეს რათქმაუნდა, ტაილანდია

imageimage

ბანაობა სურნელოვანი ყვავილების თანხლებით, ინდოეთი

image

6
305
10-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
305
  
2014, 2 მარტი, 19:31
მართალი ხარ, მაკა. იქ ერთ ღამესაც ვერ გავათევდი:(
2014, 2 მარტი, 19:27
ნამდვილად აფერუმ, ხრიოკ და წყეულებით სავსე ადგილია, მივხვდი რისიც შეგეშინდა, ჩვენც თებერვალში ვიყავით, იქ ზაფხულში არავინ მიდის, ძალზედ საშიშია, ღვთის ძალა და მადლი ყველაფერზე აღმატებულია და შესაბამისად ბერებსაც ტავიანთი რწმენა აძლებინებს იქ.
2014, 2 მარტი, 19:14
ჩემსავით ყოფილხარ, შორს ჩემგან ყველანაირი ექსტრემი. კომფორტი და მშვიდი ცხოვრება მირჩევნია. გარეჯზე გამახსენდა, შვილს ვახლდი 6-7 წლის წინ ექსკურსიაზე. ცივი ამინდი იყო, კიდევ კარგი. ისედაც შიშით ვიყურებოდი იქეთ-აქეთ, მართლაც ძალიან რთული ადგილებია. მაგრამ გულუბრყვილოდ რომ ვიკითხე, ეს რა ხვრელებია მიწაშითქო, ხომ გესმის, რა პასუხსაც მივიღებდი. ისეთმა ნერვიეულმა კანკალმა ამიტანა, ავტპობუსამდე ძლივს მიმიყვანა ბავშვმა და მისმა ამხანაგებმა. მეორედ როგორ გავიხედავ იქეთ:( აფერუმ იქ მცხოვრები ბერების ვაჟკაცობას.
2014, 2 მარტი, 19:10
:D:D რა კარგი კითხვაა :)) ვერა მანჩო, წყლის შიში მაქვს, მდინარეში დახრჩობას გადავრჩი ბავშვობაში და მას მერე პას. თან არც ექსტრემალი არ ვარ, "დავით გარეჯში" რომ ვიყავი ამას წინათ, მთლიან ტერიტორიას შემოვარტყით ფეხით წრე, მინდოდა მენახა საუკუნეების წინანდელი ბერების სამყოფელი სატრაპეზო და კელიები, ვინც იქ ნამყოფია მოეხსენება რა გადასახეჩი გზაა, კლდის ძირში გასავლელი და სულ წუწუნით მეუღლეზე ჩაბღაუჭებულმა გავიარე, მაშინ, როცა დაქალები თხებივით მიქროდნენ და დახტოდნენ :))
2014, 2 მარტი, 19:00
მაკა, მეორე სურათზე რომ აუზია, გაცურავდი მაგაში?:D
2014, 2 მარტი, 18:58
რა სილამაზეა.
0 1 6