x
image
თეონა ასტამაძე
როგორ ჩავვარდეთ ტრანსში , თვითშთაგონების საიდუმლოებები

imageჰიპნოზისთვის აუცილებელია დარწმუნებულნი იყოთ თქვენს ძალებში. ამ წესის შესრულება კი პრაქტიკულად შეუძლებელია თუ თქვენ არ შეგიძლიათ აუტოგენური ჩატვირთვა - ტრანსი.
აუტოგენური ვარჯიშები ფსიქოთერაპიის, ფსიქოჰიგიენის, ფსიქოპროფილაქტიკის აქტიური მეთოდია და აძლიერებს ორგანიზმის შესაძლებლობებს.
აუტოგენური ვარჯიშები დაფუძნებულია კუნთების მოდუნების თვითშთაგონების აქტიურ მეთოდზე . ეს ვარჯიშები შემუშავებული იქნა 1932 წელს გერმანელი ექიმის შულცის მიერ, თავის პაციენტებზე დაკვირვების შედეგად, რომლებსაც ჰიპნოზის მეთოდით მკურნალობდა. მან შენიშნა, რომ ავ დმყოფებს შეუძლიათ მიაღწიონ მათთვის სასურველ მშვიდ მდგომარეობას ექიმის დახმარების გარეშე.
ნუ შეშინდებით, აუტოგენური ვარჯიშები არ იწვევს გართულებას. პირველ რიგში თქვენი ამოცანაა მიაღწიოთ სრულ მოშვებულობას, ანუ კუნთების მოდუნებას თვითშთაგონების გზით. თქვენი გონება მიუხედავად სხეულის სრული მოშვებულობისა მშვენივრად მუშაობს. თქვენ ყველაფერი გესმით რაც თქვენს ირგვლივ ხდება . აუტოგენური დატვირთვისას თქვენ შეგიძლიათ საკუთარ თავს შთააგონოთ რაც თქვენ გსურთ. მისცეთ მითითება სიამოვნებით შეასრულოთ თქვენთვის მანამდე უინტერესო სამუშაო, გაიუმჯობესოთ განწყობა, აიმაღლოთ შრომის უნარი.
image
იმისათვის, რომ ეს ყველაფერი შევძლოთ, უნდა დავეუფლოთ აუტოგენური ვარჯიშების პირველ საფეხურს, რომელიც ექვს კლასიკურ პირობას შეიცავს: "სიმძიმე, სითბო, სუნთქვა, გული, სითბო მზის წნულის არეში, სიცივე შუბლის არეში".
პირველი საფეხურის ათვისება ხდება სტანდარტული ვარჯიშების კომბინაციით. ამ კომბინაციის მიზანია კუნთების მაქსიმალურად მოდუნება. ვარჯიშის დაწყების წინ მიიღეთ თქვენთვის სასურველი მდგომარეობა, დახუჭეთ თვალები და თქვენ თავს მიეცით მითითება " მე ვმშვიდდები".ამის შემდეგ კი იწყება სხეულის თითოეული ნაწილის მოდუნება შემდეგი თანმიმდევრობით : შუბლის კუნთები, თვალები, კისერი და კეფის კუნთები.
ვიწყებთ ვარჯიშს:
-ჩემი ყურადღება გადადის ხელებზე
-დუნდება ხელის მტევნები და თითები.
-იშვება მხრები
-ჩემი ხელები დუნდება
- ჩემი ყურადღება გადადის სახეზე
- სახის კუნთები უფრო და უფრო დუნდება
-ჩემი ყურადღება გადადის ფეხებზე
-ეშვება ფეხის თითები და წვივები.
-ეშვება ფეხის კუნთები, ჩემი ფეხები მოშვებულია.

-ჩემი ყურადღება გადადის სახეზე
-სახე მთლად მოშვებულია,
- ჩემი ყურადღება მთლიანად გადადის ტანზე,
- ეშვება მკერდის კუნთები,
-სუნთქვა მშვიდი და მსუბუქია,
-გული მუშაობს რიტმულად,
-ეშვება მუცლის კუნთები,
-მთელი ჩემი სხეული ეშვება.
-მე მთლიანად ვეშვები,
-სასიამოვნო, თბილი შეგრძნება ავსებს ჩემს ხელებს,
- ჩემს სხეულს, მთელი ჩემი სხეული დამძიმებული და თბილია.
-მე მთლიანად მოშვებული ვარ.

თავდაპირველად ვარჯიშის თითოეული ფორმულა შეიძლება რამდენჯერმე გაიმეოროთ, რათა ნათლად წარმოიდგინოთ სითბოსა და სიმძიმის შეგრძნებები.
უკვე შეიქმნა სამუშაო ფონი, როდესაც იმოქმედებს შთაგონების ფორმულა, დაიმახსოვრეთ ამ მდგომარეობიდან გამოსვლისას აუცილებლად უნდა მოიხსნას სიმძიმის შეგრძნება.
ვასრულებთ მეხუთე კლასიკურ ამოცანაზე, " სითბო მზის წნულ არეში" ---

-ჩემი მუცელი თბება სასიამვნო ძლიერი სითბოთი.
-მზის წნულიასხივებს სითბოს.
შემდეგი სავარჯიშო: " სიგრილე შუბლის არეში". ფორმულა შემდეგია:
- ჩემი შუბლი სასიამოვნოდ გრილია,
-მე ვგრძნობ სასიამოვნო სიგრილეს შუბლის არეში.
ეს ვარჯიში ხსნის თავის ტკივილს.
დაიმახსოვრეთ, რომ აუტოტრენინგული ვარჯიშიდან არ შეიძლება მოულოდნელი გამოსვლა.
თუ თქვენ გამოიწვიეთ ორგანიზმში სიმძიმის შეგრძნება, ამ მდგომარეობიდან გამოსასვლელად უნდა გამოიყენოთ შემდეგი ფორმულა :
-სიმძიმე ტოვებს ჩემს სხეულს
- ჩემი სხეულის ყოველმა უჯრედმა დაისვენა,
-მხნეობა და სიჯანსაღე ავსებს ჩემს სხეულს,
- ყოველი ამოსუნთქვისას
-მხნეობა და სიჯანსაღე აღწევს ჩემს სხეულში.
- მე ყურადღებიანი და მობილიზებული ვარ,
-მე მხნეობით ავივსე,
-მე ენერგიით ავივსე,
-ჩემი მხნეობა ზამბარასავითაა,
-მე მზად ვარ ვიმუშაო.
თავს ზემოთ ასწიეთ მომუჭული ხელები, მკვეთრად ამოისუნთქეთ, ხელები დაუშვით ძირს ერთობლივი მოძრაობით, გაახილეთ თვალები.
ა.ვ ყველა წესი მაშინ იძლევა ეფექტს თუ მიღწეულია ა.ვ. მდგომარეობა. ამ დროს თქვენ შეგიძლიათ დაკარგოთ თქვენი სხეულის შეგრძნება, ადამიანი იმყოფება ტრანსში, თვითონ მართავს საკუთარ სხეულს და ინარჩუნებს ნათელ გონებას. ამის მისაღწევად პირველი საფეხურისთვის 3 თვე სრულიად საკმარისია, რომ გახდეთ თვითდაჯერებული, გავლენა მოახდინოთ საკუთარ განწყობაზე, შრომის ნაყოფიერებაზე.

0
570
13-ს მოსწონს
ავტორი:თეონა ასტამაძე
თეონა ასტამაძე
570
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0