x
image
თეონა ასტამაძე
"მის ვენესუელა" ქმართან ერთად ჩაცხრილეს
imageცნობილი გახდა რომ "მის ვენესუელა 2004" -ის ტიტულის მფლობელი მონიკა სპიარი ოჯახთან ერთად ტრაგიკული შემთხვევის მსხვერპლი გახდა. იგი მეუღლესთან და 5 წლის ქალიშვილთან ერთად ავტომობილით ამერიკიდან სამშობლოში მიემგზავრებოდა, როდესაც მათზე წინასწარ დაგეგმილი თავდასხმა მოხდა. ავტომობილს საბურავი გაუსკდა, რის შემდეგაც დამნაშავეები თავს დაესხნენ და ცეცხლი გაუხსნეს.

მონიკა და მისი მეუღლე სამწუხაროდ გარდაიცვალნენ, მათი გოგონა კი ფეხში არის დაჭრილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

წინასწარი ინფორმაციით დამაშავეები დაკავებულები არიან და მათი უმეტესობა არასრულწლოვანია.

მონიკა სპიარი მის ვენესულა 2004 წელს გახდა, მას შემდეგ კი სერიალებში თამაშით იყო ცნობილი.





imageimageimageimage



2
2302
17-ს მოსწონს
ავტორი:თეონა ასტამაძე
თეონა ასტამაძე
2302
  
2014, 8 იანვარი, 19:11
ვენესუელაა საშინელი ადგილიააა
2014, 8 იანვარი, 16:42
საბრალონი :(
0 1 2