x
image
თეონა ასტამაძე
ლომისობაზე 17 წლის ახალგაზრდა დაიკარგა

imageუკვე მესამე დღეა ლომისობაზე დაკარკულ 17 წლის ახალგაზრდას ეძებენ.გურამ დადიანიძე დღესასწაულზე ღამისთევით მეგობრებთან ერთად იყო წასული. როგორც მისი მეგობარი ყვება, ისინი სალოცავიდან ბრუნდებოდნენ, როცა გურამმა ქვაზე ჩამოჯდომა და 2 წუთით დასვენება გადაწყვიტა, მეგობრის თქმით მათ მანქანამდე 5 წუთის სავალი იყო. მეგობარი მაშინვე მოიკითხეს თუმცა ვერსად იპოვნეს.

ლომისობა სოფელ მლეთაში, წმინდა გიორგის სალოცავში აღინიშნება. მომლოცველები სხვადასხვა კუთხიდან ჩადიან და მთელი ღამის განმავლობაში ლიტანიობას ესწრებიან.

დღესასწაული აღდგომიდან შვიდი კვირის გასვლის შემდეგ იწყება. ლეგენდის მიხედვით, ლომისა გზოვანის წმინდა გიორგია, რომელმაც ხორასნიდან 7 000 ტყვე დაიხსნა და ხარის რქებზე დაბრძანებული მლეთის მთაზე დამკვიდრდა. მას ევედრებიან შვილიერებას, თვალის სინათლეს, მიწისა და საქონლის ნაყოფიერებას.

1
220
11-ს მოსწონს
ავტორი:თეონა ასტამაძე
თეონა ასტამაძე
220
  
2014, 28 ივნისი, 14:19
ამ ბიჭზე ხომ არ იცით რამე ახალი?
0 1 1