x
image
DianaMaverick
''მნიშვნელოვანნი ჩვენს ცხოვრებაში!''
imageფილოსოფიის პრეფესორი წამოდგა მაგიდის წინ სადაც რამოდენიმე უმნიშვნელო ნივთი იყო განთავსებული, აიღო ცარიელი მაიონეზის ქილა და დაიწყო მისი ქვებით ავსება.




image


შემდეგ იგი მაგიდაზე მოათავსა და სტუდენტებს შეეკითხა იყო თუ არა ქილა სავსე.რაღა თქმა უნდა ისინიც დაეთანხმნენ.













imageშემდეგ პროფესორმა პატარა კენჭებით სავსე ყუთი აიღო და ისინიც ქილაში გადაუშვა.კენჭებიც რათქმა უნდა ქვებს შორის სიცარიელეში განიფანტნენ.პროფესორმა კვლავ იგივე კითხვა დაუსვა აუდიტორიას, იყო თუ არა ქილა სავსე, რაზეც სტუდენტები დაუყონებლივ დაეთანხმნენ.









imageამჯერად პროფესორმა სილით სავსე პატარა ქილა აიღო და დიდ ქილაში გადააპირქვავა.სილა ნელნელა ჩაიცალა და სიცარიელებში გაიფანტა.პროფესორი კი იგივე კითხვით მიუბრუნდა სტუდენტებს, რაზეც სტუდენტები ერთხმად დაეთანხმნენ.




image

''ახლა, ''-განაცხადა პროფესორმა, ''მინდა თითოეულმა თქვენგანმა გაანალიზოთ რომ ეს ქილა თქვენს ცხოვრებას წარმოადგენს.ქვები ჩვენს ცხოვრებაში ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვან პიროვნებასა თუ საგნებს წარმოადგენს, როგორიცაა:შენი ოჯახი, შენი პარტნიორი, ჯანმრთელობა თუ შვილი.სხვა დანარჩენი თუნდაც რაიმე მნიშვნელოვანი თუ დაკარგულია, შენი ცხოვრება მაინც სავსე იქნება.კენჭები სხვა დანარჩენს წარმოადგენს რომლებსაც ჩვენს ცხოვრებაში გარკვეული მნიშვნელობა აქვთ, როგორიცაა:სამსახური, სახლი, მანქანა...ქვიშა კი სხვა დანარჩენი წვრილმანი ჩვენს ცხოვრებაში.

image''თუ ქილაში პირველად სილას მოათავსებთ, ''-განაგრძო მან-იქ აღარ იქნება ადგილი კენჭებისა თუ ქვებისთვის.ანალოგიურია ჩვენს ცხოვრებაშიც.თუ მთელ შენ დროსა და ენერგიას უმნიშვნელო წვრილმანებზე დახარჯავ, მაშინ ვერასოდეს გექნება დრო შენთვის უფრო მნიშვნელოვანისთვის შენს ცხოვრებაში.უფრო დიდი ყურადღება მიაქციეთ იმათ ვისაც ან რასაც გადამჭყვეტი მნიშვნელობა აქვს შენი ბედნიერებისთვის.ითამაშეთ თქვენს ბავშვებთან, დაპატიჟეთ თქვენი მეორე ნახევარი საცეკვაოდ და ასე შემდეგ. ყოველთვის გამოიძებნება დრო სამსახურისთვის, სახლის მილაგებისთვის, სადილობისთვის თუ სხვა რაიმე უმნიშვნელოსათვის.

4
91
5-ს მოსწონს
ავტორი:DianaMaverick
DianaMaverick
91
  
2014, 19 მარტი, 13:23
:) მადლობა თქვენ :)
2014, 10 მარტი, 14:57
ძალიან სწორად გააზრებული დაზუსტი ფორმით მოწოდებული სიბრძნეა.მადლობა შენ რომ ასეთი ჭკვიანი ხარ.
2014, 22 თებერვალი, 22:07
:) ხო
2014, 22 თებერვალი, 21:37
უკვდავი მაგალითი
0 1 4