x
სალომე ტეტიაშვილი დაჭრეს

სახეში დანის სროლის შემდეგ გონებადაკარგული მომღერალი სალომე ტეტიაშვილი ყაზბეგის გამზირზე, საცხოვრებელ სახლთან, სავარაუდოდ, თვითონ თავდამსხმელმა მიიყვანა.

თავდასხმის დეტალებზე „ნიუს.ჯი“ წერს, რომელიც თავად მომღერალს დაუკავშირდა. სალომე ტეტიაშვილმა მომხდარი ფაქტი დაადასტურა და განაცხად, რომ სახლში მარტო ბრუნდებოდა, როცა უცნობმა ბიჭმა, რომელმაც, სავარაუდოდ, ვიდეოებიდან ამოიცნო, ტელეფონის ნომერი სთხოვა.

მას შემდეგ, რაც მომღერლისგან უარი მიიღო, გაბრაზებულმა ბიჭმა, სალომე ტეტიაშვილის თქმით, დაკეცილი, მძიმე ჯიბის დანა სახეში ესროლა, რის შემდეგაც მან გონება დაკარგა. დაზარალებულს საპატრულო პოლიციისთვის არ მიუმართავს.

0
101
1-ს მოსწონს
ავტორი:ბერიკა სადუნიშვილი
ბერიკა სადუნიშვილი
101
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0