x
"ფირცხალავას ცოლის ადგილას მკვლელი ქმრის დაკავება გამიხარდებოდა" - ინტერვიუ ვაზაგაშვილის ქვრივთან

image"ჩემი ქმრის მკვლელობის მოტივი რა არის, ბავშვსაც რომ შეეკითხოთ, ისიც გიპასუხებთ...ჩემი მეუღლის მოკვლა მხოლოდ ზურიკოს მკვლელს შეეძლო. სხვას არც არავის მოუკლავს, იური ზურას მკვლელებმა მოკლეს."
"დარწმუნებული ვარ, ქართული მართლმსაჯულება მკვლელებს სათანადოდ დასჯის"
იური ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმეში მორიგი სიახლეა. პროკურატურის ინფორმაციით, ვაზაგაშვილის საფლავზე დნმ-ის მეორე ნიმუში აღმოაჩინეს. თუმცა, იდენტიფიცირება ჯერჯერობით არ მომხდარა. პარალელურად, მკვლელობაში ბრალდებულის გია სოსანაშვილის ადვოკატი სოსო ჯოგლიძე აცხადებს, რომ მეორე დნმ-ის ნიმუში გენინსპექციის სამმართველოს მაღალჩინოსანს როინ ასანიძეს ეკუთვნის, რაც სოსანაშვილის დნმ-ს გაყალბებას ადასტურებს. "ეს ისეთივე ტყუილია, როგორსაც ბრალდებული გია სოსანაშვილი და მისი ადვოკატი ბოლო პერიოდში სისტემატურად ამბობენ, " - ასეთია მთავარი პროკურორის პირველი მოადგილის ირაკლი შოთაძის შეფასება. მისივე თქმით, ჯერ დნმ-ის ექსპერტიზა არ ჩატარებულა და შესაბამისად, ვის ეკუთვნის მეორე დნმ-ი, უცნობია.
შოთაძის განცხადებით, სოსანაშვილისა და მისი ადვოკატის განცხადებების მიზანი გამოძიების დისკრედიტირებაა. ადვოკატ ჯოგლიძის განცხადებას ალოგიკურს უწოდებს ვაზაგაშვილების ოჯახის ადვოკატი გაგი მოსიაშვილი. რას ფიქრობს მომხდარზე მოკლული იური ვაზაგაშვილის ქვრივი ციალა შანავა, ვის ადანაშაულებს მეუღლის მკვლელობაში, როგორ აფასებს საქმის გარშემო მიმდინარე პროცესებს და

დარწმუნებულია თუ არა ქართული მართლმსაჯულების ობიექტურობაში? - ამის ყველაფრის შესახებ ქალბატონი ციალა "კვირის პალიტრას" ექსკლუზიურად ესაუბრა. "ალბათ იცით, რომ ჟურნალისტებს ინტერვიუს არ ვაძლევ. ერთი-ორჯერ რაღაც ვთქვი და ისე დაამახინჯეს ჩემი ნათქვამი, სურვილი დავკარგე… განზე გავდექი, განა სანერვიულო ცოტა მაქვს, კიდევ ამაზეც არ ვინერვიულო?!" - გვითხრა თავადაპირველად, თუმცა ბოლოს ინტერვიუზე დაგვთანხმდა.

- ქალბატონო ციალა, რა იცით თქვენი მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულის გია სოსანაშვილის შესახებ? ბატონ იურის მასთან რაიმე სახის ურთიერთობა ხომ არ ჰქონია?
- საერთოდ არ ვიცი ვინ არის ეს სოსანაშვილი. ამ ადამიანის არსებობის შესახებ არაფერი ვიცოდი, მისი გვარიც კი პირველად გავიგე, მოისპოს მაგის გვარი... მას იურიც არ იცნობდა.

0
6
2-ს მოსწონს
ავტორი:ბერიკა სადუნიშვილი
ბერიკა სადუნიშვილი
6
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0