x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
ასტანაში ორი ერთნაირი მარკის, მოდელის, ფერის და ერთნაირი ნომრების მქონე მანქანა დადიოდა.

ორი ერთნაირი მარკის და მოდელის მანქანა იპოვეს ასტანაში, თითქოს გასაკვირი ამაში არაფერია, მაგრამ ორივე მანქანას ერთნაირი ნომრები აღმოაჩნდა.
კურიოზული შემთხვევა წინა კვირას მოხდა ასტანაში. "Mazda CX7"–ის მძღოლმა სრულიად შემთხვევით დაინახა მისი მანქანის ანალოგიური მარკის მანქანა, რომლის ფერიც და ნომრებიც მისი მანქანის ანალოგიური იყო.
"ახალგაზრდა მამაკაცმა, რომელიც რეგიონიდან ჩამოვიდა ასტანაში, ქალაქში გადაადგილებისას სრულიად შემთხვევით ერთერთ საცხოვრებელ კორპუსთან დაინახა "Mazda CX7", მისივე მანქანის ფერით და ანალოგიური სახელმწიფო ნომრებით. მამაკაცმა გააჩერა მანქანა და ახლოდან დაათვალიერა მანქანა, მანქანის დათვალიერების შემდეგ კი ვითარების გასარკვევად დაურეკა საგზაო–საპატრულო პოლიციას. პოლიციის თანამშრომელმა კი მანქანის დათვალიერების შემდეგ თავად დაურეკა საგამოძიებო–ოპერატიულ ჯგუფს"–განაცხადეს ასტანის საგზაო–საპატრულო პოლიციის პრეს–სამსახურში.
მანქანა გადაყვანილ იქნა საჯარიმო მოედანზე პარკირებისათვის, მანქანის მფლობელი ჩატარებული ღონისძიებების დროს არ გამოჩენილა. ამჟამად მიმდინარეობს მოკვლევა მანქანის მფლობელის დასადგენად–განაცხადა ქალაქის პოლიციის სამმართველოს წარმომადგენელმა.
გთავაზობთ სურათებს აღნიშნული მანქანების კადრებით.

imageimageimage




6
390
23-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
390
  
2014, 18 თებერვალი, 12:23
მე ვიცი ოჯახი, რომელსაც კომუნისტების დროს სამშობიაროში ტყუპი ბიჭებიდან ერთერთი გაუყიდეს. გაიზარდნენ ბიჭები და სრულიად შემთხვევით შეხვდნენ ერთმანეთს ქორწილში. იმდენად ჰგავდნენ ერთმანეთს გაიცნეს ერთმანეთი და გაირკვა ყველაფერი გარჩევა ჭირდა და დღესაც ჭირს.
2014, 18 თებერვალი, 12:15
რას არ გაიგებ რა:)
2014, 17 თებერვალი, 20:49
ეგ გამიკვირდა:)))))))))))))) დაკვირვებული თვალი ქონია
2014, 17 თებერვალი, 20:48
წარმოიდგინეთ იმ სიდიდის ქალაქში როგორ გადააწყდა! :))))
2014, 17 თებერვალი, 20:47
სად წააწყდა:))))))))))))))))))))))))
2014, 17 თებერვალი, 20:47
:)
0 1 6