x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134546
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508608
7 ყველაზე ძვირადღირებული უნივერსიტეტი

მაშ ასე, რომელია მსოფლიოს 7 ყველაზე ძვირადღირებული უნივერსიტეტი, სადაც სწავლა, ყველა აბიტურიენტის ოცნებაა!



1- კემბრიჯის უნივერსიტეტი


ცნობილი კურსდამთავრებულები: ისააკ ნიუტონი, ჩარლზ დარვინი, ჯორჯ ბაორონი, სტივენ ფრაი.

სწავლების საფასური: დაახლოებით 14000$ წელიწადში.


image



ეს მეორე უძველესი უნივერსიტეტია დიდ ბრიტანეთში, ოქსფორდის შემდეგ, რომელიც მუდმივად ლიდერობს მსოფლიო უნივერსიტეტების რეიტინგში. კემბრიჯის ყველაზე პირველი კოლეჯი 1284 წელს გაიხსნა, დღესდღობით კი მათი რიცხვი 31-ს შეადგენს. ამ უნივერსიტეტიდან გამოსულთა შორის 81 ნობელის პრემიის ლაურეატია, რითაც ის მსოფლიოში პირველ ადგილზეა.



2- ჰარვარდის უნივერისტეტი


ცნობილი კურსდამთვრებულები: თეოდორ რუზველტი, მარკ ცუკერბერგი და ბილ გეიტსი (არც ერთმა ბოლომდე არ დაამთავრა), ჯონ კენედი, ჯორჯ ბუში, ბარაკ ობამა, მეტ დეიმონი, ნატალი პორტმანი.
სწავლების საფასური: დაახლოებით 40000$ წელიწადში.


image


აშშ-ს ყველაზე პრესტიჟული უნივერსიტეტი, რომელიც განთვსებულია ქალაქ კემბრიჯში, მასაჩუსეტის შტატში. ჰარვარდის უნივერსიტეტი დაამთავრა ამერიკის რვა პრეზიდენტმა და ოცდაათმა ნობელის პრემიის ლაურეატმა.



3-პრინსტონის უნივერსიტეტი


ცნობილი კურსდამთავრებულები: ვუდრო ვილსონი, ფრენსის სკოტ ფიჯერალდი, ჯონ ნეში (ნობელის პრემიის ლაურეტი ეკონომიკის დარგში)
სწავლების საფასური: დაახლოებით $37 000 წელიწადში.



image


პრინსტონის უნივერსიტეტი შედის ცნობილი "აივი ლიგის" ასოციაციაში, რომელშიც გაერთიანებულია აშშ-ს 8 უნივერსიტეტი. აქ მოხვედრა ძალიან რთულია. უნივერსიტეტში მიიღებიან მხოლოდ 8-10 პროცენტი იმ აბიტურიენტებისა, რომლებსაც ჩარიცხვის შსახებ განცხადება შეიტანეს. ყველაზე ძველი შენობა მდებარეობს კამპუსის ტერიტორიაზე - Nassaul Hall -ი, რომელსაც გასაოცარი ისტორია გააჩნია.



4-სტენფორდის უნივერსიტეტი


ცნობილი კურსდამთავრებულები: ჯონ სტეინბეკი, კონდოლიზა რაისი, ტაიგერ ვუდსი, ლარი პეიჯი და სერგეი ბრინი (Google-ს დამაარსებელნი), სტივ ფოსეტი.
სწავლების საფასური: დაახლოებით $40 500 წელიწადში.


image


მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი უნივერსიტეტია, რომელიც კალიფორნიის შტატში, სილიკონის ველის შუაგულში - ქალაქ პალო-ალტოსთან მდებარეობს. ამ უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა სიაში შედიან ის ადამიანები, რომლებმაც ისეთი წარმატებული კომპანიები დაარსეს, როგორიცაა Hewlett-Packard, Cisco Systems, Electronic Arts და Yahoo!.სტენფორდის უნივერსიტეტის კამპუსი უფრო მექსიკურ კურორტს წააგავს, რითაც რადიკალურად განსხვავდება კლასიკური პრინსტონის, ჰარვარდის და იელის უნივერსიტეტებისგან.



5-იელის უნივერსიტეტი


ცნობილი კურსდამთავრებულები: ჯერალდ ფორდი, უილიამ კლინტონი, ედვარდ ნორტი, მერილ სტრიპი, ჯუდი ფოსტერი, ჰილარი კლინტონი.
სწავლების საფასური: დაახლოებით $40500 წელიწადში.


image


ჰარვარდის და პრინსტონის უნივერსიტეტებთან ერთად, ის ცნობილი "აივის ლიგის" პირველ სამეულში შედის. ამასთან ერთად, იელი სერიოზულ კონკურენციას უწევს ჰარვარდს, რაც განსაკუთრებულად თავს იჩენს ფეხბურთში. XIX საუკუნის ნაგებობები გოთურ სტილშია აშენებული, მოჩუქურთმებული არკებითა და კოლონებით.იელის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში 11 მილიონი წიგნი ინახება.



6-ოქსფორდის უნივერსიტეტი


ცნობილი კურსდამთავრებულები: სტივენ ჰოუკინგი, ენდრიუ უალსი (მათემატიკოსი, ცნობილი ფერმას თეორიის დამამტკიცებელი), გრემ გრინი, ოსკარ უალდი, მარგარეტ ტეტჩერი, ტონი ბლერი, დევიდ კამერონი.
სწავლის საფასური: დამოკიდებულია სფეციალობაზე, საშუალოდ 14000$ წელიწადში.


image


უნივერსიტეტის დაფუძნების ზუსტი თარიღი არ არსებობს, თუმცა მის ფესვებს მე-11 საუკუნისკენ მივყავართ. საუნივერსიტეტო ქალაქი მინი სახელმწიფოს წააგავს, ათეულობით კოლეჯით. თითოეულ მათგანს საკუთარი რექტორი ჰყავს. ერთსა და იმავე წელს განცხადების შეტანა ოქსფორდისა და კემბრიჯის უნივერსიტეტებში სასტიკად აკრძალულია.პრაქტიკულად, ყველა შენობა, რომელიც ოქსფორდის ტერიტორიაზე მდებარეობს ისტორიის ნაწილს წარმოადგენს. პრაქტიკულად, ყველა შენობა, რომელიც ოქსფორდის ტერიტორიაზე მდებარეობს ისტორიის ნაწილს წარმოადგენს. პრაქტიკულად, ყველა შენობა, რომელიც ოქსფორდის ტერიტორიაზე მდებარეობს ისტორიის ნაწილს წარმოადგენს. უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა მეტოქეობას უწევს ვატიკანისას, ევროპაში უძველესი წიგნსაცავის სახელის მოსაპოვებლად.



7-კოლუმბიის უნივერსიტეტი



ცნობილი კურსდამთავრებულები: ფრანკლინ დელანო რუზველტი, უორენ ბაფეტი, ჯერომ სელინჯერი, ბარაკ ობამა, კეტრინ ბიგელოუ, მიხეილ სააკაშვილი.
სწავლების საფასური: დაახლოებით 45000$ წელიწადში.


image


კიდევ ერთი უნივერსიტეტი, რომელიც "აივის ლიგაში" შედის. იგი კუნძულ მანჰეტენზე ნიუ-ორკში, 6 კვარტლის მაძილზე მდებარეობს. კოლუმბიის უნივერსიტეტის ელიტარულობაზე ისიც მეტყველებს, რომ კურსდამთავრებულთა სიაში შედის - აშშ-ს 3 პრეზიდენტი, ორი ათეული მილიარდელი და 25 მფლობელი ოსკარის ქანდაკებისა.

სწორედ ამ უნივერისტეტში იყო გამოგონებული პირველი FM-რადიო, facebook-ის წინამორბედი - CampusNetwork.




0
547
5-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ირინა ნადაშვილი
ირინა ნადაშვილი
547
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0