x
image
მანჩო 777
საინტერესო ფაქტები მსუქანი ადამიანების შესახებ

image
იყო მსუქანი-ისევე მავნეა ადამიანისათვის, როგორც 10 ღერი სიგარეტის მოწევა დღეში-აი ასეთ დასკვნამდე მივიდნენ შვედი სპეციალისტები. ამ დასკვნების საფუძველზე უამრავი მსუქანი ადამიანი ცდილობს წონის დაგდებას და თავს იტანჯავს ათასგვარი დიეტებით.მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ წონის ხშირი მატება და კლება უფრო მეტად საზიანოა ორგანიზმისათვის. ამიტომ ჯობია 10 კილოთი მეტი იყოთ, ვიდრე თავი დაიავადმყოფოთ.

image

თითოეული ადამიანის წონა მკაცრად ინდივიდუალურია და უამრავ ფაქტორზეა დამოკიდებული.მათ რიცხვშია უპირველესად გენეტიკა, ნივთიერებათა ცვლა და რაღათქმაუნდა, დიეტები. ორგანიზმი მკაცრ დიეტას აღიქვამს, როგორც მშიერ პერიოდს, აჩერებს ნივთიერებათა ცვლას ენერგიის შესანარჩუნებლად და ყველა ზედმეტ კალორიას ცხიმად აქცევს. ამიტომაა, რომ თუ დიეტის დროს 10 კილოს ვიკლებთ, მისი დამთავრებისთანავე 15 კილოს ვიმატებთ. ასე რომ მკაცრი დიეტები საზიანოა.

image


ყველა მსუქანი ადამიანი როდია ღორმუცელა-გამოკვლევებმა აჩვენეს, რომ მსუქანი და გამხდარი ღორმუცელები დააახლოებით ერთი და იმავე რაოდენობის და კალორიის საკვებს იღებდნენ.

image

არასამართლიანი და შეურაცხმყოფელია დებულება იმის შესახებ, რომ ყველა მსუქანი ადამიანი მახინჯია: ნახეთ, რა მშვენიერია ეს მსუქანი ქალი რუბენსის ტილოზე.

image
image

XIX საუკუნის ბოლოს ათასობით მამაკაცის აღტაცების წყაროდ ითვლებოდა მაშინდელი სექს-სიმბოლო ლილიან რასელი, რომელიც 90 კილოგრამს იწონიდა.

image

სავსებით შესაძლებელია, მერილინ მონროს დღეს რომ ეცხოვრა, სულაც არ ყოფილიყო პოპულარული. ის ხომ საკმაოდ სრული ფორმებით გამოირჩეოდა.

image

მსუქან ადამიანებს უჭირთ პარტნიორის პოვნა, მაგრამ ეს შეუძლებელი სულაც არაა- როგორც ზოგადად ითვლება. ყველაზე საუკეთესო ვარიანტია, როცა წყვილი დაახლოებით ერთი და იგივე აღნაგობისაა.

image

მაგრამ არიან ქალებიც, რომლებსაც თავიანთი სრული თეძოები სულაც არ ეთაკილებათ და მათ საჯარო დემონსტრირებასაც სიამოვნებით ახდენენ. უნდა აღინიშნოს, რომ მამაკაცების უმეტესობას სწორედ ასეთი ფორმები მოსწონს და არა მოდელების სწორი და გაბრტყელებული ფიგურა.

image

გამოკვლევებმა აგრეთვე აჩვენეს, რომ მსუქანი ქალების IQ მაჩვენებელი უფრო მაღალია, ვიდრე გამხდრების, ანუ ისინი გაცილებით ჭკვიანები არიან. ეს განპირობებულია მათ ორგანიზმში ომეგა-3 მჟავას მომატებული რაოდენობით, რომელიც თავის ტვინს კვებავს.

ითვლებოდა, რომ ყველაზე მეტი მსუქანი ადამიანი ამერიკაში ცხოვრობს, მაგრამ ეს ასე სულაც არააა. გაეროს ბოლო მონაცემებით, სიმსუქნით იტანჯება მექსიკის, არგენტინის, ვენესუელის, ერაყის, ჩილეს, თურქეთის, ჩეხეთის და კიდევ ბევრი სხვა ქვეყნის მოსახლეობა.

image

ბრიტანელი ჩაუნერების ოჯახი არამარტო სამედიცინო, არამედ სოციალური პრობლემების მაგალითია. ოჯახის უფროსი 153 კილოს იწონის, მეუღლე 155-ს, უფროსი ქალიშვილი 114 კილოა, უმცროსი -107, საერთო ჯამში მათი წონა ნახევარ ტონას სცილდება. ბოლო 11 წელია არცერთი მათგანი არ მუშაობს და მხოლოდ სოციალურ დახმარებაზე ცხოვრობენ. ისინი მთელი დღე სხედან და მეზობლის ნაჩუქარ ტელევიზორს უყურებენ. როცა მთ ჰკითხეს, რატომ არ ჯდებიან დიეტაზე, პასუხი იყო ასეთი: "მაგის დრო არ გვაქვს".

image

კენლი ტიგემანი-მძიმე წონის მქონე ადამიანების უფლებებისათვის მებრძოლია. 2012 წლის მაისში მას უარი უთხრეს თვითმფრინავის ერთ ბილეთზე, რადგან ავკიაკომპანიის წესების თანახმად, მსუქანმა ადამიანებმა უნდა აიღონ 2 ბილეთი, რომ არ შეაწუხონ მეზობლები. კენლიმ საჩივარი სასამართლოოში შეიტანა, ავიაკომპანიას ბრალი დასდო პიროვნების შეუარცხყოფასა და დისკრიმინაციაში. ის ითხოვდა ყველა მგზავრისათვის თანაბარ პირობებს, თუმცა ეს პროცესი კენლიმ ვერ მოიგო. მას ეკუთვნის აგრეთვე ბლოგი, რომელიც წონასთან ბრძოლის პრობლემებს ეძღვნება.

1
1358
14-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
1358
  
2014, 13 თებერვალი, 13:06
სტატია, როგორც ყოველთვის, ძალიან კარგია! :) რაც შეეხება, სიმსუქნეს, მთავარია, ადამიანმა ადამიანის ფორმა არ დაკარგოს და სიმსუქნე სიმახინჯეში არ გადაიზარდოს, ამის კონტროლი შეძლება, უბრალოდ ნებისყოფაა საჭირო. სხვა საქმეა ჭარბწონიანობა, ზედმეტი 10-15 კილოგრამი ადამიანს არ დაამახინჯებს, თუ იცის როგორ "შეფუთოს" თავი :).
0 1 1