x
მეტი
  • 16.12.2017
  • სტატია:71973
  • ვიდეო:325177
  • სურათი:427333
ახალი კანონით,ძროხებმა მწკრივში უნდა იარონ

აქამდე ძირითადად მძღოლები დარდობდნენ ჯარიმებზე, მაგრამ
კანონმა მძღოლების დარდის გაზიარება საქონლის
მეხრეებზეც ჰგანავრცო და აგერ პარლამენტს კი მიეცა სჯაბაასის თემა.....


საქმე იქით იყოს და მგონი ამ ქვეყნად ჩევნს კანონმდებლებს
მნიშვნელოვანი იმდენი მოუგვარებიათ რომ ახლა უმნიშვნელო საკიტხებიტაც დაკავდნენ და
დაიწყეს ფიქრი იმაზე თუ რა დიდი საფრთხე ემუქრება მძღოლს გზაზე თუ სადმე მსხვილფეხა
გაუზრდელი და გაუნათლებელი ძროხა გადაეღობა........


მოკლედ ნახევარი კახეთი ამ ყბადაღებულ კანონს ელოდება,



პარლამენტის საიტი არაა გამართული აშკარად ნორმალურად
, მათ კედელზეხან არაფერი არ იკითხება, და ხნანც როცა იკითხება ამ კანონზე ჯერ არაფერი
არე გამოქვეყნებულა...


მაგრამ გლეხი კურიერს უფრო უსმენს ვიდრე საპარლამენტო
სხდომებს...


და ჩევნი კახელები კი მართლა დიდ საგონებელში ჩააგდო
ამ საკიტხმა.....


ჯარიმა ჯარიმაა


კანონი კანონი, ძროხა ძროხა


და იურისტი კიდე იურისტია


აღნიშნულ თემაზე იურისტს შაქრო ტერტერაშვილს მივაკითხეთ
, რომელიც ზოგადად საკანონმდებლო ცვლილებებითაა დაინტერესებული. და მისი შესწავლის
საგანს სწორედ პარლამენტის მიერ უახლოეს მომავალში მიღებული საკანაონმდებლო ცვლილებები
თუ სიახლეები წარმოადგენს.





რას ფიქრობს იურისტი


-პარლამენტის ოფიციალურ გვერდზე შევედი თუმცა რატომღაც
ვერ ვნახე იქ.


ანუ საბოლოოდ კანონი არ არის ძალასი შესული. ტელევიზორში
კი მოვისმინე და მერე გამოხმაურებაც არავისი მომისმენია.


აი რაც მოვისმინე
კი, ამის რეალობაში განხორციელება, არის სრული აფსურდი. ვისაც სოფელში ერთი ღამე მაინც
გაუტარებია, ყველამ იცის, რომ ეს წარმოუდგენელია-


უბრალოდ თვალები დახუჭეთ და წარმოიდგინეთ


სოფლის ნახირი
მწკრივში ატარო.


ამ პროექტის ავტორებს სოფელი წარმოუდგენიათ, სადღაც,
განცალკევებით არსებული დასახლება, სადაც სამანქანო გზა არ მიდის, არაფერი არ მიდის
და სოფელს, რომ მიუახლოვდები 3კმ-ის მერე ჩექმებით უნდა იარო. ამ დროს საქართველოს
სოფლების მხოლოდ 20%-ია რთულად მისასვლელი, ხოლო თითქმის დანარჩენი სოფლები შიდა სახელმწიფო
მნიშვნელობის გზები კვეთავს, ურბანულადაც განვითარებულია
და ძალიან ცივილიზებულადაც ცხოვრობს .ამასათან ერთად, მიყვებიან სოფლის მეურნეობას და
მესაქონლეობას.


-თქვენ ხომ სოფელშიც
ცხოვრობთ უბრალოდ ამ კანონის ამოქმედების მერე რა შეიცვლება თუ შეგიძლიათ რომ აგვიხსნათ?


– ჩემი სოფლის მაგალითზე, რომ ვთქვა დაახლოებით არის
15 ნახირი, სადაც 50-70 სულამდე საქონელი დადის
ერთ ნახირში და დაყვება 2 მეხრე.და როგორ გგონიათ, მინიმუმ 50 სული საქონელი, როგორ
უნდა ატაროს ორმა მეხრემ მწყობრში?


ეს ხომ შეუძლებელია??


მაშინ უნდა გავზარდოთ მეხრეების რაოდენობა, 5 ძროხაზე-1
მეხრე.


სატელევიზიო სიუჟეტის მიხედვით, 8-10 ძროხა ერთ მწყობრად
უნდა მიდიოდეს, შემდეგ უნდა იყოს 80-100მ გამოტოვებული და ა.შ.თუ 50 სულიან ნახირს წარმოვიდგენთ
4 შუალედი გამოგვდის.ანუ, 400მ შუალედი+ძროხების მიერ დაკავებული ადგილი, რომელიც დაახლოებით
1კმ-ზე გვყავს გაჭიმული, ერთ რიგში დაყენებული ნახირი, რომლებსაც მიყვება ორი კაცი.აი
ეს, აფსოლუტურად წარმოუდგენელი რაღაცაა. ამასთან ერთად, ვიღაცამ უნდა აკონტროლოს ის, რომ მეხრეებმა დაიცვან კანონის მოთხოვნა და
პირუტყვის მიერ რიგის დარღვევა არ დაუშვან. მე პირადად, ძალიან მაინტერესებს ვინ და
როგორ გააკონტროლებს ამას, თუნდაც ერთი სოფლის 15 ნახირს, ან/და ვინ გაზომავს მათ შორის
მანძილი 80-100 მეტრია თუ 70-75? მართლა მაინტერესებს.


ვიღაც გლეხს ყავს 1ძროხა და თვეში იხდის 10 ლარს. საერთო
ჯამში 50 გლეხი თავიანთ ძროხებს ანდობენ ვიღაც 2 კაცს და თვეში უხდიან 500 ლარს.ეს
ორი ინაწილებს ამ თანხას შაქარის, ფქვილის და კარაქის საყიდლად.თუ ჩვენ გავზრდით მეხრეების
რაოდენობას, შემცირდება მათი ხელფასიდა 100ლარად მთელი დღე წვიმაში, ქარში არავინ არ
ივლის. ხოლო თუ გავზრდით მეხრეების რაოდენობას იგივე ჯამაგირის შენარჩუნებით, მაშინ
გლეხს მოუწევს 10 ლარის ნაცვლად 50 ლარის გადახდა.ეხლა ვიკითხოთ, უღირს კი გლეხს 50
ლარის ყოველთვიურად გადახდა, პლიუს ამას კვების დანახარჯი იმისთვის, რომ მიიღოს
5-10ლ რძე?


-საინტერესოა
ამ კანონს რა დატვირთვა აქვს ის რომ უნდა იყოს ფურცელზე თუ შევა ქმედებაში? საერთოდ
როგორ თვლით რას ემსახურება ეს კანონი?


-ვის რაში მოუვიდა თავში არ ვიცი.ალბათ, ვიღაცას პარლამენტში
იმის გამო დააგვიანდა, რომ გზაზე ნახირმა გზა გადაუღობა, რის გამოც საყვედური მიიღო და
იფიქრა, მოდი კანონს შევიმუშავებ, ისეთს, რომ მეორედ ასეთი რამ არ დამემართოსო.


ჩვენთან არსებობს სახელმწიფო მნიშვნელობის გზები. ამ
გზის ნაპირების მიჯნაზე კი ხშირ შემთხვევაში იწყება კერძო საკუთრების სასოფლო-სამეურნეო
სავარგულები.ჩემი სოფლის მაგალითზე რომ ვთქვა, კილომეტრ-ნახევარი უნდა ატარო ასფალტზე
და მერე გაიყვანო საძოვარზე.აქ ორი ვარიანტია, ან კერძო საკუთრებაზე უნდა ატარო, სადაც
არის ვენახი, ნათესები და სხვ.ან ასფალტზე უნდა ატარო მწყობრში.


ძროხის სავალი გზა არ დაგვრჩა-ეს პრობლემა დიდი ხანია
რაც არის და ამას სხვანაირად მოგვარება სჭირდება, რაც სახელმწიფოს გასაკეთებელია.თუმცა, არსებობს
სხვა პრობლემები, რომლებიც ამასთან შედარებით მოგვარების მხრივ პირველ ადგილზეა.თუ სახელმწიფოს
სურს ამ პრობლემის მოგვარება, მაშინ გამოისყიდოს გზისპირა ადგილები და ყველა სოფელს გაუკეთოს 3-5 მეტრიანი ზოლები, სადაც საქონლის ტარება იქნება
შესაძლებელი.


წლების წინ საუბარი იყო იმაზე, რომ უნდა ყოფილიყო გადასარეკი
ტრასები ახალი რეალობის გათვალისწინებით, დასახლებასა და საძოვრებს შორის ყოფილიყო
გზა, რომელიც არც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე და არც სახელმწიფო თუ ადგილობრივი
მნიშვნელობის გზებს არ შეეხებოდა. პირუტყვის გზებზე ქაოტურად მოძრაობის პრობლემა ნამდვილად
არის, მაგრამ მე არ ვთვლი, რომ ეს განსაკუთრებული პრობლემაა და მთელი საქართველო ამაზე
უნდა გადაერთოს.არსებობს ამაზე მნიშვნელოვანი საკითხები, მაგალითად, სად იქნება საძოვრები, საქონლის
გადასარეკი ტრასები და ა.შ. საჭიროა, რომ მიღწეული იყოს ის მიზანი, რაც კანონმდებელმა
იფიქრა.სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ტრასებიდან უნდა გამოიყოს სპეციალური ზოლები, სადაც
იმოძრავებს საქონელი და მუხლუხოიანი ტრაქტორი, რომ არ გაფუჭდეს გზა.თუ არ არის ასეთი
ზოლი, რაც სახელმწიფოს ეკუთვნის, მაშინ კერძო მესაკუთრესგან იქნეს შეძენილი საჭირო ზოლი.


-რას მოგვიტანს
ეს კანონი?


-არაფერს!


ყოველივე ამას, სჯობს სახელმწიფომ გამოისყიდოს სასოფლო-სამეურნეო დანიშნლების მიწის
ის ფართები რომელიც საჭიროა სოფლისა და საძოვრის დასაკავშირებლად.ასეთ შემთხვევაში, მწყემსიც
დასვენებული იქნება, გლეხიც და გზაზე მიმავალი მგზავრიც.


მაკა მოსიაშვილი





0
32
3-ს მოსწონს
ავტორი:მაკა მოსიაშვილი
მაკა მოსიაშვილი
32
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0