x
,,Broken Windows''-ის თეორია

“Broken Windows''-ის თეორია ვილსონმა და კელინგმა შეიმუშავეს ზიმბარდოს ექსპერიმენტზე დაყრდნობით 1982 წელს. ექსპერიმენტი შემდეგში მდგომარეობდა: ზიმბარდომ ნიუ-იორკის ერთ-ერთ ქუჩაზე დააყენა ავტომანქანა სანომრე ნიშნების გარეშე და ახდილი “კაპოტით'', დააკვირდა თუ რა მოხდებოდა. ავტომანქანა 26 საათის განმავლობაში მთლიანად გაიძარცვა. ამ მოვლენის საწინააღმდეგოდ, ექსპერიმენტატორმა პალო-ალტოში საწინააღმდეგო შედეგი მიიღო. ზიმბარდოს მიერ დაყენებული ავტომობილი ერთი კვირის შემდეგ ისევ უვნებელი იდგა. შემდეგ, ზიმბარდომ და მისმა თანამშრომლებმა დემოსნტრაციულად ჩაამსხვრიეს მანქანის მინა, რაშიც, ადგილობრივმა მოსახლეობამ მიბაძა და მეორე დღეს ქალაქის ახალგაზრდობის მიერ, ზიმბარდოს ავტომობილი სრულიად გაძარცვული, დაზიანებული და სახურავზე დაგდებული იპოვეს. ამ ფაქტის განხივლის შემდეგ გამოიკვეთა რამდენიმე ტენდენცია, რომელთაგანაც აღსანიშნავია:

თუ ქალაქის რომელიმე უბანში გამეფებულია უწესრიგობა და ქუჩები უპატრონოდაა მიტოვებული, აქ იგულისხმება დანაგვიანება, გრაფიტი კედელებზე და ნარკომანია. ყოველივე ეს მიუთითებს, რომ ეს უბანი უპატრონოდ არის მიტოვებული. სწორედ ამგვარი მდგომარეობა, უბნის მცხოვრებლებში წარმოქმნის დაუცველობის გრძნობას. ეს ორი ფაქტორი, კერძოდ უპარტონოდ მიტოვება და მოსახლეობის დაუცველად ყოფნის გრძნობა ხელს უწყობს დამნაშავეებს განახორციელონ თავიანთი უკანონო ქმედებები. მათი აზრით, ქალაქის უბნის უწესრიგობა აქ მომხდარ დანაშაულებთან პირდაპირ კავშირშია. შენობის ერთი ჩამსხვრეული ფანჯარა, რომელიც არ იქნება აღდგენილი იწვევს ამ შენობის ფანჯრის მინების ჩატეხვას. ეს ვრცელდება როგორც ქალაქში მცხოვრებ სოციალურად დაბალ ფენებზე, ასევე, მდიდრებზეც.

ამერიკელი მეცნიერი, ოსკარ ნიუმანი, ერთ-ერთი პირველთაგანი იყო ვინც დაიწყო ძიება არქიტექტურული ხერხებით სოციალური და სივრცითი პრობლემების გადასაწყვეტად საცხოვრებელ მასივებში. მას მიაჩნდა, რომ საცხოვრებელმა გარემომ უნდა შექმნას პირობები სოციალური პროცესების სწორი წარმართვისათვის; განამტკიცოს “თემის სული'', რათა, მათ დაიცვან თავიანთი საცხოვრებელი, გარეშეთა აგრესიისაგან, მოუარონ მას და თავი სცნონ მის პატრონად. ამისათვის, მისი აზრით, აუცილებლობას წარმოადგენს ტერიტორიის ფიზიკური და სიმბოლური მარკირება, რათა, უზრუნველყოფილი იქნეს ჯგუფური და პერსონალიზაციის პირობები. ამის შესანიშნავი მაგალითია, სტოკჰოლმის გარშემო განლაგებული საცხოვრებელი მასივები, რომლებიც აღიარებული გახლავთ იმ დადებითი სოციალურ-ფსიქოლოგიური განწყობის კუთხით, რომელთაც მათი სივრიცითი-დაგეგმარებითი მახასიათებლები განაპირობებს. ასეთ დადებით ფაქტორებს მიეკუთვნება: მოსახლეობის კმაყოფილება, მაღალი სოციალური აქტივობა, კრიმინოგენული მონაცემების დაბალი დონე და სხვა. სწორედ სტოკჰოლმის მაგალითზე გამართლდა “Broken Windows''-ის თეორია, რადგან, როდესაც მოსახლეობას აქვს მიკუთვნილობის და დაცულობის შეგრძნება, შესაბამისად დაბალია დანაშაულის დონე.

0
149
შეფასება არ არის
ავტორი:თაკო ცეცაძე
თაკო ცეცაძე
149
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0