x
ქალაქის დაგეგმარების თეორიული საფუძვლები- ჩიკაგოს სკოლა
ჩიკაგოს უნივერსიტეტში 20-იან წლებში ჩაისახა და განვითარდა ორი კონცეფცია. პირველი, ურბანული ანალიზისადმი ეკოლოგიურ მიდგომას გულისხმობს, რომელიც, სოციალურ პრობლემებს შეისწავლის. მეორე კი, ურბანიზმს, როგორც ცხოვრების წესის დახასიათებაა. ჩიკაგოს სკოლას, ასევე, განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ამერიკის კრიმინოლოგიის განვითარების ისტორიაში. ამ პერიოდისათვის, ჩიკაგო სიდიდით და მოსახლეობის რაოდენობით აშშ-ს მეორე ქალაქი იყო, რომელიც, ინდუსტრიისა და წარმოების სწრაფი განვითარებით ხასიათდებოდა და გააჩნდა მუშახელის ზრდის მოთხოვნილება. შესაბამისად, ჩიკაგოს მოსახლეობის ნახევარზე მეტი წარმოადგენდა აფრო-ამერიკელი წარმოშობის ემიგრანტებს, რომლებიც სამუშაოდ ჩიკაგოში იყვნენ ჩასული. ამან კი, ქალაქში დანაშაულის ჩადენის სწრაფი ზრდა გამოიწვია, ხოლო, დანაშაულის ზრდამ, თავის მხრივ, “ხელი შეუწყო'' კრიმინოლოგიის დარგის განვითარებას, რაც ჩიკაგოს სკოლის განვითარებაში გამოიხატება.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ჩიკაგოს “ეკოლოგიის'' მიზანი იყო დაკვირვებოდა თუ როგორ ვითარდებოდა და იზრდებოდა ქალაქი. აქედან გამომდინარე, ჩიკაგოს სკოლის შესწავლის საგანი იყო ქალაქის არქიტექტურული განვითარება და დანაშაული.

ჩიკაგოს სკოლის გამოკვლევის მთავარ ნაწილს წარმოადგენდა ზონობრივი ჰიპოთეზა, რომელიც მოიცავდა იდეას, რომ ქალაქი ვითარდება კონცენტრული წრეების მეშვეობით, რომელთაგანაც, თითოეული წარმოადგენს სოციალური და კულტურული ცხოვრების ზონას. ამ ზონების ხასიათი ძირითადად გამოწვეულია მისი მაცხოვრებლების ხასიათით. ეს კონცეფცია განავითარეს რ. პარკმა და ე. ბერჯესმა. მათი წარმოდგენით, ქალაქი ადამიანთა ურთიერთდამოკიდებულების და კონკურენციის პროდუქცია და ხასიათდება მისი მოსახლეობის სოციალური და გეოგრაფიული მობილურობით. პირველ ყოვლისა, მათ აინტერესებდათ ქალაქი და მისი მოსახლეობის ქცევის დეტერმინანტი. ბერჯესმა გამოიკვლია ქ. ჩიკაგოს ტერიტორიაზე სოციალური გადახრები და გაოცებული დარჩა ქალაქის სხვადასხვა რაიონში და უბანში მიღებული ძალზე განსხვავებული მაჩვენებლებით. ბერჯესმა და მისმა კოლეგებმა ეს ინფორმაცია რუკებზე გადაიტანეს და მისი ანალიზის საფუძველზე შექმნეს ჩიკაგოს შიდა სტრუქტურა, მოსახლეობის სოციალური სტატუსისა და ზოგიერთი სხვა სოციალური მახაისიათებლების მიხედვით. სწორედ ეს დაედო საფუძვლად შექმნილიყო ქალაქის შიდა კონცენტრული წრეების მოდელი. რომლის მიხედვით, ქალაქი კონცენტრული ზონების ერთობლიობაა და იყოფა 5 კონცენტრულ ზონად: 1. ცენტრალური საქმიანი რაიონი;

2. გარდამავალი ზონა;


3. დაბალი ხარისხის საბინაო ფონდი;

4. საშუალო ხარისხის საბინაო ფონდი;

5. მაღალი ხარისხის საბინაო ფონდი.

ამ მოდელის თანახმად, ამ წრეების პირველი ზონა არის ბიზნეს წრე, ანუ ის ადგილი, სადაც ცხოვრობს შედარებით ნაკლები ხალხი. მას ექოდება ცენტრალური საქმიანი რაიონი, რადგან, აქ თავმოყრილია სავაჭრო, საფინანსო დაწესებულებები, ადმინისტრაცია და მომსახურება. შესაბამისად, საკუთრების ფასი აქ მაღალია. სწორედ ამიტომაც, არ გამოირჩევა მუდმივი მოსახლეობით. მეორე, იგივე გარდამავალი ზონა, კრიმინოლოგიური თვალსაზრისით ყველზე მნიშვნელოვანი ზონაა. აქ ცხოვრობს დროებითი მოსახლეობა, რომლებიც არიან ღარიბები(მათ შორის ბევრია უცხოელი იმიგრანტი) და ცხოვრობენ ცუდ პირობებში. აქ შემდეგ სოციალურ პრობლემებს წავაწყდებით: დანაშაულის მაღალი დონე, განათლების დაბალი ცენზი, მოსახლეობის მაღალი სიმჭიდროვე, პროსტიტუცია, ჯანმრთელობის პრობლემები და სიღარიბე. ჩიკაგოს სკოლის კრიმინოლოგების აზრით, ასეთი პრობლემები იწვევდა საზოგადოების არაორგანიზებულობას და კანონისადმი უპატივცემულობას, სწორედ ეს განაპირობებდა დანაშაულის მაღალ დონეს. ასევე, შეიძლება ითქვას, რომ გარკვეულ ნაწილებში, კრიმინალის მაღალ დონეს იწვევდა უცხო აფრიკული წარმოშობის დიდი პროცენტული მაჩვენებელი, უმუშევრობა, საკუთრების წონის დაბალი პროცენტული მაჩვენებელი. მესამე ზონაში, მეორე ზონასთან შედარებით მყარად მდგრადი ღარიბი საზოგადოების ნაწილი ცხოვრობს, კერძოდ მუშახელი. სწორედ ამიტომაც ეწოდება ამ ზონად მუშათა სამოსახლო ზონა. მეოთხეში, მესამე ზონასთან შედარებით, მდიდარი ადამიანები ცხოვრობენ და ეს წარმაოდგენს ქალაქის გარეუბნებს, სადაც მდიდრები სახლობდნენ.

აღსანიშნავია, რომ დანაშაულის სტატისტიკური რაოდენობა პირველიდან მეხუთე ზონად შორის იკლებდა. იმ დროისთვის ამ მოდელმა აღიარება ჰპოვა.

0
130
შეფასება არ არის
ავტორი:თაკო ცეცაძე
თაკო ცეცაძე
130
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0