x
შვეიცარიის ტურიზმი
შვეიცარია ტურიზმის კლასიკური ქვეყანაა, სადაც არცთუ დიდ ფართობზე თავმოყრილია ალპების მწვერვალები, ულამაზესი ტბები, ჩანჩქერები, კარგად მოვლილი ძველი ქალაქები, რომლებიც ინარჩუნებენ თავის ისტორიულ სახეს და არქიტექტურული სტილის მრავალფეროვნებას.

აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო ტურიზმის განვითარებას შვეიცარიაში სათავე ინგლისელებმა დაუდეს, რომლებიც ამ ქვეყანაში დათოვლილმა მთის მწვერვალებმა და საოცრამა ხედებმა მიიზიდეს. ჟენევის ტბაზე პირველი ტურისტული ჯგუფი, კომპანია “თომას კუკმა'' ჩაიყვანა 1963წ.

ბუნებრივი ღირსშესანიშნაობების სიუხვის გამო შვეიცარია მრავალი ქვეყნის მილიონობით ტურისტის საყვარელ დესტინაციას წარმოადგენს. ის შენგენის ხელშეკრულების ხელმომწერია, ამიტომ აქ მოგზაურობა ევროპელთათვის უვიზოდაა შესაძლებელი, რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ტურიზმის ფართოდ განვითარებას.

აღმოსავლეთ შვეიცარიაში ტურისტებისთვის ერთგვარ ატრაქციას წარმოადგენს რაინის ჩანჩქერი. ქვეყნის ეს ნაწილი ყვავილების უჩვეულოდ ფერადი ხალიჩითაა დაფარული. მცენარეთა უმეტესობას კაშკაშა და დიდი ყვავილების მქონე მრავალწლიანი ბუჩქნარები და ბალახები წარმოადგენს. ამ ლანდშაფტის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს ზღაპრული სოფლები და პატარა ქალაქები.


ცენტრალური შვეიცარიის მთავარი ქალაქია ლიუცერნი, რომელიც ფირვალშტედტის ტბის ახლოს მდებარეობს და დიდებული მთებითაა გარშემორტყმული.

დასავლეთ შვეიცარიაში ალპინისტების საყვარელი ადგილია მატერხორხნის მთა (4478მ), რომელიც ფორმით უზარმაზარ პირამიდას ჰგავს. აქ კარგადაა განვითარებული სამთო-სათხილამურო სპორტი.

შვეიცარიის სიამაყეა ჟენევისა და ბოდენის ტბები, რომლებიც ადგილობრივი და უცხოელი ტურისტების დასვენების საყვარელ ადგილს წარმოადგენს. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ქვეყნის ქალაქები, რომლებიც ტურისტებს თავისი განუმეორებელი ატმოსფეროთი და კულტურული, ისტორიული თუ არქიტექტორული ძეგლების მრავალფეროვნებით იზიდავენ. image

image


სურ. N1 და N2 ჟენევის და ბოდენის ტბა


დედაქალაქი ბერნი განთავსებულია ქვეყნის შუაგულში. იგი მსხვილი ეკონომიკური და კულტურული ცენტრია. ქალაქის იერისათვის დამახასიათებელია თაღებისა და შადრევნების სიმრავლე, რომელთა უმეტესობა მე-16 საუკუნეშია შექმნილი. შადრევნების რაოდენობა 100 აღემატება. ბერნის მთავარ ღირსშესანიშნაობად მე-12 საუკუნის სამრეკლო ითვლება, რომელიც ძველად დასავლეთის კარიბჭეს წარმოადგენდა. შენობის აღმოსავლეთ ფასადს მე-16 საუკუნის ცნობილი საათი ამშვენებს., რომელიც არამარტო დროს, არამედ კვირის დღეს, თვეს, ზოდიაქოს ნიშანსა და მთვარის ფაზას უჩვენებს. ყოველ საათს მამალი ყივის და ეწყობა დათვებისა და ზღაპრული არსებების ფიგურების ჩვენება. ეს ქალაქი ასევე ყველაზე აყვავებულ ქალაქად ითვლება. გაზაფხულზე აქ იმართება ყვავილების ბაზრობა-ფესტივალები. ბერნი იუნესკოს მსოფლიო ძეგლთა სიაშია შეტანილი.


image












ურ. N3 ქ. ბერნი


ქვეყნის ერთ-ერთ თვალსაჩინო ქალაქს წარმოადგენს ციურიხი. ის შვეიცარიის ფინანსურ ცენტრად ითვლება, ქალაქი მდინარე ლიმატის (ჩაედინება ციურიხის ტბაში) ნაპირებზეა გაშენებული. ტურისტების რაოდენობა წელიწადში მილიონამდეა. ტურისტების უმეტესობას ნიდერდორფის ქუჩის შემოგარენი იზიდავს. ეს ქალაქის ისტორიული ცენტრია ქვეითთა ზონით, დასვენებისა და გართობის ადგილებით. შუა საუკუნეებში აგებული გოთური სტილის ლამაზ სახლებში განთავსებულია მყუდრო კაფეები, საკონდიტროები, ანტიკვარიატის მაღაზიები. საღამოობით აქ ქუჩის მუსკიკოსებსაც შეხვდებით. ციურიხში ყურადღებას იქცევს რომანულ-გოთური სტილის ტაძრის-გროსმიუნსტერის (მე-12- მე-15სს.) კოშკები, წმ. პეტრეს ეკლესია, რომელზეც 1538წ. განთავსდა ევროპაში ყველაზე დიდი საათი(ციფერბლატის დიამეტრი 8.7მ-ია). სტუმრების ინტერესს იწვევს ფრაუმიუნსტერის(მე-13- მე14სს.) ფერადი ვიტრაჟები, რომელიც 1970 წელს შექმნა მარკ შაგალმა. ციურიხი კარგად გამწვანებული ქალაქია, სადაც უამრავი ყვავილით სავსე პარკი და სკვერია. ციურიხი ასევე ხელოვნების წამყვანი ცენტრია ევროპაში, აქ 100-ზე მეტი გალერეა და 20 მუზეუმი ფუნქციონირებს.

image

სურ.N4 ქ. ციურიხი

ბაზელი, სიდიდით მეორე ქალაქი, ქვეყნის ჩრდილოეთ ჭიშკარს წარმოადგენს. ის საფრანგეთისა და გერმანის საზღვრების უშუალო სიახლოვეს მდებარეობს. გაშენებულია მდინარე რაინზე, ევროპის ყველზე მნიშვნელოვან საწყლოსნო მაგისტრალზე. ხშირად მას შვეიცარიის “კულტურულ ცენტრს'' უწოდებენ, რადგან აქ 30-ზე მეტი მუზეუმია განთავსებული.

image

სურ. N5 ქ. ბაზელი

საფრანგეთის საზღვრთან, ალპების ძირში, დასავლეთ ევროპის უდიდესი ჟენევის ტბის ნაპირზე გაშენებულია ქალაქი ჟენევა. ეს კოსმოპოლიტური ქალაქი ცხოვრობს მდიდარი და მრავალფეროვანი კულტურული ცხოვრებით. წლის განმავლობაში იმართება მრავალი თეატრალური წარმოდგენა, კონცერტი, გამოფენა, ფესტივალი, კულტურული დღესასწაული. აქ მდებარეობს 30-მდე მუზეუმი. მდინარე რონის მარცხენა ნაპირზე, მაღლობზე მდებარეობს ქალაქის ცენტრი რატუშითა და ტაძრით, მარჯვენა ნაპირი კი “საერთაშორისო ჟენევას'' წარმოადგენს, რადგან აქ მდებარეობს გაეროს, საერთაშორისო წითელი ჯვრისა და სხვა მნიშვნელოვანი ორგანიზაციების შენობები. ეროვნებათა სასახლეში ყოველწლიურად 500-მდე სხვადასხვა კონფერენცია და კონგრესი იმართება, რომლებშიც სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობენ. ჟენევის უნიკალური ღირსშესანიშნაობაა ერთ-ერთ მოედანზე მდებარე ყვავილების საათი. საათის დიამეტრი 5მ-ია, წამმზომი ისრის სიგრძე კი -2.5მ. ამ საათს 65 ათასამდე ყვავილი ესაჭიროება. ჟენევა ძალიან ელეგანტური ქალაქია, აქ წარმოდგენილია ფრანგი მოდელიორების იტალიური ფეხსაცმლის ფირმებისა და ნიუ-იორკელი იუველირების ნაწარმი.

image

image

სურ. N6 ქ. ჟენევა

ჟენევის ტბის სანაპიროზე აღნიშვნას იმსახურებს ასევე ქალაქი ლოზანა. 1994 წელს ის ოლიმპიურ დედაქალაქად გამოცხადდა, ვინაიდან 1915წ-დან აქ მდებარეობს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის შტაბ-ბინა. აქვე მდებარეობს მსოფლიოში ერთადერთი ოლიმპიური მუზეუმი.

შვეიცარიული რივიერის მარგალიტად წოდებული მონტრიო ლოზანიდან დაახლოებით 40კმ-ზე მდებარეობს ჟენევის ტბის პირას. აქ ტურისტებს ემსახურება როგორც სუპერთანამედროვე, ისე ძველი სასტუმროები, სამორინეები, კაფეები, ბარები, რესტორნები, ბუტიკები და მაღაზიები. ამ ადგილებში საიამოვნებით ისვენებდნენ ჰემინგუეი, რუსო, ბაირონი, სტრავინსკი, ნაბოკოვი. მის ერთ-ერთ ღირსშესანიშნაობას შიიონის ციხე-სიმაგრე (მე-13ს.) წარმოადგენს.

ვევეი შვეიცარიის რივიერის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ქალაქია. აქ წლების მანძილზე ცხოვრობდა დოსტოევსკი. სანაპიროზე დგას ჩარლი ჩაპლინის ძეგლი, ნიშნად იმისა, რომ ჩარლის ძალიან უყვარდა ეს წყნარი და მყუდრო ქალაქი.

ლიუცერნი ცნობილი გახდა უჩვეულოდ ლამაზი მდებარეობის წყალობით. ქალაქის ღირსშესანიშნაობაა მე-14 საუკუნის ხის ხიდი, რომელიც უძველესია ევროპაში.

ტიჩინოს კანტონი ქვეყნის ყევლაზე მონახულებადი საკურორტო რაიონია. ქალაქები ლუგანო, ლოკარნო და ასკონა ყველას ხიბლავენ თავისი იტალიური კოლორიტით, თავისებური არქიტექტურით, ყოველი წლის ივლისში, ქ. ლოკარნოში საერთაშორისო კინოფესტივალი ტარდება.

შვეიცარია სტუმრებს არამარტო კულტურული და ბუნებრივი ღირსშესანიშნაობებით იზიდავს, არამედ მსოფლიო პოპულარობის მქონე სამთო-სათხილამურო კურორტებითაც. ხშირი სარკინიგზო და საბაგირო გზების ქსელი ალპების ფერდობებს ფარავს, რაც ტურისტებს მთებში თავისუფლას გადაადგილების საშუალებას აძლევს. სტუმრებისთვის აქ მრავალი გასართობია. ალპინიზმის, თხილამურებით, ციგებით, ციგურებით სრიალის გარდა, აქ ეწყობა ისეთი ეგზოტიკური გართობა, როგორიცაა მაგალითად, სკი-ჯორინგი(ცხენებშებმული მოთხილამურეების შეჯიბრი), კრიკეტი, პოლო, გოლფი და ეს ყველაფერი ტბების გაყინულ ზედაპირზე. ზაფხულში პოპულარულია წყლის თხილამურები, იალქნიანი სპორტი და სროლა. მთებში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების მაღალ დონეზე არამარტო სატრანსპორტო ქსელისა და გართობის მრავალი სახეობის არსებობა მეტყველებს, არამედ სასტუმროთა დიდი რაოდენობა. მნიშვნელოვანია, რომ ისინი ვარირებენ ფასებისა და კომფორტის დონით.

განსაკუთრებით აღნიშვნას იმსახურებს შვეიცარიის კურორტები. სენტ-მორიცი ქვეყნის უძველესი და მსოფლიო მნიშვნელობის კურორტია. აქაურ მშრალ კლიმატს “შამპანურის კლიმატს'' უწოდებენ: 322 მზიანი დღე წელიწადში, თოვლის სტაბილური საფარი და წყნარი ამინდი კურორტს დასვენების და გართობის ცენტრად აქცევს. აქ არის უძველესი სათხილამურო სკოლა, ორჯერ გაიმართა ოლიმპიური თამაშები(1928 და 1948). ახლა იმართება შეჯიბრებები ბობსლეიში, კრიკეტში, ვინდსერფინგში, ჩოგბურთში, სნოუბორდში, ფიგურულ სრიალში, გოლფსა და პოლოში. სამთო მწვერვალებმა სენტ-მორიცი ალპინიზმის ცნობილ ზონად აქცია. 1.5 მილიონი ტურისტი სტუმრობს წელიწადში კურორტს. ასევე დატვირთულია კურორტის კულუტრული ცხოვრება, ყოველწლიურად 150-მე საინტერესო ღონისძიება იმართება, მაგალითად ძველი ავტომობილების რბოლა, იახტების რეგატა, კლასიკური მუსიკის გრანდიოზული კონცერტები და სხვა.

image

სურ. N7 სენტ-მორიცი

ალპების ცენტრალურ ნაწილში, 1500მ სიმაღლეზე სოჭითა და ლამაზი ტბებით დაფარული მაღალმთიანი პლატოა. სწორედ აქ მდებარეობს თანამედროვე ტურისტული და სპორტული კომპლექსი კრან-მონტანი. მის მყუდრო სასტუმროებში ერთდროულად 3600 სტუმრის მიღებაა შესაძლებელი. კურორტი დატვირთულია როგორც ზამთარში, ისე ზაფხულში.

დავოსი ევროპის ერთ-ერთი ცნობილი სპორტულ-გამაჯანსაღებელი კურორტია. მდებარეობს ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში, ზღვის დონიდან 1560 მეტრზე. აქ ქალაქური კომფორტი ალპურ ლანდშაფტთან და წყნარ სოფლებთანაა შეხამებული. ზამთარში ფუნქციონირებს ღია და დახურული საციგურაო მოედნები, ზაფხულში ეწყობა სეირნობა მთაში, გოლფი და სხვ. მრავლადაა ბარები, რესტორნები და დისკოთეკები. დავოსი საერთაშორისო შეხვედრების ცენტრია. აქ იმართება პოლიტიკოსების, ბიზნესმენების, ბანკირების, მეცნიერების კონფერენციები და სხდომები. ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობს მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი. დავოსში ფუნქციონირებენ სამედიცინო ინსტიტუტები და კლინიკები, სადაც წარმატებით მკურნალობენ რიგ დაავადებებს.

image

სურ. N8 დავოსი


შვეიცარიას აქვს მრავალი ბალნეოლოგიური კურორტი: ბადენი, შვეფილბერგი, ივერდონი. ქ სამედიცინო მომსახურების მაღალია დონეა.

შვეიცარიის კურორტებიდან აღნიშვნის ღირსია ასევე, საას-ფე, ვილარი, ცერმატი. აქვეა ცნობილი ბალნეოლოგიური კურორტები ბადენი, ბად-რაგაცი, ივერდონი და ა.შ. აქ სამედიცინო მომსახურების საკმაოდ მაღალი დონე და განვითარებული ტურისტული ინფრასტრუქტურაა.

რაც შეეხება ტურისტთა განთავსებას შვეიცარიაში, ეს ვიზიტორის სურვილზეა დამოკიდებული. მათ საშუალება აქვთ დაისვენონ ნებისმიერი დონის სასტუმროში, რაც გარკვეულ თანხებთანაა დაკავშირებული. ხშირია საშუალო და მცირე ზომის სასტუმროები. აღსანიშნავია, რომ უცხოელი ტურისტების 60% სასტუმროებში ჩერდება, ხოლო ადგილობრივი ტურისტების 62%- კერძო ბინებში. შვეიცარიაში ტურისტები როგორც ჩრდილოეთის, ასევე სამხრეთის ქვეყნებიდან ჩადიან, რაც ტურისტული რესურსის მრავლფეროვნებითაა განპირობებული. თუმცა ჩამოსულთა შორის განსაკუთრებით ბევრია გერმანიიდან, ნიდერლანდებიდან, დიდი ბრიტანეთიდან, საფრანგეთიდან, აშშ-დან, ესპანეთიდან და ავსტრიიდან.

შვეიცარიაში ბევრი ტრანზიტული და ერთდღიანი ვიზიტორია. ტრანზიტული ტურისტების 1/3 გერმანიდანაა, 1/3-იტალიიდან და 1/5-საფრანგეთიდან.

ტურიზმიდან შემოსული თანხა ყოველწლირად ქვეყნის მთელი შემოსავლების 81%-ოა, მოსახლეობის 15% ტურიზმშია ჩაბმული, თავად შვეიცარიელები ხმელთაშუაზღვისპირეთს სტუმრობენ.

0
3509
2-ს მოსწონს
ავტორი:თაკო ცეცაძე
თაკო ცეცაძე
3509
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0