x
ეგვიპტის ტურიზმი
ეგვიპტე-ეს არის ისლამური ქვეყანა, რომელიც აქტიურად არის ჩართული ტურისტულ სფეროში და ყოველ წელს უამრავ ტურისტს მასპინძლობს. ის ერთ-ერთი უდიდესი დესტინაციაა ახლო აღმოსავლეთში.

კაირო- ეგვიპტის დედაქალაქია, რომლის მოსახლეობა 15, 2 მლნ. კაცს შეადგენს. იგი ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქია მსოფლიოში. კაირო არაბმა მოსახლეებმა დაარსეს ჩვ.ჭ. მე-6 საუკუნეში და დღეს ის ისტორიისა და თანამედროვეობის გასაოცარ ნაზავს წარმოადგენს. ქალაქი არაბული სამყაროს კულტურული და კომერციული ცენტრია. კაირო აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ქალაქია. იგი გაშენებულია მდ. ნილოსის ნაპირზე. წარმოდგენილია მაღალი შენობებით, საუკუთესო სასტუმროებით, მაღაზიებით და რესტორნებით. კაირო კარგად შეერწყა გიზის უდაბნოს პლატოს, სადაც მსოფლიოს ანტიკური შვიდი საოცრებიდან პირამიდები და სფინქსი შენარჩუნდა. ნილოსის მარჯვენა სანაპიროზე მდებარეობს ერთ-ერთი ყველაზე კომფორტული და პრესტიჟული სასტუმრო “ჰილტონი''. თანამედროვე კაიროს ცენტრად ითვლება ალ-ტაჰრირის მოედანი. აქ არის განთავსებული ქვეყნის ყველა სამთავრობო და არასამთვრობო ორგანიზაცია, ასევე “არაბულ სახელმწიფოთა ლიგის'' შტაბ-ბინა. ამავე მოედანზე მდებარეობს კაიროს ეროვნული მუზეუმი, რომელიც ტურისტების ყურადღებას იქცევს. მუზეუმში ძველი ეგვიპტის ფარაონების, ბერძნულ-რომაული პერიოდის სანგაძურია დაცული. 155 ათას ექსპონანტს შორის არის ტუტანჰამონის აკლდამის საგანძურიც. ალ-ტაჰრირის მოედნიდან გადის ორი ქუჩა-ტალააბ-ჰარბი და კასტ-ან-ნიდი, რომლებიც კაიროს სავაჭრო ცენტრებია. გამოირჩევიან მაღაზიების, ბანკების და ტურისტული სააგენტოების სიმრავლით. კაიროში შეხვდებით ეკლესიებს, მეჩეთებს, სინაგოგებს. ამასთან ერთად ქალაქი სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე მოთხოვნებს. აქ არის უამრავი საშუალება ტურისტის გასართობად- სამორინეები, ღამის კლუბები, მაღაზიები. ყველაზე პოპულარულია ნილოსზე გასეირნება. ნილოსის აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარეობს ძველი ქალაქი, რომელიც ქუჩების ვიწრო ლაბირინთებით, ბაზრებით, სახელოსნოებითაა წარმოდგენილი, სადაც საყოფაცხოვრებო ნივთებთან ერთად იყიდება ტურისტებისათვის სასურველი სუვენირები. საინტერესოა უძველესი ციტადელი (მე-12ს) და ალებასტრის მეჩეთი, რომელიც კაიროს სიმბოლოდ ითვლება. ციტადელის პირდაპირ არის სულთან ჰასანის მეჩეთი(მე-14ს). იგი ერთ-ერთი საუკეთესო ქმნილებაა არაბულ არქიტექტურაში. ტურისტებს ასევე, იზიდავს ხანილ-ხალილის დიდი ბაზარი(მე-14ს). იქვეა პაპირუსის ინსტიტუტი, სადაც დაცულია სურსათების კოლექცია ეგვიპტის ისტორიაზე.

ეგვიპტის ტურისტული ატრაქციებიდან აღსანიშნავია გიზის პირამიდები, აგებულია ძვ.წ.აღ. მესამე ათასწლეულში, უკავია 5 ჰექტარზე მეტი ფართობი. ყველაზე დიდია ხეოფსის პირამიდა, რომლის სიმაღლე 145, 46 მ-ია. საშუალო პირამიდაა ხეფრენის, ხოლო პატარა-მიკერინის. ძველი ეგვიპტის მეორე საოცრებად ითვლება დიდებული სფინქსი, ლომის ტანითა და ფარაონის თავით. ტურისტებს შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს ეგვიპტის უძველესი ქალაქები მემფისი და საკარა.

imageimage












სურ. N1 კაირო ღამით, სურ. N2 სფინქსი, ხეოფსის პირამიდა

ალექსანდრია რიგით მეორე უმსხვილესი ქალაქია ეგვპიტეში, მდებარეობს კაიროს ჩრდილო-დასავლეთით 225 კმ-ში, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე. ქალაქი დაარსა ალექსანდრე მაკედონელმა ძვ.წ.აღ 332-331 წლებში. მცირე ხნით ალექსანდრია იყო ეგვიპტის დედაქალაქი და ელინისტური კულტურის უმსხვილესი ცენტრი. ქალაქის რბილი კლიმატი მთელი წლის განმავლობაში გაბატონებული და ულამაზესი სანაპიროები უამრავ ტურისტს იზიდავს. ალექსანდრია მდიდარია კულტურული და ისტორიული ღირსშესანიშნაობებით. ელ-მონტადის სასახლე, რომელიც იყო მეფეთა საზაფხულო რეზიდენცია, მდებარეობს შემაღლებულ ადგილზე, საიდანაც ულამაზესი ხედი იშლება. სასახლის ირგვლივ გაშენებულია პარკი. აღსანიშნავია ბერძნულ-რომაული მუზეუმი, სადაც 4 ათასამდე შეუფასებელი ექსპონატი ინახება. მუზეუმი დაარსდა 1891 წელს. განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს მონეტების კოლექცია, რომელიც ეკუთვნის პერიოდს ალექსანდრე მაკედონელიდან ბიზანტიის იმპერიამდე.

image

სურ. N3 მეჩეთი. ალექსანდრია

25 მეტრიანი პომპეის კოლონა, რომელიც წითელი გრანიტისგანაა აგებული, დგას სერაპიმის ტაძრის ნანგრევებში. ეს ეგვიპტის ისტორიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლია. კომ-ელ-დეკას მიდამოებში არის რომაული ამფითეატრი, რომაულ მეზეუმთან ახლოს. თეატრს აქვს 12 მარმარილოს ტერასა, რომლებიც ქმნიან ნახევარმთვარეს. ეს ეგვიპტეში ამ ტიპის ერთადერთი ნაგებობაა. საინტერესოა კომ-ელ-შუკაფას კატაკომბები, რომლებიც აღმოჩენილ იქნა 1900 წელს ალექსანდრიის პორტთან ახლოს. იგი შედგება კლდეში გამოკვეთილი სამი იარუსისაგან. ბოლო იარუსი ზღვის დონის ქვემოთაა. ალექსანდრიაში არის ჰიდრობიოლოგიური ინსტიტუტი, სადაც შეიძლება სხვადასხვა ჯიშის თევზების და ზღვის ბინადართა ნახვა. ქალაქში არის სასტუმროების, სატრანსპორტო საშუალებების, ტურისტული სააგენტოების, ბანკების და რესტორნების მრავალფეროვანი არჩევანი.

ლუქსორი ძვ.წ.აღ 750 წელს ეგვიპტის დედაქალაქი იყო, რომელსაც თებე ეწოდებოდა. სწორედ აქ არის დაცული ძველი ეგვიპტური კულტურის დიდი ნაწილი. აქ არის აკლდამები და ძველი ტაძრები. მაგალითად, კარნაკის ტაძარი, რომელიც 2000 წლის განმავლობაში შენდებოდა, ეს არის უდიდესი მემკვიდრეობა ეგვიპტისათვის. ასევე, დედოფალ ჰატშეპსუტის ტაძარი და ტუტანჰამონის აკლდამა. ლუქსორს ხშირად უწოდებენ მუზეუმს ღია ცის ქვეშ. ეს ქალაქი მნიშვნელოვანი ტურისტული ცენტრია.


imageსურ. N4 კარნაკის ტაძარი, ლუქსორი

ასუანი კაიროს სამხრეთით, 890 კმ-ის დაშორებით მდებარეობს, რომელიც ცნობილია აღა-ხანის მავზოლეუმით, ასევე დიდებული აბუ-სიმბელის ტაძრით, რომელიც 3.5 ათასი წლის წინ ფარაონ რამზეს მეორის დროს აიგო. ეს არის კლდეში ნაკვეთი ტაძარი ფარაონის და მისი მეუღლის გამოსახულებით. მისი სიგრძე 5 კმ-მდეა, სიმაღლე-111მ, სიგანე-1კმ. მისი მოცულობა 17-ჯერ აღემატებოდა ხეოფსის პირამიდის მოცულობას. ასუანი ასევე არის კლიმატური კურორტი, რომლის სამკურნალო საშუალებებია მზის, ჰაერის და ქვიშის აბაზანები, ასუანში უამრავი სასტუმრო ფუნქციონირებს ნებისმიერი გემოვნების ტურისტისათვის.

imageსურ. N5 აბუ-სიმბელის ტაძარი

წითელი ზღვის სანაპიროს გასწვრივ ფეშენებლური კურორტებია განლაგებული, ესენია: ჰურგადა, საფაგა, ელ-გუნა, შარმ-ელ-შეიხი. ამ კურორტებზე ტურისტებს გართობის დიდი არჩევანი აქვთ: დაივინგი, წყალქვეშა სამყაროს მოყვარულთათვის, საფარი უდაბნოში - თავგადასავლებით დაინტერესებულთათვის, მშვიდი დასვენების მსურველთათვის კი -უბრალოდ დასვენება აუზის ან ზღვის სანაპიროზე. აქვე ტურისტებს მოემსახურება ბარები, ღამის კლუბები და დისკოთეკები.

ჰურგადა ერთ-ერთი უმსხვილესი საზღვაო კურორტია ეგვიპტეში. მდებარეობს კაიროდან 450 კმ-ის დაშორებით, წითელი ზღვის სანაპიროზე. ეს არის ქალაქი, რომელმაც ქვეყანაში პირველმა დაიწყო უცხოელი ტურისტების მასიურად მიღება. აქ მთელი წლის განმავლობაში ანათებს მზე და სერფინგისთვის ხელსაყრელი გარემოა, რაც ტურისტებს იზიდავს. ღირსშესანიშნაობებიდან მნიშვნელოვანია ეგვიპტელი ქრისტიანი კოპტების ტაძარი და ასევე კოპტების პატარა ტაძარი ქალაქის განაპირას. ქალაქში ფუნქციონირებს წითელი ზღვის მეუზეუმი და აკვარიუმი.

imageსურ. N6 ალბატროსის სასახლე, ჰურგადა

ელ-გუნა ეგვიპტის თანამედროვე კურორტა, რომელიც ჰურგადადან 20 კმ-ზე მდებარეობს. ქალაქი ერთი მხრიდან მთებითა და უდაბნოებითაა გარშემორტყმული, ხოლო მეორე მხრიდან -ლაგუნებით. ელ-გუნაში სასტუმროები აშენებულია პატარ-პატარა კუნძულებზე, ხოლო მათ შორის არხებით მოძრაობენ მომცრო ზომის ტურისტული ნავები. ქალაქში არის სავაჭრო ცენტრები, რესტორნები, ბარები და ა.შ. ასევე ისტორიული მუზეუმი ობსერვატორიით. ჰურგადასთან ახლოს მდებარეობს კურორტი საფაგაც, რომელიც მიმზიდველია მათთვის, ვინც დაინტერესებულია წყალქვეშა სამყაროთი.

შარმ-ელ-შეიხი არის ეგვიპტის ყველზე ძვირადღირებული კურორტი. მდებარეობს სინას ნახევარკუნძულის სამხრეთ ნაწილში, წითელი ზღვის სანაპიროზე. კურორტი გამოირჩევა ხელუხლებელი ბუნებით, ულამაზესი მთებით და ზღვით. ქალაქის ყველზე ძველი და კეთილმოწყობილი ნაწილია ნაამა-ბეი. ნაამას პლაჟის გასწვრივ ფეხით მოსიარულეთა ქუჩაზე განლაგებულია რესტორნები, კაფეები, მაღაზიები და დისკოთეკები. ამ ქალაქში არის მარჯნის კუნძულები, რაც ძალიან ახარებთ ტურისტებს. მათ საშუალება აქვთ ადევნონ ბუნების საოცრებას წითელ ზღვაში. შარმ-ელ-შეიხის ტერიტორიაზე ორი ეროვნული პარკია: ნაბკი და ცნობილი რას-მოჰამედი.

imageსურ. N7 შარმ-ელ-შეიხი

0
309
შეფასება არ არის
ავტორი:თაკო ცეცაძე
თაკო ცეცაძე
309
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0