x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
ანნეტ გებბედი–დიდი ბრიტანეთის ერთერთი საუკეთესო იუველირი, რომელსაც ხელის თითები არა აქვს.

ქალი რომელსაც დაბადებიდან არა აქვს ხელის თითები, დიდ ბრიტანეთში ერთერთ საუკეთესო იუველირადაა აღიარებული.
ნიჭიერმა იუველირმა, რომლის მიერ დამზადებული ნაკეთობები ათასობით დოლარი ღირს, ჟურნალისტებს მოუთხრო თუ როგორ ამზადებს "სამშვენისებს", მიუხედავად იმისა, რომ დაბადებიდან არა აქვს ხელის თითები.
48 წლის ანნეტ გებედდი ამზადებს საოცარი სილამაზის ბეჭდებს, სამაჯურებს და ყელსაბამებს, რომლებიც ძვირფასი ქვებითაა გაწყობილი. იუველირი მუშაობს საკუთარ სახელოსნოში ქალაქ ფრომში (სომერსეტის საგრაფო).

"მე სრულიად ნორმალური ადამიანი ვარ და სრულებითაც არ ვთვლი საკუთარ თავს შეზღუდული შესაძლებლობის პირად, მაგრამ მე ვხედავ, რომ ადამიანებს უკვირთ თუ როგორ ვაკეთებ მე ამ საიუველირო ნაკეთობებს. "სამშვენისების" დამზადება–მოითხოვს ძალიან ზუსტ მუშაობას და ადამიანები ხშირად მეკითხებიან, თუ როგორ ვახერხებ თითების გარეშე ამ ნაკეთობების შექმნას"–ამბობს ანნეტი.
გებედდი საიუველირო საქმეს სწავლობდა სკოლიდან მოყოლებული, სკოლის დამთავრების შემდეგ კი სწავლა განაგრძო "Hatton Garden"–ის კოლეჯში, სადაც ლონდონის საუკეთესო იუველირები ასწავლიდნენ პროფესიას. კოლეჯის დამთავრების მერე დაბრუნდა სომერსეტში და სადღეისოდ ერთერთ საუკეთესო იუველირად ითვლება დიდ ბრიტანეთში.
მე არანაირი კომპლექსები არა მაქვს თითების არქონის გამო, რადგან მე ასეთი დავიბადე და იძულებული გავხდი, მესწავლა თუ როგორ მეცხოვრა და მემუშავა თითების გარეშე. იუველირი ატარებს ტყავის "სამაჯურს" რომელზეც ამაგრებს საჭირო ინსტრუმენტს და ასე ქმნის მართლაც რომ გასაოცარ საიუველირო ნაკეთობებს. ანნეტი განსაკუთრებით გულახდილია ბავშვებთან და ამბობს: ბავშვებმა პატარაობიდანვე უნდა იცოდნენ, რომ საზოგადოებაში არიან ფიზიკური ნაკლის მქონე ადამიანები, რომლებიც ისეთივე ნაწილია საზოგადოების, როგორი ნაწილიცაა ჯანსაღი და ჯანმრთელი ადამიანები.
ანნეტი მალე აპირებს აღნიშნოს მისი საიუველირო საქმიანობაში მოღვაწეობის 21 წლისთავი.
გთავაზობთ ფოტო და ვიდეომასალას ამ უდაოდ ნიჭიერი ქალბატონის შემოქმედებაზე.

imageimageimageimageimageimageimageimageimage











5
93
19-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
93
  
2014, 24 იანვარი, 22:57
ამას ჰქვია ნებისყოფა:)
2014, 24 იანვარი, 22:48
ძალიან ძლიერი ადამიანი და მართლაც, რომ ხელოვანი ქალბატონია.
2014, 24 იანვარი, 22:47
ღმერთი არ წირავს ასეთ ადამიანებს და რაღაც ნიჭით აჯილდოვებს.ძალიან ახლო მეგობრი მყავდა ბიჭი ორივე ხელზე სამი თითი ქონდა,ცერა და შუა აკლდა მაგრამ საოცრად ხატავდა და გერმანიაშიც გაჰქონდათ მისი ნახატები.
2014, 24 იანვარი, 22:46
აუ რა ცოდოა და რა მონდომებული ყოფილა
0 1 5