x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
ცნობილ მომღერალ ჟანა ფრისკეს ტვინის სიმსივნის მძიმე ფორმა აღმოაჩნდა.


image
ცნობილ მომღერალ ქალბატონს- ჟანა ფრისკეს ექიმებმა თავის ტვინის უმძიმესი დაავადება–გლიობლასტომა დაუდგინეს. მომღერალი თავის ტვინის სიმსივნითაა დაავადებული, ექიმების დასკვნით ოპერაცია უკვე უშედეგოა, რადგან ავადმყოფობა ბოლო, მეოთხე სტადიაზეა.
LifeNews–ის ინფორმაციით მომღერალი უცხოეთშია წაყვანილი სამკურნალოდ.
გლიობლასტომა თავის ტვინის ერთერთი ყველაზე აგრესიული სახეობაა. სიმსივნის მთლიანი ამოკვეთაც კი არაა სრული განკურნების გარანტია.
ჟანა ფრისკეს ახლობლებმა ოფიციალური განცხადება გააკეთეს ცნობილი მომღერლის ავადმყოფობაზე.
მომღერლის პრეს–მდივნის ანისა აშიკუს განმარტებით, მომღერლის სამოქალაქო მეუღლემ დიმიტრი შეპელევმა დაადასტურა მომღერლის ავადმყოფობა და საზოგადოებას სთხოვა ილოცონ მისი მეუღლის გადასარჩენად.
ჩვენს ოჯახს მძიმე განსაცდელის დრო დაუდგა. ჟანა სიმსივნის მძიმე ფორმითაა ავად. ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას ჟანას გადასარჩენად, მოგმართავთ თხოვნით–ილოცოთ ჟანას გადასარჩენად, რათა ჟანა დაუბრუნდეს ოჯახს და პატარა შვილს, რომელიც შარშან შეგვეძინა–განაცხადა მომღერლის საიტზე მისმა მეუღლემ.
შარშან აპრილის თვეში ჟანას შეეძინა ბავშვი ამერიკის შეერთებულ შტატებში (მაიამი), თუმცა საზოგადოებას გაუკვირდა მომღერლის "გაქრობა" სცენიდან, რადგან ზაფხულში იგეგმებოდა მისი კონცერტები. ასევე იგეგმებოდა მისი გამოსვლა "ახალი ტალღის" კონკურსზე, თუმცა ეს გამოსვლები არ შედგა, მიზეზი კი ჟანას ავადმყოფობა გამოდგა.
ინფორმაცია ცნობილი მომღერლის ავადმყოფობაზე LifeNews–მა გაავრცელა 15 იანვარს. იმავე დღს ცნობილი მომღერალი სასწრაფოდ იქნა გადაყვანილი უცხოეთში სამკურნალოდ.
მომღერალი დააფიქსირეს "შერემეტიევოს" აეროპორტის სამედიცინო პუნქტში, ფრისკე სამედიცინო პუნქტში სამედიცინო "საკაცით" იქნა მიყვანილი.
ვუსურვოთ მომღერალს გამოჯანმრთელება.

12
417
21-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
417
  
2014, 30 იანვარი, 15:08
ღმერთმა უშველოს.
2014, 23 იანვარი, 12:57
ეგ უკვე მაზეა დამოკიდებული და უფლის ნებაა... ყველა ადამიანი ცოდოა ასეთი ნაადრევი საშინელი სიკვდილისათვის.ღმერთმა გაიფაროს და გამოაჯამრთელოს :(
2014, 23 იანვარი, 12:53
ხოდა იმედია კარგად იქნება თავისი პაწაწინა შვილის გულისათვის
2014, 23 იანვარი, 12:51
:D ჩემი მეზობელი ატყუებდა ეგრე ქმარს,ყოველდგე აჩემებული ქონდა რაღაც გამაყუჩებელს სვამდა...ერთხელ რო გაუთავდა მოატყუა და სიცხის დამწევი მისცა,იმან კიდე გამიარა თავის ტკივილმაო :)
2014, 23 იანვარი, 12:49
მეც ბევრი მსმენია,ადამიანს რწმენა უდიდეს ძალას აძლევს,ჩემი ბაბუა ბებიის სოფელში მეზობლად მოხუცი ცოლქმარი ცხოვრობდა,ალი სულ ავადმყოფობდა,ერთხელ წამალი რომ გაუთვდა ქმარი გაუშვა აფთიაქში მაგრამ რას მოუტანდა ფული არ ქონდა თეთრიც,სასოწარკვეთილმა კაცმა იქვე ონკანიდან აიღო წყალი და ის მიუტანა.
იმ ქალმა იმ რწმენით დალია რომ ეს წამალი იყო,რომ გამოჯამრთელდა მერე უთხრა ქმარმა სიმართლეა :)
აი ასე
2014, 23 იანვარი, 12:45
იქნებ განკურნებაშიც.მე მაგალითად ძალიან ბევრი ამბავი გამიგია სიკვდილის პირას მსული ადამიანი რწმენას და სინანულს რომ გადაურჩენია...აღარაფერს ვამბობ მამა გაბრიელის სასწაულმოქმედ საფლავზე და სხვა დანარჩენ ადგილებზეც,რომელთა დახმარებიტაც უამრავი ადამიანი განკურნებულა
2014, 23 იანვარი, 12:43
რაც ჩამოთვალე კატასტროფა ეგ ნამდვილად დაეხმარება სიმხნევის და პოზიტიური განწყობის შენარჩუნებაში რომ დეპრესიას არ მიეცეს
2014, 23 იანვარი, 12:42
ასეთ შემთხვევაში მარტო რწმენა,ლოცვა და სინანული გადაარჩენს ადამიანს და არა წამლებით გაჭყოპვა და ექიმების თავზე ტრიალი
2014, 23 იანვარი, 12:39
დასანანია,მითუმეტეს რომ პატარა ყავს :(
2014, 23 იანვარი, 9:42
როგორ შემეცოდა :(
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10