x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
კურიოზული საუბრები ავია დისპეჩერებსა და თვითმფრინავების პილოტებს შორის.


image

კურიოზები ავია დისპეჩერებისა და თვითმფრინავების პილოტებს შორის რადიო–საუბრებისას.
ანძად მოვიხსენიებ სადისპეჩერო ცენტრს, საიდანაც ხდება თვითმფრინავების კურსისა და აფრენა–დაშვების კონტროლი.


ანძა: ხმაური რომ აიცილოთ, გთხოვთ 45 გრადუსით მარჯვნივ აიღოთ კურსი.
პილოტი: რა ხმაური უნდა გამოვიწვიო, როდესაც 35 000 ფუტის სიმაღლეზე მივფრინავ?
ანძა: ხმაური იქნება წინ მიმავალ ბორტ 727–ს თუ დაეჯახები, ეს რომ არ მოხდეს 45 გრადუსით მარჯვნივ აიღე კურსი.

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
ანძა: თქვენ აერობუსი 320 ხართ თუ 340?
პილოტი: რა თქმა უნდა 340 ვარ!



ანძა: მაშინ გეთაყვა, აფრენამდე აამუშავეთ დარჩენილი ორი ძრავაც.

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
პილოტი: დილა მშვიდობისა ბრატისლავა.
ანძა: დილა მშვიდობისა, ეს ვენაა.
პილოტი: მე ბრატისლავაში შემოვდივარ დასაფრენ ბილიკზე.
ანძა: დამიჯერეთ ეს ვენაა და არა ბრატისლავა.
პილოტი: მაგრამ რატომ? მე ბრატისლავაში მივდივარ და ახლა დასაშვებად ვემზადები.
ანძა: კეთილი, შეწყვიტეთ დაშვება და მარცხნივ აიღეთ კურსი ბრატისლავასაკენ.

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
პილოტი: ჩვენ ძალიან ცოტა დაგვრჩა საწვავი, გთხოვთ მიიღოთ ზომები.
ანძა: სად ხართ? მე ვერ გხედავთ ლოკატორის ეკრანზე.
პილოტი: მეორე ასაფრენ ბილიკზე ვდგავართ და უკვე კარგა ხანია საწვავს ველოდებით.

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
ანძა: მგზავრების ჩამოსვლის მერე გაემართეთ მეორე სადგომისაკენ თვითმფრინავით და იქ დააყენეთ თვითმფრინავი.
პილოტი: მერე სადაა მეორე სადგომი?
ანძა: მეც არ ვიცი, ჯერ მხოლოდ მეორე დღეა რაც აქ ვმუშაობ.

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––



პილოტი: გთხოვთ მომცეთ აფრენის ნებართვა.
ანძა: ბოდიში, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს თქვენი აფრენის მიმართულების მონაცემები. საით მიფრინავთ?
პილოტი: როგორ თუ საით, როგორც ყოველთვის ყოველ ორშაბათს ზალცბურგში.
ანძა: მაგრამ დღეს სამშაბათია!

პილოტი: რა? ეტყობა რეისი გუშინ გამოგვრჩა და დღეს ვისვენებთ.
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
ანძა კერძო თვითმფრინავის პილოტს: ვინ გყავთ ბორტზე?
პილოტი: მე, ორი მგზავრი და ძაღლი.
თვითმფრინავის საკმაოდ უხეშად "დაჯდომის" მერე ანძიდან ეკითხებიან პილოტს: შტურვალთან თქვენ იჯექით თუ ძაღლი?














2
265
16-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
265
  
2014, 7 იანვარი, 23:14
გმადლობთ
2014, 7 იანვარი, 23:07
მაგარია :D
0 1 2