x
მეტი
  • 30.04.2024
  • სტატია:134528
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508648
გემრიელი ცხობილი საუზმისთვის–"ძეხვიანი ყვავილები" (მაშას რეცეპტებიდან)
image

ზამთარი დადგა და ქუჩაშიც ცივა.მე მინდა თქვენს ოჯახებში შევიტანო ცოტაოდენი სითბო და სიხარული.სახელდობრ:გაგილამაზოთ დღე არომატული და გემრიელი ყვავილებით.დღეს მე გაჩვენებთ მასტერკლასს ჩემი ყველაზე საყვარელი "გემრიელობების", გავაკეთებ თქვენთან ერთად უგემრიელეს "ძეხვიან ყვავილებს".

ამისთვის საჭიროა შემდეგი

ინგრედიენტები:



–200გრ.რძე.

–1კვერცხი

–75გრ.მარგარინი

–1ს.კ.საფუარი

–1ს.კ.მარილი

–1ს.კ.შაქარი

–1კგ-მდე პურის ფქვილი(რამდენსაც შეიზელს ცომი)

–300გრ.მოხარშული ძეხვი

ძეხვი უნდა იყოს ძალიან თხლად დაჭრილი(შეიძლება სუპერმარკეტშიც დააჭრევინოთ)


მ ო მ ზ ა დ ე ბ ა:

რძეში გავხსნათ საფუარი, ავურიოთ მარილი, შაქარი, გამდნარი მარგარინი, შევაზილოთ ფქვილი და მოვზილოთ ფაფუკი ცომი.დავაფაროთ ტილო და დავდგათ თბილ ადგილას 1საათი ამოსასლელად.შემდეგ გავაბრტყელოთ ცომი არც ისე თხლად.ფიალით გამოვჭრათ წრეწირები(დაახლოებით ძეხვის ნაჭრის დიამეტრის ტოლი).ორ ცომის წრეწირს შორის მოვათავსოთ ძეხვის წრიული ნაჭრები.image


მიღებული ცომი გავჭრათ 8 ტოლ ნაწილად, ისე რომ ცენტრში დავტოვოთ ცომი გაუჭრელი(როგორც ფოტოზეა ნაჩვენები).ცომის ყოველი მეორე ნახევარი ამოვატრიალოთ უკუღმა, დავაწყოთ ტაფაზე, გადავუსვათ ცოტა რძეში ათქვეფილი კვერცხის გული და შევდგათ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში– მზადყოფნამდე.კარგად რომ გადაიბრაწება გამოვიტანოთ და სუფრასთან მივიტანოთ ცხლად.

ძალიან ნასიამოვნები დარჩებიან ბავშვები და ოჯახის წევრები.


გემრიელად მიირთვით!image


წარმატებებს გისურვებთ ჩემო

ძვირფასო დიასახლისებო!


თქვენი მაშა.












1
244
4-ს მოსწონს
ავტორი:რუსუდან ბერიძე
რუსუდან ბერიძე
244
  
2013, 21 დეკემბერი, 22:52
ძალიან გემრიელი ჩანს)))))
0 1 1