x
მეტი
  • 28.04.2024
  • სტატია:134571
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508651
გემრიელი ჩებურეკი
image
ინგრედიენტები.


ცომი:

ფქვილი - 300 გრ

წყალი - 300 მლ
მარილი -ერთი ჩაის კოვზი.


გულსართი:

ფარში - 300გრ
ხახვი - 1 ცალი
ნიორი - 2 კბილი
კეფირი - 2 სუფრის კოვზი
მწვანილი.
შავი პილპილი
მარილი



მომზადების წესი:

ცომის მომზადება:


წყალი დავადგათ ცეცხლზე რომ შეთბება ჩავყაროთ ფქვილი და ნელ ნელა მოვურიოთ სანამ არ მივიღებთ ერთიან მასას. დავაფაროთ ზემოდან თბილად და შევფუთოთ 30 წუთი.


გულსართიმომზადება:

ტაფაზე დავდოთ ფარში, მწვრილად დაჭრილი ხახვი, ნიორი და მწვანილი. დავუმატოთ მარილი და პილპილი გემოვნებით. ასევე დავამატოთ კეფირი და მოვშუშოთ რამოდენიმე წუთი.


ცომი გავყოთ რამოდენიმე ნაჭრად გავაბრტყელოთ თხელ ფენებად და მოვაყაროთ ფქვილი, ამ გაბრტყელებულის ნახევარზე დავდოთ შიგთავსი ხოლო მეორე ნახევარი ზევიდან დავაფინოთ და ირგვლივ შევუკრათ კიდეები. შემდეგ კარგად შევწვათ ორივე მხრიდან.



გემრიელად მიირთვით!

0
337
6-ს მოსწონს
ავტორი:რედაქტორი
რედაქტორი
337
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0