x
მეტი
  • 28.04.2024
  • სტატია:134564
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508622
ლორის რულეტი გემრიელი შიგთავსით.

image
ლორის რულეტის შიგთავსი მზადდება კვერცხისგან ყველისგან და მაიონეზისგან. გამოდის ძალიან გემრიელი. რომლის მომზადება შეიძლება სულ რაღცა 10 წუთში. რულეტი შეგვიძლია გამოვიტანოთ სადღესასწაულო მაგიდაზე. გემრიელია წითელ ღვინოზე ან შამპანურზე.


imageინგრედიენტები.
ღორის ლორი - 300გრ
მოხარშული კვერცხი - 3ცალი.
ჰოლანდიური ყველი - 100 გრ.
მაიომეზი - 100გრ
ნიორი - 2-3 კბილი.
მწვანე ხახვი და კამა რამდენიმე ღერი.
მომზადების წესი:
imageმოხარშული კვერცხი გავფრცქვნათ ერთ თეფშსზე გავხეხოთ ცილა მსხვილ სახეხზე მეორე თეფსზე გული მწვრილ სახეხზე.




image

ცილას დავახეხოთ ყველი.


image

დავჭრათ ლორი თხელ ნაჭრებად ისე რომ დახვევა შევძლოთ.


image

მწვანე ხახვი დავჭრათ სიგრძეზე, ნახევარი დავჭრათ წვრილად.


image

ავურიოთ ცილა, ყველი დანაყული ნიორი, ცოტა მწვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი და კამა. მაიონეზი და ერთმანეთში ავურიოთ.



image

image

თხლად დაჭრილ ლორს წავუსვათ ჩვენს მიერ მომზადებული შიგთავსი. გადავახვიოთ, მწვანე ხახვის ღერით შევკრათ.

image

imageგვერდებზე წავუსვათ მაიონეზი და მოვაყაროთ გახეხილი კვერცხის გული.გამოგვივა ლამაზი და ძალიან გემრიელი ლორის რულეტები.

0
153
4-ს მოსწონს
ავტორი:რედაქტორი
რედაქტორი
153
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0