x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133845
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508141
როგორ უნდა მოვხარშოთ კვერცხი, რომ გარედან გული იყოს, ხოლო შიგნით ცილა

როგორ უნდა მოვხარშოთ კვერცხი,  რომ გარედან გული იყოს,  ხოლო შიგნით ცილა


თუ თქვენ ექსპერიმენტები გიყვართ, შეგიძლიათ კვერცხი იაპონელი შეფ-მზარეულის რეცეპტით მოხარშოთ და თქვენი ოჯახის წევრები და ახლობლები კააკვირვოთ.

გარედან ყვითელი და შიგნიდან თეთრი კვერცხის მოსამზადებლად, თქვენ დაგჭირდებათ: კვერცხი, კაპრონის კოლგოტი, გამჭვირვალე საკანცელარიო სკოჩი, ყინულის კუბიკები და ფანარი.

1. ფანარი მიანათეთ კვერცხს, რომ გაიგოთ მისი ფერი. დაინახავთ, რომ ქვემოდან მინათებული სინათლე, კვერცხს გაანათებს და ის მთვარეს დაემსგავსება.

როგორ უნდა მოვხარშოთ კვერცხი,  რომ გარედან გული იყოს,  ხოლო შიგნით ცილა2. კვერცხს სკოჩი შემოაკარით, ისე რომ ის მთლიანად დაიფაროს > აიღეთ კოლგოტი და შუაში მოათავსეთ კვერცხი > ორივე გვერდიდან კარგად დაამაგრეთ.

როგორ უნდა მოვხარშოთ კვერცხი,  რომ გარედან გული იყოს,  ხოლო შიგნით ცილა3. კოლგოტის ბოლოები გადაგრიხეთ და აქეთ-იქით გაწიეთ. ასე კვერცხის დაბზრიალებას შეძლებთ.

როგორ უნდა მოვხარშოთ კვერცხი,  რომ გარედან გული იყოს,  ხოლო შიგნით ცილა

4. კვერცხი დროდადრო ფანრით შეამოწმეთ. როდესაც კვერცხი გამჭვირვალობას დაკარგავს ანუ მეორე მხარეს სინათლე აღარ გამოვა, ის მოსახარშად მზად იქნება.

5. კვერცხი კოლგოტიდან ამოიღეთ, მაგრამ სკოჩი არ მოხსნათ > ჩადეთ მდუღარე წყალში > ხარშეთ რამოდენიმე წუთი.

6. ქვაბიდან ამოღების შემდეგ, კვერცხი მოათავსეთ ყინულიან თასში.

7. მოაცილეთ სკოჩი და ნაჭუჭი.

როგორ უნდა მოვხარშოთ კვერცხი,  რომ გარედან გული იყოს,  ხოლო შიგნით ცილა



იაპონელი მზარეულის მასტერკლასი


0
4831
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
4831
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0