x
მეტი
  • 28.04.2024
  • სტატია:134572
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508651
გემრიელი ფუნთუშა

image
ინგრედიენტები:

-კვერცხი - 2 ცალი.
-შაქარი - 1 ჭიქა.
-საფუარი - 1½ სუფრის კოვზი.
-რძე - 2 ჭიქა
-ფქვილი - 1 კგ
-მარგარინი - 200 გრ
-ზეთი - 1 სუფრის კოვზი.

მოზადება:

გავაცხელოთ რძე 30 გრადუსზე, შემდეგ გადმოვიტანოთ თასში, გავხსნათ საფუარი გაცხელებუ რძეში, ის კარგად უნდა გაიხსნას. შემდეგ ჩავყაროთ გაცრილი ფქვილი ნახევარი პორცია.
ცალკე ავთქვიფოთ გოგლი მოგლი დავაყაროთ შაქარი და მიქსერით ავთქვიფოთ. გოგლი მოგლი შევაზილოთ ცომში. გადავდოთ ცომი თბილ ადგილას 30 წუთი. მანამდე გავადნოთ კარაქი. გასული 30 წუთის შემდეგ კარაქი დავამატოთ ცომში და მოვურიოთ. დარჩენილი ფქვილიც შევაზილოთ, ბოლოს დავამატოთ ზეთი და ისევ გადავდოთ 3-4 საათით თბილ ადგილას. როდესაც ცომი ამოვა მასთან მუშაობაში დაგვეხმარება ზეთი. შეგვიძლია გავაკეთოთ ლოკოკინა ან უბრალოდ მრგვალი ფორმის ფუნთუშა. ზევიდან წავუსვათ მასა რომლის შემადგენლობაა არაჟანი 1ს/კ, ფქვილი 1ს/კ, კარაქი 50 გრ. ასევე ზევიდან მოვაყაროთ შაქარი, შევდგათ ღუმელში და გამოვაცხოთ 150 გრადუსზე, 25-30 წუთი.

გემრიელად მიირთვით!!!



0
188
5-ს მოსწონს
ავტორი:რედაქტორი
რედაქტორი
188
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0