x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134542
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508598
საუზმედ ნაპოლეონი
ინგრედიენტები:

● ფხვიერი ნამცხვარი (ნაპოლეონის ფირფიტები) - 6 ცალი

● სოკო - 0.5 კილოგრამი

● ქათმის ფილე - 3 ცალი


● კვერცხი - 3-4 ცალი

● მაიონეზი - 300 გ.

● ყველი - 100 გ.

● ხახვი - 1 ცალი

● მწვანილი - მოსართავად


Закуска Наполеон



მომზადება:

ნაპოლეონის ფირფიტები შეგიძლიათ მაღაზიაში შეიძინოთ. სოკო შევწვათ ხახვთან ერთად, მანამდე კი ქათმის ფილე მოვხარშოთ მარილიან წყალში. შემდეგ წვრილად დავჭრათ მოხარშული ქათმის ხორცი და მოხარშული კვერცხის ცილა. ნაპოლეონის ფირფიტებზე ფენებად დავალაგოთ ქათმის ხორცი, სოკო, კვერცხის ცილა და ფენებს შორის წავუსვათ მაიონეზი. ბოლო ფირფიტას ზემოდან მოვაყაროთ კვერცხის გული და გახეხილი ყველი. ამის შემდეგ შევდგათ ჩვენი "ტორტი" ღუმელში 5-10 წუთის განმავლობაში (სანამ ყველი არ დადნება). მომზადებული ნაპოლეონი შეგიძლიათ მორთოთ მწვანილით და...


გემრიელად მიირთვით

















1
225
9-ს მოსწონს
ავტორი:cxvedo
cxvedo
225
  
2013, 13 დეკემბერი, 21:21
შუბას პონტია ნაპოლეონის ვარიანტში მემგონი )) კაი რამე ჩანს
0 1 1