x
image
ვიზა კოხაძე
საქართველოს პარლამენტში დეპუტატებს შორის შეხლა - შემოხლა მოხდა

imageპარლამენტში დეპუტატებს შორის მწვავე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, რის გამოც პლენარულ სხდომაზე შესვენება გამოცხადდა. დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც დეპუტატმა სოსო ჯაჭვლიანმა სვანეთის ამბები შეახსენა გიორგი ბარამიძეს და შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართა უმცირესობის წევრს. ჯაჭვლიანმა თავის გამოსვლაში აფრასიძეების წინააღმდეგ ჩატარებულ სპეცოპერაციაზე ისაუბრა და მოუწოდა შშ მინისტრს ხშირი "რეიდებისაკენ".

სოსო ჯაჭვლიანის ბოლო სიტყვებმა " ნუ ბლატაობ შე ჩმორო" - დეპუტატების ადგილებიდან წამოდგომა და ფიზიკური ანგარიშსწორება გამოიწვია.

imageimageპარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა მიკროფონი გამორთო და შესვენება გამოაცხადა. რაც შეეხება სოსო ჯაჭვლიანს, მან ინციდენტის შემდეგ ინტერვიუ მისცა ჟურნალისტებს, სადაც ბოდიში მოუხადა ქართულ საზოგადოებას, თუმცა აქვე თქვა, რომ ( ციტირებას ვახდენ) - " გიორგი ბარამიძე უარესის ღირსიც იყო ისე იქცეოდა და არსებობს ამის კადრებიც".

საინტერესო იყო პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება სხდომის განახლების შემდეგ: - " ჩვენ იმისთვის არ ავურჩევივართ ხალხს, რომ ამ ტიპის ინციდენტებით ვიყოთ დაკავებული და შემდეგ მისი გარჩევებით პლენარულ სხდომაზე. სხდომა გრძელდება.მე მექნება კონსულტაციები უმრავლესობისა და უმცირესობის წევრებთან, რათა თავისი სახელი დაერქვას მომხდარს. ვიმსჯელებთ, როგორ ავიცილოთ თავიდან მსგავსი გართულებები, რაოდენ მწვავე და ემოციურ საკითხსაც არ უნდა ეხებოდეს საქმე..."

0
50
12-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
50
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0