x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
პრეზიდენტის ფილოსოფიური წერილი საქართველოზე.

imageსაზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ფილოსოფიური წერილი "ნიჩურტა", რომელშიც იგი ქართველი ერის დახასიათებას ცდილობს. ნაშრომი 2001 წელს დაიწერა, მაშინ პრეზიდენტი მარგველაშვილი ქართული საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის მაშინდელი რექტორის თანამდებობას იკავებდა. გთავაზობთ რამდენიმე ამონარიდს "ნიჩურტადან":
"ერი, რომელიც ყველას უყვარს და ყველას ეცოდება... მაგრამ, რომელსაც ვერ შველიან საკუთარი სისულელის, სიჯიუტისა და სიჩლუნგის გამო. დიაგნოზი ერთმნიშვნელოვანია: გონებრივი სისუსტე, მსუბუქი დებილობის ფორმით ანუ ფაქტობრივი მდგომარეობა, როდესაც ადამიანის ფსიქიკური განვითარება ჩერდება გარკვეულ ადრეულ ეტაპზე და არ აღწევს ზრდასრულ მდგომარეობამდე. ზრდასრული ადამიანის ტანი და სუსტი, ადრეული ასაკისთვის შესაფერისი აზროვნება - აი, საქართველოს მოსახლეობის, ქართველი ერის დღევანდელი მდგომარეობა. . ."

"რა არის ქართული სახელმწიფო, თუ არა სახელმწიფობანას თამაში, რომელიც ბავშვების თამაშის ძირითად წესს ეფუძნება: "არაუშავს", "მაპატიე, რა", "არ მინდოდა" და ა. შ. თუმცა ამ სახელმწიფოში ბევრი ისეთი რამ ხდება, რაც არ უნდა ხდებოდეს: ერთნი მდიდრდებიან, მეორენი ღატაკდებიან… ეს დისბალანსია, რომლის გამოსწორებას უნდა ცდილობდეს ერი…

მაგრამ ამას არ იქმს, დისბალანსი არ იცვლება, რადგან ერთი "ჟილკობით" იგებს, მეორე კი არ ცდილობს, ეს "ჟილკობა" დაგმოს, არამედ ცდილობს, თვითონაც იხეიროს სხვათა ხარჯზე…";

"მოკლედ, საქართველოს სახელმწიფო "პამპულობის" თამაშს ჰგავს: თუ წაგართმევენ ბურთს, შენ ხარ პამპულა, თუ შენ წაართვი – სხვა. მაგრამ ბურთი არსად მიდის, იგი მოთამაშიდან მოთამაშესთან გადადის. დღეს შენ გაპამპულებს, ხვალ შენ გაქვს ბურთი. ხოლო თუ თამაშისას ერთმა მეორეს ფეხი წამოსდო, ეტყვის: მაპატიე რა, არ მინდოდა. და სხვებიც ეტყვიან: "არა უშავს, თამაშია, რა…"

12
361
15-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
361
  
2013, 1 დეკემბერი, 2:43
რო აირჩიეთ აგარ ვარგა ხო? :D მაგრები ხართ რა აქამდე რატომ ვერ ნახეთ ეგ ? :D წავიდა აქციები
2013, 27 ნოემბერი, 11:12
ხალხს ოღონდ სააკაშვილი მოეცილებინა და მზად იყო ეშმაკისათვის მიეცა ხმა.ნაცებმა ისე მოაბეზრეს ხალხს თავი რომ იძულებული გახდნენ ბიძინას არჩევანს დათანხმებოდნენ.არჩევანი კი დიდი არ იყო.იმ სიაში ვინც იყო არცერთი არ იმსახურებდა პრეზიდენტობას(ჩემი აზრით).მეორე ტურსაც შესაბამისად აზრი არ ჰქონდაბაქრაძე,ბურჯანაძე და ნათელაშვილი ან სხვები ღირსები არიან პრეზიდენტობის?ჩემი აზრით არცერთი.
2013, 27 ნოემბერი, 11:03
გეთანხმებით, მაგრამ თოთოეულ ადამიანს, საარჩევნო ყუთთან მისვლისას მაინც ჰქონდა უფლება არჩევანი თავად გაეკეთებინა. საქმე მეორე ტურამდე მაინც რომ მისულიყო, შეიძლებოდა იმაზე საუბარი, რომ ქართველების უმრავლესობით არ იყო არჩეული. ახლა კი...
2013, 27 ნოემბერი, 10:12
გიორგი მარგველაშვილი ქართველების არჩევანი კი არა ბიძინა ივანიშვილის არჩევანია.ბიძინას რომ არ ეთქვა მარგველაშვილი იქნება პრეზიდენტიო ვის მოუვიდოდა აზრად მაგის პრეზიდენტობა,რომელი ქარიზმატული ლიდერი და პოლიტიკურ ბრძოლებში გამობრძმედილი გიორგი მარგველაშვილია.
2013, 26 ნოემბერი, 22:08
საერთოდ აპოლიტიკური ადამიანი ვარ მაგრამ მეც გავღიძიანდი როცა შევხედე რომ იმ ადამიანს ვისაც ამზელა პასუხისმგებლობა მიებარა,ელემენტარული ტაქტიანი საუბარი და მიმართვები არ იცის,უარესი ისაა,რომ ყველაფერს ირონიულად უყურებს,იმედია არ დავიღუპებით
2013, 26 ნოემბერი, 22:00
შევარდნაძე რომ გადააყენეს, მისი ბოლო სიტყვები კარგათ მახსოვს ჟურნალისტებს ინტერვიუ რომ მისცა: "მე წავედი სახლში, მაგრამ მოგენატრებით"-ო. მიშაც რაღაც მსგავსს ამბობდა, კარგათ არ მისმენია და ამ ახალი პრეზიდენტის რა გითხრა, აქედანვე ანტიპატიებით განვეწყვე ყველაფრით მის მიმართ, არანაირი კულტურა და დიალოგი არ გააჩნია როგორც პრეზიდენტს, თუმცა ვნახოდ აბა რას გააკეთებს ხალხისთვის, როგორც რუსები ამბობენ: "პაჟივიომ, უვიდიმ"...
2013, 26 ნოემბერი, 21:52
მგონი სააკაშვილი კი არა შევარდნაძე გახდება სანატრელი მალე
2013, 26 ნოემბერი, 21:50
ჯერ ირჩევენ აჩქარებულად, გაუაზრებლად, დაუფიქრებლად, ამ ყველაფრიდან ძალიან მალე კი ხვდებიან რომ შეცდომა დაუშვეს, მაგრამ გვიანია. რომ ვაკვირდები სულ ასეა.
2013, 26 ნოემბერი, 21:44
საკომენტარო ბევრია, მაგრამ ქართველების არჩევანი დღეს ესაა და ვერაფერს ვიტყვი...
2013, 26 ნოემბერი, 21:40
ნამდვილად, ერთ-ერთ ინტერვიუში ამას წინათ რომ ვუსმინე რა თქვა, პირი დამრჩა ღია, ამბობს: "ბენდუქიძის ფული მომცა, უგულავას გამჭრიახობა, ბურჯანაძის თავდაჯერებულობა, (აღარ გავაგრძელებ ჩამოთვლას) და ნახეთ რა იდეალური პრეზიდენტი ვიქნებოდიო. თვალები დავქაჩე, ანუ რას ნიშნავს, თავის თავში არაა დარწმუნებლი, ამან როგორ უნდა მართოს ქვეყანა.
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10