x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
სიახლე- კიდევ რა ფულადი ჯარიმები დაგვიწესა დღეს მთავრობამ და რა "სანქციები" გველის თუ ჯარიმას არ გადავიხდით?
ამბობენ პოლიტიკა ძალზედ ბინძური საქმეაო, სადაც "სკამის" გულისთვის ნებისმიერი ყველაფრის მკადრებელია. ალბათ ყველას ძალიან კარგად გახსოვთ როგორ გსურდათ პოლიტიკური პარტიის- "ნაციონალების" გადადგომა და ღვთივსათნო კაცის, კოალიცია "ქართული ოცნების" დამფუძნებლის- ბიძინა ივანიშვილის გაბატონება ქვეყანაში. იფიქრეთ მილიონები აქვს, ბიუჯეტის "ჭამა" არ მოუნდება, თავისი "სოფელი" ააყვავა და ჩვენც გვეშველებაო. ჯერ 2 წელია გასული, თუმცა ბევრი თქვენგანი უკვე ახერხებს ამ ორ უკანასკნელში შავი და თეთრი გაარჩიოს. ბევრის სინანული პირად არჩევანზე კი უკვე გვიანია, სინანულიც ხომ გონიერებაა, რომელიც გვიან მოდის და მხოლოდ "ქართული ოცნების" მიერ შეტოვებული ოცნებების მიღმა ვართ.


მომუშავე თუ უმუშევარი ახალგაზრდები ცხელ ზაფხულს თავს სუფთა ჰაერზე გრილი ლუდის სმით ართმევდნენ, თუმცა მალე ჯარიმები შემოიღეს. სულ ცოტა ხნის წინ კი ძირს ნაგვის დაგდებაზე საკმაოდ დიდი თანხა დაწესდა, არ იფიქროთ ამით მომხრე ვარ თითქოს გაუქმდეს ყველა ჯარიმა, უბრალოდ უმუშევრად დარჩენილი, გაჭირვებაში მყოფი მოსახლეობის 70% როგორ აუვა ამხელა გადასახადებს, როდესაც მათ კეთილდღეობაზე დღევანდელი მთავრობა საერთოდ არ ფიქრობს?! სამსახურებიდან კადრები გაწმინდეს, სადაც 40-45 წელს გადაცილებულები მუშაობდნენ და პენსია კი 20 წელი არ ერგებათ, რა უნდა ქანან ეს პერიოდი? კულტურულად ევროპასთან ნუ გაგვაიგივებთ, მსგავსი ჯარიმები იქ ოდითგანვე არსებობს და მხოლოდ ჯარიმებისგან თავის ასარიდებლად იქცეოდნენ კულტურულად, შემდეგ კი ჩვევაში გადაეზარდათ (გამონაკლისებს არ ვგულისხმობ) და ბატონო იქნებ მცირედი თანხებიდან დაგეწყოთ, რომ მოგვეხდინა "ადაპტაცია" ამ ყოველივეზე?! რომ აღარაფერი ვთქვა გაძვირებულ პროდუქტებზე, იყო საუბარი, რომ დენის ტარიფიც მალე მოიმატებს, დოლარის აღმავლობამ და ლარის გამყარებამ კი გაჭირვებული მოსახლეობის უარესობა გამოიწვია. ამით უფრო და უფრო "გვაჭერთ წიხლს", რომ მალე სუნთქვაც შევწყვიტოდ?!


imageimageimage


ეს ყოველივე არ იკმარეს და თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე- დედაქალაქის იერსახის დამახინჯებაზე იმსჯელეს. განხილულ იქნა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლი.



აღნიშნული მუხლის მიხედვით, თვითმმართველი ერთეულის იერსახის დამახინჯებისთვის დარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში, მოქალაქეს ადმინისტრაციული ჯარიმა დაეკისრება. კერძოდ, შენობათა ფასადებზე, ვიტრინებზე, ღობეებზე, სვეტებზე, ხე-ნარგავებზე სხადასხვა სახის წარწერების, ნახატების, სიმბოლოების თვითნებური შესრულება, ასევე, პლაკატების, ლოზუნგების, ბანერების განთავსება ისეთ ადგილებზე, რომლებიც საამისოდ არ არის გამოყოფილი, ღობეებისა და შენობების შეუღებავად მიტოვება, გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
ამავე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში ჩაიდენს იგივე ქმედებას, 1000 ლარის, ხოლო განმეორებით ჩადენის შემთხვევაში - 2000 ლარის ოდენობით დაჯარიმდება.ამავდროულად, დარღვევის გამოუსწორებლობა დაჯარიმებიდან 10 დღის ვადაში, გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

ასევე დასჯადია სხვადასხვა სახის წარწერების, ნახატების, სიმბოლოების თვითნებურად შესრულება ადმინისტრაციული ორგანოების შენობათა ფასადებზე, აგრეთვე, მათ მიმდებარე ტერიტორიაზე, მათ შორის, ფეხით მოსიარულეთა და სატრანსპორტო საშუალებების სავალ ნაწილზე. ამ ტერიტორიების დამახინჯების შემთხვევაში, მოქალაქე 500 ლარის ოდენობით დაჯარიმდება. სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენისას კი ჯარიმა გაორმაგდება. ამასთან, თუ საქმის გარემოებებისა და დამრღვევის პიროვნების გათვალისწინებით ამ ზომის გამოყენება არასაკმარისად იქნება მიჩნეული, შესაძლებელია პირს 15 დღემდე ვადით ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდოს.


imageimage


P.S. ეს ყველაფერი კეთილი, მაგრამ იქნებ ქვეყნისა და მოსახლეობის უფრო მნიშვნელოვან საკითხებზეც გეზრუნათ?!!! თუმცა ბიუჯეტი თქვენთვის ხომ უპირველესია. მოსახლეობამ კი იქნებ უფრო კეთილგონივრულად და კულტურულად არსებობა შეძლოთ, რათა მოვუფრთხილდეთ იმას, რაც ჯერ ისევ გაგვაჩნია.

2
318
16-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
318
  
2015, 4 თებერვალი, 19:54
საინტერესო სტატიაა და ამავე დროს აქტუალურიც. დროა საქართველოს მოქალაქეები კანონმორჩილები გახდნენ.
რამდენჯერ შევსწრებივარ ტრასაზე პირდაპირ მანქანიდან რომ აგდებ ენ ლუდის ან გაზიანი სასმელის ბოთლებს.
2015, 4 თებერვალი, 15:29
ვანდალიზმი დიდი ხანია ფეხმოკიდებულია საქართველოში და მხოლოდ ჯარიმა და საკანი თუ გადაგვაჩვევს
0 1 2