x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134522
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508639
ქალი, რომელსაც მეზობლები ეშმაკთან კავშირს აბრალებენ, ხოლო შვილები ყოველ ღამე მის სიკვდილს ელოდებიან

imageმეზობლები და მეგობრები დარწმუნებულები არიან, რომ ქალი ეშმაკს ჰყავს შეპყრობილი. ხმას არ სცემენ და მასთან აღარც სტუმრად დადიან. 35 წლის სადია აბდინური ყველამ გარიყა, სინამდვილეში კი მხოლოდ პარაზიტებმა დაასნებოვნეს. სადიას ცალი ფეხი უსაშველოდ ეზრდება, მას გადაადგილებაც უჭირს და ოჯახის გამოკვებაც. ცხრა წლის აიანი და შვიდი წლის აიუბი იძულებულნი არიან ქუჩაში იწანწალონ საკვების საშოვნელად. ყოველ საღამოს პატარები დედას ეხვევიან, ეფერებიან და ემშვიდობებიან, ჰგონიათ, რომ დილით ცოცხალს ვეღარ ნახავენ. ქალბატონ აბდინურს ბრიტანელი ექიმი შეპირდა უფასო ოპერაციის გაკეთებას. imageსაქველმოქმედო ორგანიზაცია აგროვებს ფულს ქალის სომალიდან ბრიტანეთში გასაფრენად. ზემოთ ხსენებული ქირურგი, პროფესორი ნაიჯელ სტანდფიელდია. კენიაში სადიას ქირურგებმა უარი უთხრეს ოპერაციაზე იმ მიზეზით, რომ არ ჰქონდათ ასეთი ავადმყოფის განკურნების პრაქტიკა და საშუალება. მკურნალობის გარეშე კი აუცილებლად დაიღუპება. ქალის ქმარი რამდენიმე წლის წინ მისსავე თვალწინ ყაჩაღებმა მოკლეს. მარტოდმარტო დარჩენილი სადია შველას ითხოვს. ის 2006 წელს დასნებოვნდა და მისი მარცხენა ფეხი ნელ-ნელა იზრდებოდა. ამას სპილოს პარაზიტული დაავადება ჰქვია, რომლის გადამდებია კოღო. ბრიტანეთის საქველმოქმედო ორგანიზაციამ იპოვა სადია ყველასგან გარიყული და დახმარება გადაწყვიტა. მას არავინ არ ჰყავს, ბოლოს საერთოდ ვეღარ შეძლებს გადაადგილებას და შესაძლებელია გარდაიცვალოს. ის კი მხოლოდ იმას დარდობს, თუ რა ეშველება შვილებს მისი გარდაცვალების შემდეგ.

3
2418
6-ს მოსწონს
ავტორი:t.x.
t.x.
2418
  
2013, 21 ნოემბერი, 20:39
გეთანხმები
2013, 21 ნოემბერი, 11:12
საწყალი ქალი და მისი შვილები :'( ეშმაკს ისინი ყავს შეპყრობილი ესე არაადამიანურად რომ იქცევიან! კრეტინები!
0 1 3