x
image
natia.a
რატომ გაჩნდა და რას ნიშნავს მწვანე კოკა-კოლა

imageცნობილმა ბრენდმა ახალი პროდუქტი წარმოადგინა, სახელწოდებით Coca-Cola Life. იგი იგივე ფორმის ბოთლებშია ჩამოსხმული, მაგრამ აქვს მწვანე ეტიკეტი. როგორც წესი, მწვანე ფერი ეტიკეტზე მიუთითებს "ეკოლოგიურად სუფთა", "ჯანსაღ", "ნატურალურ" ინგრედიენტებზე. ყველასთვის კარგად არის ცნობილი, რომ მსოფლიოში სულ უფრო იკიდებ ფეხს ჯანსაღი ცხოვრების წესი. შესაბამისად, კოკა-კოლამ მიზანშეწონილად ჩათვალა გამოეშვა ახალი სასმელი, რომელშიც შაქრის მაგივრად გამოყენებულია სტევიას ექსტრაქტი, რაც საგრძნობლად ამცირებს კალორიულობას: თუ 100 მლ. ჩვეულებრივი კოკა-კოლა შეიცავს 42 კალორიას, Coca-Cola Life-ში ეს მაჩვენებელი 18-ის ტოლია.


image


თუმცა, ახალ პროდუქტზე სიტყვა Life-ის დამატებით, მწარმოებლებმა, თავისდაუნებურად ანტირეკლამა გაუკეთეს კლასიკურ კოკა-კოლას. დღეისთვის აღნიშნული სასმელი მხოლოდ არგენტინაშია გაყიდვაში და მონიტორინგის პროცესშია. თუ მწარმოებლები აღმოაჩნენ, რომ მწვანე შეფუთვის გაჩენამ მართლაც უარყოფითად იმოქმედა წითელი ეტიკეტის მქონე კლასიკური კოკა-კოლის რეალიზაციაზე, მაშინ Coca-Cola Life-ის წარმოება საერთოდ შეჩერდება.


imageimageimage


3
227
3-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
227
  
2013, 19 ნოემბერი, 12:40
ნამდვილად , მართალი ხარ. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მიყვარდა ეგ სასამელები, ერთ მშვენიერ დღეს ჩემ თავს ვუთხარი "არა" და 2 წელია თითქმის ახლოს არ გავკარებივარ, ჩემი შვილები კიდევ საერთოდ არ სვამდნენ და მე მასწავლიდნენ ჭკუას, მავნებელია და შეეშვიო:)
2013, 19 ნოემბერი, 12:38
გეთანხმები. კიდევ ერთი მავნე "ინგრედიენტი" კი არის გაზი. შესაბამისად ზოგადად გაზიანი სასმელები არ არის სასურველი ორგანიზმისთვის.
2013, 19 ნოემბერი, 12:35
არა მგონია მხოლოდ შაქრის შეცვლამ გახადოს ეს პროდუქტი უვნებელი და ეკოლოგიურად სუფთა. მანდ მთავარი ის ექსტრაქტია, რაზეც ამზადებენ ამ სასმელს.:) საინტერესო ინფორმაციაა, როგორც ყოველთვის.
0 1 3