x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134535
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508590
ვინ მართავს სოფელ მატნის მე 11 უბანს-ოცნება თუ კანონი?

ახმეტის რაიონის სოფელ მატნის მე 11 საარჩევნო უბანზე, რამოდენიმე დღის წინ უხეშად დაირღვა საარცევნო კანონი, კერძოდ ოლქის მიერ დანიშნულმა, კომისიის წევრმა თამარ ვარდიძემ, ყოველგვარი ახსნა განმარტების გარეშე მოითხოვა შეჩერებოდა მას კომისიის წევრის სტატუსი, საარჩევნო კოდექსიის თანახმად ახმეტის საოლქო კომისიის თავმჯდომარეს უნდა შეერჩია ახალი კომისიის წევრი მე 11 უბნისათვის. თუმცა ნაცვლად ოლქის თავმჯდომარის აქტიურობისა, ქართული ოცნების სოფელ მატნის კოორდინატორმა ავთო ძულიაშვილმა, მე11 უბნის კომისიის თავმჯდომარეს წარუდგინა ოცნების აქტივისტი ვინმე ოტიაშვილი.

ერთი შეხედვით აქ ცუდი არაფერი არ ჩანს, თუმცა თუ გადავხედავთ საარჩევნო კოდექსს იქ ნათლად არის კანონში განმარტებული, რომ ოლქოს მიერ დანიშნული კომისიის წევრების ჩანაცვლება შეუძლია მხოლოდ ოლქს, და არც ერთ პარტიას ამის უფლება არ გააჩნია! შესაბამისად მატანში აღნიშნულ ფაქტს უკვე მოჰყვა გაღიზიანება, და სოფელში აქტიურად მუსირებს აზრი, რომ არეჩევნები წინასწარ უკვე ჩაწყობილია.

სოფელში ითხოვენ დამკვირვებლები აქტიურად ჩაერთონ აღნიშნულ პროცესებში. და გამოიძიაონ რა ხდება დღეს სოფელ მატნის მე 11 უბანში, ვინ მართავს საარჩევნო უბანს პარტია ქართული ოცნება თუ კანონი?

0
77
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა მოსიაშვილი
მაკა მოსიაშვილი
77
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0