x
image
worldsport.ge
კარლოს ტევესმა ჟურნალისტს დაცინვა არ შეარჩინა

imageევროპული ”ყვითელი პრესის” მოცლილი წარმომადგენლები ზოგიერთი სპორტსმენის გაუნათლებლობაზე და უწიგნურობაზე ხშირად ქირქილებენ და ეს თემა ბულვარული პრესის მკითხველებისათვის გასართობად ითვლება.
იქ სადაც დემოკრატიაა, ქირქილსა და ხითხითს ვერავის დაუშლი, მაგრამ საპასუხოდ მწარე-მწარეების თქმა კი ნამდვილად ყველას შეუძლია. ზუსტად ასე მოიქცა არგენტინელი ფეხბურთელი, კარლოს ტევესი, რომელმაც მის გამაბაიბურებელ ინგლისელ ჟურნალისტს, ლილი სკოტს ”კაცს დანატრებული საცოდავი ქალი” უწოდა.
იტალიაში გადაბარგებულ კარლოს ტევესზე ლილი სკოტმა ირონიულ-ცინიკური პასკვილი გამოაცხო და არგენტინელ ფეხბურთელზე დაწერა რომ: ”მისი ინტელექტი იტალიელებს ნამდვილად გამოადგებათო”. ტევესმაც მალევე გასცა პასუხი და სულ კაცს დანატრებული ძუკნა ეძახა. ასე რომ, ფეხბურთელი და ენამწარე ჟურნალისტი ახლა უკვე ბარი-ბარში არიან!


www.worldsport.ge

0
183
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
183
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0