x
image
მანჩო 777
გარდაიცვალა მსოფლიოში ერთადერთი ლურჯი ადამიანი "Papa Smuf"
image

მთელ მსოფლიოში ცნობილი ამერიკელი, რომელსაც
"ლურჯ ადამიანს" ან "Papa Smuf"-ს ეძახდნენ, გარდაიცვალა ვაშინგტონში სიცოცხლის 62-ე წელს- აცხადებს NBC News.

პოლ კარასონი-ესაა ამ ადამიანის ნამდვილი სახელი და გვარი, გარდაიცვალა ერთ-ერთ ჰოსპიტალში, სადაც ის წინა კვირაში მოათავსეს გულის უკმარისობის დიაგნოზით.

კარასონის კანმა გალურჯება დაიწყო 15 წლის წინ, როცა მან დაიწყო მიღება კუსტარული წარმოების კოლოიდური ვერცხლისა დერმატიტის სამკურნალოდ. საბოლოო ჯამში მამაკაცი დაავადდა ალგიროზით. ეს არის დაავადება, როცა კანის ფერი ხდება სრულიად ლურჯი.

პოლ კარასონი საზოგადოებისათვის ცნობილი გახდა 2008 წელს, როდესაც მან მონაწილეობა მიიღო გადაცემაში NBC News-ზე, სადაც ყველას უამბო თავისი გასაჭირის შესახებ.


შოუში პოლმა უამბო, თუ როგორ არაადექვატურად რეაგირებდნენ ადამიანები მის დანახვაზე და ამის გამო როგორ გახდა იძულებული ორეგონადან კალიფორნიაში გადასახლებულიყო. თუმცა იქაც მუდამ ყურადღების ცენტრში ექცეოდა, ამიტომ ძირითადად კარჩაკეტილ ცხოვრებას ეწეოდა.

კარასონის ცოლი ყვება, რომ პოლი სხვადასხვაგვარად რეაგირებდა მეტსახელზე " Papa Smuf". როცა ამას შვილები ეძახდნენ, ის იღიმებოდა, რადგან ნამდვილად ამსგავსებდა თავის თავს სერიალის გმირს, მაგრამ უცხო ადამიანებისაგან ამ მეტსახელის მოსმენა მას არ სიამოვნებდა და კიდევ უფრო ჩაკეტილი და მარტოსული ხდებოდა.

image

0
129
10-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
129
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0