x
image
worldsport.ge
საქართველო ჭაბუკთა მსოფლიო ჩემპიონატის გასამართად იბრძვის

imageსაქართველოს ხელბურთის ფედერაციას, 2017 წლის ჭაბუკთა მსოფლიო ჩემპიონატის ჩვენს ქვეყანაში ჩატარება სურს.
ხელბურთის საერთაშორისო ფედერაცია, მასპინძლის ვინაობას 2013 წლის 27 ოქტომბერს, დოჰაში (ყატარი), 34-ე კონგრესზე გაარკვევს. განაცხადი ორ ქვეყანას აქვს წარდგენილი: საქართველოს და ხორვატიას.
საქართველოს ხელბურთის ფედერაციის განაცხადში, 24-გუნდიანი ტურნირის მასპინლობისთვის 4 ქალაქია შერჩეული: თბილისი, თელავი, ქუთაისი და ბათუმი.
ამ რანგის ტურნირი, დამოუკიდებელ საქართველოში, სპორტის არცერთ სახეობაში არ გამართულა. ტურნირში ითამაშებენ 1998–99 წლებში დაბადებული ჭაბუკები. ამ ასაკის ხელბურთელები, თბილისის 2015 წლის ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზეც იასპარეზებენ. ქართველ ხელბურთელებს უკვე დაწყებული აქვთ ინტენსიური მზადება ამ ტურნირისთვის, წინასწარ დასახული პროგრამით.
ცხრამეტწლამდელ ვაჟთა მსოფლიო ჩემპიონატი 2005 წლიდან იმართება ყოველ კენტ წელს. აქამდე, ტურნირები ჩატარდა ყატარში, ბაჰრეინში, ტუნისში, არგენტინასა და უნგრეთში. მსოფლიო ჩემპიონები იყვნენ: სერბეთი/ჩერნოგორია (2005), დანია (2007, 11, 13), ხორვატია (2009).
ქართული ხელბურთის ყველა სიახლე იხილეთ ჩვენს ვებგვერდზე

http://geohandball.ge/
და ფეისბუკზე
https://www.facebook.com/GEONHF


www.worldsport.ge

0
2
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
2
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0