x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134547
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508609
მავთულხლართების გამაგრება კვლავ გრძელდება და ამჟამად საზღვარმა დაახლოებით 500 - 600 მეტრით გადმოიწია

image
კახეთში თავს დამტყდარი უბედურება და ზარალი არ აკლდა ქვეყანას, რომ ამ დილით ახალი ინფორმაცია ვრცელდება სოფელ დვანში მომხდარი ინციდენტის შესახებ. საქმე ეხება რუსი სამხედროების მიერ სასაზღვრო - სადემარკაციო სამუშაოების განახლებას. არ ახალია, მაგრამ ძველი დაწყებული საქმის გაგრძელებაზეა საუბარი - რუსმა სამხედროებმა მავთულხლართების გამაგრება კვლავ გააგრძელეს და როგორც სხვადასხვა საინფორმაციო სააგენტოები იუწყებიან, ამჟამად საზღვარმა 600 მეტრით გადმოიწია.აღნიშნულზე ტელევიზია "რუსთავი - 2" ის ეთერში ჩართვისას სოფელ დვანის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულმა ზაზა კოპაძემ გააკეთა: - " რუსი სამხედროები გუშინ დილითაც მუშაობდნენ ამ ადგილას. დღეს კი გამოჩნდნენ ერთი მსუბუქი და ერთი სატვირთო მანქანით.ბოძები მოიტანეს, დაახლოებით 10 სამხედროა და საზღვარს ამაგრებენ, სულ ცოტა 600 მეტრით მაინც გადმოსწიეს საზღვარი" - განაცხადა რწმუნებულმა.ცნობილი გახდა, რომ ისინი "ჯპს"-ით ხელმძღვანელობენ და 1922 წლის რუკას იყენებენ. სამუშაოების გაგრძელების შემთხვევაში სავარაუდოდ მოსახლეობა 60 ჰექტარ მიწას დაკარგავს.

სოფელ დვანში სამხედროებმა პირველად საზღვარი ჯერ კიდევ 2 თვის წინ გადმოსწიეს. ახალმა საზღვარმა სოფლის სასმელი და სარწყავი წყლის სათავე - ნაგებობებსა და ადგილობრივი მოსახლეობის სახნავ -სათესი სავარგულების გარკვეული ნაწილი გაიარა.

გუბერნატორ ზურაბ ჩხაიძის განცხადებით, 500 მეტრით მოხდა ადმინისტრაციული საზღვრის გადმოწევა და შესაბამისად საზღვრის გამაგრებითი სამუშაოებიც მიმდინარეობს.imageimage

4
39
7-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
39
  
2013, 23 სექტემბერი, 23:28
პასუხი ბებიტამ ყველას მაგივრად გასცა:D
2013, 23 სექტემბერი, 22:42
სადაა ჩვენი მთავრობა? ყველა პრობლემას რომ აგვარებდა და არაფერს აკეთებს
2013, 23 სექტემბერი, 3:11
იფხანს
2013, 22 სექტემბერი, 23:00
რა განუკითხაობაა ნერვები მეშლება :( რას აკეთებს ამ დროს მთავრობა?
0 1 4