x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
სიბრაზე გულში არ ჩაიკლათ

image- თურმე, ადამიანის ფიზიკური და სულიერი მდგომარეობა არა მარტო ცხოვრების პირობებზე, ოჯახურ მდგომარეობაზე, მატერიალურ უზრუნველყოფაზე, არამედ იმ პროფესიაზეც არის დამოკიდებული, რომელიც მან აირჩია და რომელ სფეროშიც უწევს მოღვაწეობა.
- გერმანელმა მეცნიერებმა მნიშვნელოვანი გამოკვლევა ჩაატარეს და მივიდნენ დასკვნამდე: პროფესიები, რომლებიც ადამიანებისგან მოითხოვენ მუდამ კეთილგანწყობილნი და მეგობრულნი იყვნენ, მათი ჯანმრთელობისთვის ძალიან საზიანოა. სწორედ ასე ფიქრობენ მაინის ფრანკფურტის უნივერსიტეტის ფსიქოლოგები. სპეციალისტები იმასაც აკონკრეტებენ, რომ ამ მხრივ ყველაზე დიდი რისკის ქვეშ არიან სტიუარდესები, მოვაჭრეები და სატელეფონო ცენტრების - ნდობისტელეფონის, საინფორმაციო სამსახურის, ფსიქოლოგიური სამსახურის თანამშრომლები.
- მკვლევართა ჯგუფმა საგანგებო ექსპერიმენტიც ჩაატარა, რომელშიც სხვადასხვა სპეციალობის ასამდე სტუდენტი მონაწილეობდა. სტუდენტებს დაავალეს, სატელეფონო ცენტრში შესულ ზარებზე ეპასუხათ.
- საინტერესო ის არის, რომ მათთან განსაკუთრებით "უზრდელ" და "უხეშ" კლიენტებს დაარეკინეს, რომლებიც ოპერატორ სტუდენტებს შეურაცხყოფას აყენებდნენ. მეცნიერებმა სტუდენტებს კიდევ ერთი დავალება მისცეს - მათ ნაწილს ნება დართეს, თუ სურვილი გაუჩნდებოდათ, საკუთარი ღირსება დაეცვათ და საპასუხო აგრესიაც გამოევლინათ, სტუდენტთა მეორე ნაწილს კი უბრძანეს, ნებისმიერ შემთხვევაში ზრდილობიანი ყოფილიყვნენ და კონტროლი არ დაეკარგათ.
- შედეგი მართლაც შთამბეჭდავი აღმოჩნდა - იმ სტუდენტებს, რომლებიც თავს იცავდნენ, გულისცემა მხოლოს დროის მცირე მონაკვეთში ჰქონდათ აჩქარებული, დანარჩენები კი საუბრის შემდეგაც დიდი ხნის განმავლობაში ვერ ახერხებდნენ დამშვიდებას.
- ფსიქოლოგები კიდევ ერთხელ დარწმუნდნენ, რომ ის ადამიანები, რომლებიც თავიანთ ჭეშმარიტ გრძნობებს და განცდებს გულში იკლავენ, "ემოციური დისონანსით" იტანჯებიან, რის გამოც მათ ღრმა დეპრესია ემუქრებათ.
- ასე რომ, ნუ ჩაიკლავთ გულში ბრაზს, დაგროვილი ემოცია გარეთ "გამოუშვით", წინააღმდეგ შემთხვევაში, საკუთარ თავს დიდ ზიანს მიაყენებთ.

0
96
6-ს მოსწონს
ავტორი:ხიზანიშვილი
ხიზანიშვილი
96
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0