x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
რულეტი - მიმოზა
შემოგთავაზებთ რულეტ მიმოზას რეცეპტს.


Рулет - Мимоза

ინგრედიენტები:

* თხელი ლავაში - 3 ცალი


* მაიონეზი - 250 გ.

* თევზის კონსერვი - 1 ქილა (Сайра)

* ყველი - 150-200 გ.

* კამა - 1 კონა (პატარა)

* ხახვი - 1 კონა (მწვანე)

* კვერცხი - 2 ცალი


მომზადება:

გავშალოთ ლავაშები. ყოველ ლავაშს წავუსვათ მაიონეზი. ერთ ლავაშზე მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი კვერცხი, მეორეზე დავალაგოთ თევზის კონსერვი, ხოლო მესამეზე - გახეხილი ყველი. ამ ყველაფერს ზემოდან მოვაყაროთ რგოლებად დაჭრილი ხახვი და წვრილად დაჭრილი კამა.


პირველ ლავაშის ფენას დავადოთ ზემოდან მეორე ლავაშის ფენა, შემდეგ მესამე და გადავახვიოთ. უმჯობესია, თუ ასეთ მდგომარეობაში შევინახავთ ერთი ღამის განმავლობაში მაცივარში (ერთმანეთში გამჯდარი უფრო გემრიელია).


მაცივრიდან გამოღების შემდეგ, შეგიძლიათ გემრიელად მიირთვათ.







2
294
15-ს მოსწონს
ავტორი:cxvedo
cxvedo
294
  
2013, 8 სექტემბერი, 16:04
ძალიან გემრიელი ჩანს:)
2013, 8 სექტემბერი, 11:11
რულეტი არა მაგრამ სალათი მომიმზადებია იგივე ინგრედიენტებისგან:)
0 1 2