x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
დაკარგული ტყუპისცალის პოვნის ისტორია.

ტყუპების სინდრომი ანუ როგორ იქნა მოძებნილი დაბადებისას გაშვილებული ჩვილი.
გუშინ, 12:50
დათო სკოლის დამთავრებისთანავე ჩაირიცხა ერთერთ უმაღლეს სასწავლებელში და როგორც საერთოდ სჩვეოდა თავი გამოიჩინა, კარგი სწავლით, კარგი მეგობრობით და გულითადობით. ფიზიკურად ისედაც კარგი ბიჭი იყო და გოგოებშიც მოწონებით სარგებლობდა. დათომ კი თვალი "დაადგა" პარალელურ ჯგუფში მყოფ თეას, მოეწონა და არც მოეშვა სანამ სიყვარული არ აუხსნა და თავი არ შეაყვარა. 3 კურსის დახურვის შემდეგ კი პირდაპირ ოჯახში ეახლა შეყვარებულს და მის ოჯახს თეას ხელი სთხოვა, თეას მშობლებს ძალიან გაუკვირდათ მათ ოჯახში მისული სრულიად უცნობი ბიჭის, ასეთი თხოვნით მისვლა, მაგრამ ბიჭის გულწრფელობამ, მისმა დალაგებულმა საუბარმა და ინტელექტმა ორივე მოხიბლა და ბიჭს სთხოვეს მათთვის მშობლებიც გაეცნო. ასეც მოხდა კვირა დღეს დათოს მშობლები და და სტუმრად მივიდნენ თეას ოჯახში. მასპინძლებმა სტუმრები თბილად მიიღეს, რადგან უკვე გაეკითხათ დათოზე და მის ოჯახზე და ისეთი პასუხები მიეღოთ ყველგან, უკვე თანახმანი იყვნენ ნებართვა მიეცათ თეასათვის გათხოვებაზე.
საუბრისა და სუფრასთან საკითხის განხილვის შემდეგ დათომ ოქროს საკმაოდ ძვირადღირებული ბეჭედი მოარგო თითზე შეყვარებულს. გადაწყდა შემოდგომაზე გადაეხადათ ქორწილი. ქორწილმა და სტუმრიანობამაც ძალზე კარგად ჩაიარა და სიძე-პატარძალი თაფლობისთვის გასატარებლად ოჯახმა, ბალტიისპირეთში გაამგზავრა.
ერთერთ ღამეს კი დათო თეას ტირილმა გამოაღვიძა, ჰკითხა მეუღლეს რა აწუხებდა. თეამ უპასუხა პატარა გოგო მოდის სიზმარში და მეუბნება: რატომ არ მეძებთ მე ხომ შენი და ვარ და 20 წელია ერთმანეთი არ გვინახავსო. დათოს კითხვაზე მართლა გყავდა დაო, თეამ უარით უპასუხა. უმცროსი ძმა მყავს მარტო შენც ხომ იციო.
ერთისიტყვით დროზე ადრე მოუწიათ დაბრუნებამ სახლში. ასეთი სიზმარი რამდენჯერმე განმეორდა. ბავშვის შეძენის მერე კი შეწყდა, თუმცა ბავშვისთვის სახელის შერჩევისას თეას დედამ ითხოვა დეა დავარქვათ ბავშვსო. ამაზე კი თეას მამა რატომღაც გაბრაზდა. მიუხედავად ამისა ბავშვს მაინც დეა დაარქვეს.
დათომ და თეამ ინსტიტუტი დაამთავრეს და დათომ სამსახური დაიწყო ძალოვან სტრუქტურაში. თეა კი პატარა დეას უვლიდა სახლში. ერთხელაც დათოს ბათუმში მოუწია სამსახურებრივად წასვლა და ჰოი საოცრებავ! საკუთარი მანქანიდან ტაქსში მსხდომი თეა დაინახა. გაკვირვებული ისე დაიბნა არც კი უფიქრია ტაქსი გაეჩერებინა. როგორც კი გაუარა დაბნეულობამ დედას დაურეკა თეა სადააო? დედამ კი ხუმრობით უპასუხა: შვილო 3 საათია რაც წახვედი სახლიდან და ასე მალე მოგენატრა მეუღლეო! დედამ თეას დაუძახა და თეამ და დათომ ერთმანეთი მოიკითხეს, დათოს არ გაუმხელია თუ რა შეემთხვა.
როგორც კი დაბრუნდა დათო სახლში სიმამრს მიაკითხა და ყველაფერი დაწვრილებით მოუყვა, თან გაეხუმრა: ვინმესთან გოგო ხომ არა გყავსო, სიმამრს ამის გაგონებაზე თვალები ლამის შუბლზე "აუვიდა". რას ამბობ დათო, ორი შვილი მყავს, თუმცა თეას ტყუპისცალი დაბადებისთანავე დაგვეღუპაო. დათომ უცბად გაიფიქრა იქნებ არ დაღუპულა ის ბავშვი და როგორც ხდებოდა ხანდახან მოატყუეს ოჯახი და ბავშვი გაასხვისესო, თუმცა ამაზე ხმამაღლა სიტყვაც კი არ დასცდენია. როგორც კი მოუწია ისევ ბათუმში ჩასვლამ თეას სურათები მიუტანა მეგობარ კოლეგებს და უთხრა: ამ გოგოს ვეძებ და იქნებ აქ მაპოვნინოთო. გავიდა რამდენიმე კვირა და ერთ დღეს დათოს მეგობარმა კოლეგამ დაურეკა ბათუმიდან, ვიპოვეთ ის გოგო და ჩამოდიო. დათოს სახლში რა გააჩერებდა, მიზეზიც მოიფიქრა და ბათუმში ჩავიდა. მეგობრებმა ბათუმის ერთერთ საავადმყოფოში მიიყვანეს დათო, სადაც მაია ექიმად მუშაობდა ბავშვთა განყოფილებაში. დათოს მაიას დანახვაზე ლამის მუხლები მოეკვეთა ისე ჰგავდა მაია თეას. დათომ მაიას სთხოვა მშობლები გაეცნო მისთვის, რადგან სასაუბრო ჰქონდა მათთან. გაკვირვებულმა მაიამ უთხრა, თუ არ იცნობთ ჩემს მშობლებს რა სასაუბრო უნდა გქონდეთო, თუმცა მაინც ზრდილობიანად ესაუბრა და საღამოს დაიბარა მშობლებთან შესახვედრად. მართლაც დათო საღამოს მივიდა მითითებულ ადგილას, მიიწვიეს ოჯახში და დათომ მოკლედ აუხსნა ოჯახს ვითარება. მაიას მშობლები ჯერ უარზე დადგნენ გაუგებრობას და შეცდომას აქვს ადგილიო, მაგრამ როცა დათომ უთხრა: თქვენთვის შვილის წართმევას არავინ არ აპირებს, უბრალოდ მაიას დაც ჰყავს და ძმაც, ერთმანეთს რატომ არ უნდა იცნობდნენო ამან გადაწონა ყველაფერი. გულწრფელ საუბარში კი მაიას მშობლებმა აღნიშნეს, რომ მაია ბავშვობაში მუდამ კითხულობდა ჩემი და სადააო.
დათო დაბრუნდა სახლში და პირველი რაც გააკეთა ეს იყო, რომ სიმამრს და ცოლისძმას დაურეკა შემხვდითო, მართლაც მალე მოვიდნენ სიმამრი და ცოლისძმაც. დათომ მოკლედ მოუთხრო ყველაფერი, თუ როგორ ნახა ბათუმში თეა, რომელიც მაია აღმოჩნდა და დაამატა ეტყობა თეას ტყუპისცალია და ასე და ასეა საქმეო. ფრთხილმა სიმამრმა სთხოვა დათოს ჯერ თეას და ჩემს მეუღლეს არ ვუთხრათ, ჯერ მე მინდა დავრწმუნდე ამაშიო. მართლაც დათო მისი ცოლისძმა და სიმამრი ბათუმში ჩავიდნენ მაიას სახლში. მაიას მშობლებმა სამივე კარგად მიიღეს და მაიასაც დაურეკეს. როგორც კი მოვიდა მაია სახლში მამამ ყველაფერი აუხსნა, თუ როგორ გამოიყვანეს საავადმყოფოდან გოგონა, რომელსაც ექიმის თქმით პატრონი და მიმხედავი არ ჰყავდა და როგორ გაზარდეს. ბოლოს კი უკვე გამზრდელმა მამობილმა მაიას უთხრა: შვილო ეს ხალხი თვლის რომ შენი ნათესავები არიან, ეს მამაა და ეს ძმაო.
მაიას ქვითინი აუვარდა და სიტყვის თქმას ვერ ახერხებდა, ბოლოს როგორც იქნა ამოღერღა, დაც ხომ მყავსო? ამის გაგონებაზე ყველამ ერთმანეთს გადახედა, ისევ დათომ იყოჩაღა და უთხრა კი ტყუპისცალი და გყავს და თეა ჰქვიაო, თან დაამატა თეას პატარა გოგო ესიზმრებოდა რომელიც მუდამ საყვედურობდა რატომ მიმატოვეთ, რატომ არ მეძებთო. აქ კი მაიას დედობილმაც გაიხსენა თუ როგორ კითხულობდა პატარა მაია ჩემი და სადააო.
შეთანხმდნენ მომდევნო შაბათს მაია და მაიას გამზრდელი მშობლები სტუმრად წვეოდნენ ნამდვილ მშობლებს. დადგა შაბათი დღეც, დათოს მშობლებისათვის უკვე გაემხილა თეას დის პოვნის ამბავი, თეას კი შეგნებულად არ უთხრა და მთელი ოჯახით წავიდნენ თეასთან სახლში სტუმრად.
არცთუ დიდხანს მოუწიათ მოცდამ, მალევე მოვიდნენ მაია და მისი გამზრდელი მშობლები. ენით აუწერელი ვითარება შეიქმნა ოჯახში, თეას დედას გული წაუვიდა მაიას დანახვაზე, ისეთი მსგავსება იყო დებს შორის, უცხო ვერც კი გაარჩევდა რომელი რომელი იყო. ისევ ექიმმა მაიამ ივარგა და ნამდვილი დედა მალევე გამოიყვანა მდგომარეობიდან. წარმოუდგენელია ის ბედნიერება რაც ტრიალებდა იმ დღეს იმ ოჯახში. მაია დღესაც გამზრდელებთან ცხოვრობს, თუმცა უკვე კარგად იციან ყველაფერი რა და როგორც მოხდა. ამ ოჯახებს უკვე ჭირიც და ლხინიც ერთი აქვთ, დათოს სიმამრმა გამოიკითხა და გაიგო რომ ექიმი რომელმაც დეა დააშორა თეას და დედას უკვე გარდაცვლილიყო.
ასე იყო ეს ისტორია და დასკვნების გაკეთება თქვენთვის მომინდვია.




0
101
22-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
101