x
image
თამარი555
სასარგებლო რჩევები

image


–შეწყვიტეთ სხვა ადამიანებთან საკუთარი თავის შედარება.


ერთადერთი ადამიანი ვის შედეგებსაც უნდა ცდილობდეთ რომ აჯობოთ, საკუთარი თავია.


image



-შეწყვიტეთ წარსულში დაბრუნება და მომავალში ჩაციკლება.


ცხოვრება-ეს არის რაც ამ მომენტში, ახლა ხდება და არ გაუშვათ იგი.



image


–ბუზს სპილოდ ნუ გადააქცევთ.


როდესაც რაიმე გტანჯავთ თქვენ შეეკითხეთ თქვენს თავს-გაიხსენებთ ამას ერთი წლის შემდეგ? თუ პასუხი უარყოფითი იქნება, დაივიწყეთ. არ ღირს განგაშის ატეხვა ამის გამო.



image


შეწყვიტეთ ლოდინი.


-თუ თქვენ დღეს არ დაიწყებთ, ვერ დაამთავრებთ ხვალინდელი დღისთვის. ცოდნა, ინტელექტი და უნარები უსარგებლოა მოქმედების გარეშე.



image


-ნუ იყიდით იმ ნივთებს რომლებიც არ გჭირდებათ.


გამოიყენეთ თქვენი ფული ბრძნულად. სხვანაირად კი ის თვითონ გმართავთ, რომ სხვებზე მოახდინოთ შთაბეჭდილება. გახსოვდეთ თქვენ თვითონ ხართ ღირებული. ნივთები კი ეს უბრალოდ თქვენი განსაკუთრებულობაა.


image



-შეწყვიტეთ ჩივილი.


იმის მაგივრად რომ მოუყვეთ ახლობლებს თუ რა საშინელია თქვენი ცხოვრება, დაიწყეთ მოქმედება რომ გამოასწოროთ იგი.



image


-ყველაზე დიდი ზიანი შეიძლება შეცდომის დაშვების შიშმა მოგაყენოთ. ამის გამო შეიძლება მრავალი შესაძლებლობა გაუშვათ და თქვენს მიზანს მაინც ვერ მიაღწიოთ.




image


-შეწყვიტეთ უკმაყოფილების გამოხატვა.



როდესაც პატიობთ ვინმეს ეხმატებით არა მარტო ამ ადამიანს, არამედ საკუთარ თავს.

სიბრაზე და წყენა-ეს დამანგრეველი გრძნობებია. ისინი არასოდეს მოგცემენ საშუალებას იყოთ ბოლომდე ბედნიერები.



image


-გადაეჩვიეთ გამოთქმას:“არ შემიძლია".


როგორც თქვა ჰენრი ფორდმა:“თუ ამბობთ რომ არ შეგიძლიათ რაღაც–თქვენ მართალი ხართ. და თუ ამბობთ რომ შეგიძლიათ ამ შემთხვევაშიც მართალი ბრძანდებით."


image


–შეწყვიტეთ ყველაფრის თვითნებურად და დამოუკიდებლად კეთება.



გაიხსენეთ ანდაზა-ერთი თავი კარგია, ორი კი უკეთესი. ნუ შეგრცხვებათ მოითხოვოთ და მიიღოთ დახმარება. როცა ეს გარდაუვალია და უკეთეს შედეგს მიიღებთ ამ დროს, ვიდრე მაშინ როდესაც მარტო მოქმედებდით.

0
52
6-ს მოსწონს
ავტორი:თამარი555
თამარი555
52
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0