x
image
თამარი555
კულტურის დეფიციტი

image


..საყოველთაოდ მიღებულია, რომ კულტურის დეფიციტი ფულიდან იწყება. მაგრამ თუ უფრო ღრმად ამოვქექავთ–აღმოჩნდება რომ მასთან მოქცევის წესებია ამის მიზეზი.

კულტურა–უიარაღო იყო ფულის წინააღმდეგ აქამდე. პრაგმატიზმი ფულად გამოანგარიშებებსა და კოორდინაციებზეა დამყარებული. მასზეა აგრეთვე დამოკიდებული კულტურის დეფიციტიც.

მიღებულია ჩაითვალოს რომ თითქოს ფულსა და გრძნობებს შორის, ციფრებსა და გემოვნებას შორის–ცარიელი მრავალი პოზიტიური კავშირია. ციფრებთან სწორი დამოკიდებულების სიზუსტით და კოდიფიცირებით გემოვნების გადაწყვეტილება მჟღავნდება.


ფულად კოდთან ესთეტიური შეფასების გარეშე, ის მხოლოდ დემონსტრირებას ნაკლებ საინტერესო არჩევანისას მოახდენდა. მაგ: “დიახ" ან “არა" და “კარგი" და “ცუდი", ან “მომწონს" თუ “არ მომწონს". ამ ორ ვარიანტს შორის არ იქნებოდა დიფერენცირებული სივრცე, საკუთარი ესთეტიური შეფასებისათვის. ბოლოს და ბოლოს ჩვენ შეიძლება დავინახოთ ადამიანის მიზანი კულტურულ მისიაში.

ფული აშორებს და აახლოვებს ადამიანებს განსაზღვრული ნიშნებით. თუ რით?–ეს დამოკიდებულია მასთან ურთიერთობის წესებით. ბიზნესს უნარი შესწევს წარმოქმნას საჭირო და დიდი მრავალსახეობა, კულტურას კი მთელი საზოგადოების შექმნა შეუძლია.

ესთეტიური კულტურა–ეს ინსტრუმენტია არა მარტო პიროვნული სრულყოფილების კონსტრუირებისა, არამედ იგი ინდივიდის მსოფლიოსთან ურთიერთობის რეგულატორია. ის წარმოადგენს მამოძრავებელ ძალას კაცობრიობის პროგრესის ფორმულირებაში.

მთავარი და მნიშვნელოვანი დაბანდება სახელმწიფოსაგან არამარტო ოქრო, ვალუტა ან ფასიანი ქაღალდებია, არამედ ესაა კულტურის ინვესტიცია ადამიანში.

საზოგადოება კი თავისუფალია არჩევანში და ის ირჩევს კულტურას ან უკულტურობას.




p.s. ისე კი არა მგონია კულტურა ისე დაძველდეს, რომ მოდიდან გადავიდეს და ძველ ეპოქას ჩაბარდეს, მაგრამ ადამიანი ირჩევს. ის კი თავისუფალია არჩევანში, მას არავინ აიძულებს. ეს ალბათ გემოვნების საკითხია.


თ. მოდებაძე.

0
38
3-ს მოსწონს
ავტორი:თამარი555
თამარი555
38
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0