x
image
თამარი555
ლატარიის ტრაგედიები
image



მრავალი ოცნებობს რომ მოიგოს ლატარიაში ფული, მაგრამ ღირს კი ეს ნამდვილად? მართლა კარგია როცა უცებ თავზე ამდენი ფული და ქონება გეცემა?. ამ სტატიაში თავმოყრილია ტრაგიკული ისტორიები ლატარიაში გამარჯვებულთა შესახებ.image


ჯეკ უიტაკერმა დასავლეთ ვირჯინიაში მოიგო 315 მილიონი დოლარი საშობაო ლატარიაში 2002 წელს. ის იყო ღრმად მორწმუნე, მან თქვა რომ ეს მოგება ღმერთისგან მიიღო. ამ მოგების შემდეგ ის ნახეს არაფხიზელ მდგომარეობაში და დააპატიმრეს, ამის შემდეგ გაუტეხეს ავტომანქანა და მოპარეს 545000 დოლარი. შემდეგ ის იყო კვლავ დაკავებული ამ ჯერად ბარმენს ემუქრებოდა მოსაკლავად. გარკვეული დროის მერე მისი ქალიშვილი და გოგო ნახეს გარდაცვლილი მათ სახლში...image


1997 წელს ბილი ჰარელმა მოიგო ლატარიაში 31 მილიონი დოლარი, ტეხასის შტატში. ის ამ ფულს ურიგებდა ყველას, ვისაც ეს სჭირდებოდა: მეგობრებს, ნათესავებს, ეკლესიას... 20 თვის შემდეგ მან ვერ გაუძლო ამას და თავი მოიკლა. მანამდე სანამ ეს მოხდებოდა საკუთარ ფინანსულ მრჩეველს ეუბნებოდა, რომ ლატარიაში მოგება იყო ყველაზე ცუდი მოვლენა მის ცხოვრებაში.


image


ისტორია უილიამ ბადის ძალიან გავს ჰოლივუდურ სიუჟეტს. 8 წლის

ასაკში მას დედა გარდაეცვალა და ამის შემდეგ ინტერნატში იზრდებოდა. მისი ცხოვრება 1988 წელს შეიცვალა, მას შემდეგ რაც მოიგო ჯეკ-პოტი 16 მილიონი პენსილვანიის შტატში. წესით მისი ცხოვრება უკეთესობისაკენ უნდა შეცვლილიყო, მაგრამ პირიქით მოხდა. ძვირფასმა მანქანებმა, სახლმა, იახტებმა და საკუთარმა თვითმფრინავმაც კი ვერ მოუტანეს მას ბედნიერება. რამდენიმე ხნის შემდეგ ის გამოტყდა რომ ის იქნებოდა ბევრად ბედნიერი არც ერთი დოლარით ჯიბეში...

6
124
7-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:თამარი555
თამარი555
124
  
2013, 1 მარტი, 13:47
მართალია..
2013, 1 მარტი, 2:25
უნახავმა რა ნახაო ეგაა რაააააააა
2013, 24 თებერვალი, 13:32
ჩემს "გაბედნიერებას" ის სჭირდება იმათ რომ "აუბედურებს"..... :) ))))
2013, 24 თებერვალი, 13:29
:))))))) რატომ შენც ხომ გინდა ბედნიერება?
2013, 24 თებერვალი, 13:27
აწი ვინც მოიგებს, უმორჩილესად ვთხოვ __ "ნუ გაიუბედურებს თავს" და პირდაპირ მე მომცეს ის ფული..:))))))))
0 1 6