x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134547
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508610
ცხიმიანი კანისა და ტანის მოვლა

image - გარდატეხის ასაკის გოგონების უმრავლესობას და არამარტო ამ ასაკის მანდილოსნებს ცხიმიანი კანი აწუხებთ, რაც მეტყველებს იმაზე, რომ მთელი ყურადღება უნდა დაეთმოს სწორ კვებას. კვების დროს უმჯობესია უპირატესობა მიანიჭოთ მსუბუქსა და ვიტამინებით მდიდარ პროდუქტს, მოერიდეთ მძიმე და ცხარე საჭმელებს. სახე უნდა დაიბანოთ ან გაიწმინდოთ დიდი რაოდენობის მცენარეული ექსტრაქტების შემცველი წყლით. გაწმენდა მისაღებია ბალახის ნახარშითაც. თქვენი კანისთვის არ არის საჭირო მასაჟი, მკვებავი ნიღბები და კრემები. თუ ჭორფლი გაგიჩნდათ, მას შემდეგი წესით აუფერულებენ: ბამბა დაასველეთ ლიმონის წვენში ან ოხრახუშის ნახარშში, კარგად წაისვით და გააჩერეთ 15 წუთი, შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

- ტანის მოვლისთვის უხსოვარი დროიდან იყენებდნენ ასეთ საშუალებებს: ბანაობის დროს წყალში სურნელოვან ნივთიერებებს, ასევე სამკურნალო მცენარეების ნახარშებს ამატებენ და ფართოდ იყენებენ მასაჟებს. ასევე ტანის დაბანვის შემდეგ შეგიძლიათ გადაივლოთ გვირილის, ფიჭვის, პიტნის, ჭინჭრის ნახარშები.

0
82
6-ს მოსწონს
ავტორი:ხიზანიშვილი
ხიზანიშვილი
82
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0