x
ქალი, როგორც თავისუფალი კაცთან კოჰაბიტაციით საქართველოში.

image "საქართველო მდიდარი ტრადიციების ქვეყანაა". ეს ფრაზა ლამის, ე.წ "ზე" ფრაზად იქცეს. ეს სიტყვები ჟღერს ყველგან, სადაც, რომელიმე სტერეოტიპულ ტრადიციასთან დაკავშრებულ საკითხზე ვერ თანხმდებიან. თითქოს, ეს ოთხი სიტყვა ყველაფერს ნიშნავდეს, მაგრამ ასე როდია.– საქართველო გადაგვარებული ტრადიციებით გამორჩეული ქვეყანაა. ქვეყანა, სადაც ქალი ხელებშეკრული მონაა, საოცარი მოვალეობებით, ხოლო მამაკაცი ქვენის სახე, საოცარი აზროვნებით. არ ვიცი, რატომ, რისთვის ან საიდა, ნ გავრცელდა საზოგადოებაში ის მოსაზრება, რომ მამაკაცი ქალზე მეტია თავისი უფლებებით. იქნებ, რელიგიიდან გამომდინარე, მაგრამ არა, ისევ ჩვენი მენტალიტეტიდან და საოცრად დაბალი თვითშეგნების დონიდან გამომდინარე. ჩვენს ქვეყანაში არსებულმა წესებმა, რომელიც ორივე სქესს სხვადასხვა რაოდენობით, თუმცა ერთნაირი სიმკაცრით შესასრულებლად აქვს "დაწესებული", ქვეყანა დამანგრეველ შედეგებამდე მიიყვანა. აუცილებელია ის, რომ გოგონამ ისწავლოს, მიიღოს უმაღლესი განათლება და დაჯდეს სახლში გათხოვილი ქალის სტატუსით. შევიდეს სუფთა ზეწრიან საძინებელში პირველ ღამეს და იქაურობა პატიოსნების ფერით მოხატოს. ოღონდ იმას ყურადღებას არავინ აქცევს, თუ როგორაა ნახატი შესრულებული, მთავარია შესრულებულია. ერის გამრავლებისთვის, რეპროდუქციული თვისებების შეძენა და რამდენიმე ვაჟკაცის ამ "საოცრად თავისუფალი" ქვეყნისთვის მოვლენა, ერთ-ერთი მთავარია მისიაა, რომელიც სულ რაღაც ხუთ-ექვს წელიწადში საბერძნეთსა და იტალიაში წასვლით დაგვირგვინდება ხოლმე. იმის მიუხედავად, რომ ამ ყველაფერს ქალი მამაკაცის მოვალეობებსაც უწყობს, (ვგულისხმობ ოჯახის რჩენას პატიოსანი, თუმცა ქმრებისთვის მაინც საეჭვო გზით უცხოეთში) მაინც ქართველი კაცი გამოდის უნაკლო იმის გათვალისწინებით, რომ ცოლის გამოგზავნილ ფულებს ოჯახზე მეტად საკუთარ ძმაკაცებს ახმარს. ხოლო, როდესაც უთანხმოება და პრობლემები ჩნდება, ყველა გზა ბოლოს მაინც ქალთან მიდის. მამიკოს ჩაბარებული ბიჭები, რომლებიც საოცარი მორალით იზრდებიან, უფრო მეტ ადამიანს ითრევენ საშინელ, ძლიერ მორევში, რომელსაც "კაი ბიჭობა", ქურდობა, გინება და სხვა მრავალი სახელი აქვს. უბრალოდ, "საუკეთესოს ამორჩევა" ამდენიდან ძნელია. მამიკოები ბუნებრივად თვლიან იმას, რომ ცოლს ღალატობენ და შვილიკოებს კაცებად "ნათლავენ" თორმეტი, ან ცამეტი წლის ასაკში. კაცებად, რომლებიც უფრო მეტ თავისაირ "კაცებს" წარმოქმნიან.

image

ამ დროს ქალები რას აკეთებენ?-ვერაფერს, თუ არაფერს? ამ კითხვაზე პასუხს თქვენ მოგანდობთ...

8
65
7-ს მოსწონს
ავტორი:დავით ზივზივაძე
დავით ზივზივაძე
65
  
2013, 28 აგვისტო, 13:41
(Y) მომწონს დათო
2013, 21 აგვისტო, 22:20
ამ მამაკაცებს სწორედ ქართველი დედები ზრდიან. ასე რომ მთავარი დამნაშავენი მაინც ქალები არიან და მათი აღმზრდელობითი მეთოდები.რაც პირველ რიგში გულისხმობს იმას ,რომ მასიურად არიან უწიგნურები.
2013, 19 აგვისტო, 10:43
მადლობა... :)
2013, 18 აგვისტო, 20:55
რეალური სურათი. ყოჩაღ!
2013, 18 აგვისტო, 15:09
"მუქ ფერებში"?-მე პრობლემას ვხედავ ადეკვატურად და არა მუქად, ამიტომ დავწერე ეს სტატია. დროა იმისა, რომ ახალი ნაბიჯები გადავდგათ რაღაცის შესაცვლელად და დავიწყოთ ერთ-ერთი პრობლემის გადაჭრით მაინც.
2013, 18 აგვისტო, 9:41
პრობლემები ბევრი გვაქვს ,მაგრამ ასეთ მუქ ფერებშიც არ უნდა დავინახოთ სინამდვილე.
2013, 17 აგვისტო, 23:10
მადლობა. :)
2013, 17 აგვისტო, 22:26
უმაგრესი სტატიაა მაგარი ხარ ძალიან.!!!!
0 1 8