x
ახალგაზრდობა დღეს.

image დღეს უფროს თაობაში არსებობს ბევრი მოსაზრება იმის შესახებ, თუ როგორია ახალი თაობა. ყველას სხვადასხვაგავრად გამოხატული, თუმცა ბოლოს მაინც ერთნაირი, სავალალო დასკვნა აქვს. გარყვნილი, უტაქტო, უცენზურო და სხვა მრავალი ეპითეტის გამოყენებით, ვიღებთ "დამანგრეველ" რეალობას, რომელსაც პროგრესული თაობა ჰქვია. ამ ეპითეტების ავტორი ხშირ შემთხვევაში, ტრადიციული, "ძველი თაობაა" და შესაბამისად, მამათა და შვილთა ომი, ამ ტემპით მალე პიკს მიაღწევს. ბევრი ვერ ეგუება იმას, რომ მათი შვილები დამოუკიდებლად აირჩევენ პროფესიებს, იცხოვრებენ ცალკე და არა სამ თაობასთან ერთად, ოჯახით ერთ სახლში. მთვარი სატკივარი მაინც განათლებაა, რომლის პრობლემა არამარტო ბავშვებსა და მოზარდებში გვხვდება, არამედ საამაყო, ორ წითელდიპლომიან, სამაგალითო მასწავლებლების ოთხმოცდაათ პროცენტში. პრობლემას ბევრი არ აღიარებს, პრინციპულად, შეგნებულად, შიშით, თუმცა ეს არ აღიარების პოლიტიკა აღარ ამართლებს, ახალი თაობა ამ ყველაფერს ხედავს და სააშკარაოზე გამოაქვს. სწორედ ესაა იმ შეხედულებების თავიდათავი, რომელიც ზემოთ ვახსენე. შეიძლება დრომ მოიტანა, მაგრამ პროგრესის განცდას, მოაქვს თავდაჯერებულობაც, "სიჯიუტეც", ძალაც. ამ თვისებებით უპირისპირდებიან ერთმანეთს ორი, ძლიერი, განსხვავებული მხარეები- ძველი და ახალი! ახალგაზრობის უმეტესობა ჩვენს ქვეყანაში, თავიდანვე არასწორად იზრდება, როდესაც მამიკო და დედიკო ბავშვს ტრადიციებით ზრდის და თვითგამოხატვის საშუალებას არ აძლევს, მასში ტოვებს სიცარიელეს, რომელსაც "დამახინჯებული, ტრადიციებთან შეთავსებული პროგრესულობა ავსებს. ამგვარი ემოციებით საზრდოობა, არც ისე იმედის მომცემია ახალი ნაბიჯებისთვის. ნაბიჯებისთვის, რომლითაც არამარტო ჩვენ, პროგრესული თაობა ვსაზრდოობთ, არამედ უფროსი, კომპეტენტური თაობაც, რომელიც კრიტიკას არცერთ ნაბიჯზე არ გვაკლებს. ჩვენს ქვეყანაში სურთ, რომ ახალგაზრდობა კარგად ცხოვრობდეს, იყოს უზრუნველყოფილი, მაგრამ ამ სურვილების ასრულებას, რაღაცის დათმობა, რომ სურს ვერავინ ხედავს?- ბევრი ხედავს, მაგრამ ვერ ამბობს, არ ამბობს... თუ რატომ? ამ კითხვაზე პასუხი თქვენთვის მომინდია.
შეიძლება იფიქროთ, რომ მე მხოლოდ უარყოფითზე ვწერ, მაგრამ არა! ძველი თაობის რაღაც ნაწილი მაინც ხედავს დადებითს, ცდილობს "ხელის წაკვრას", რათა მომავალმა თაობამ იმავე შეცდომები არ დაუშვას, რაც თავის დროზე მათ დიდ ტკივილად ჰქონდათ. მაშინ ბევრი თემა ტაბუ დადებული იყო, მაგრამ დღეს ეს თემები საჯარო განხილვის თემადაა ქცეული, რამაც დამღალა. ამდენი მოსაზრება, დავა, კრიტიკა, იმდენად დამთრგუნველია, რომ საღად აზროვნების უნარს გიკარგავს. რატომ არ უნდა იცოდნენ თორმეტი წლის ბავშვებმა ის, თუ საიდან ჩნდებიან ბავშვები?-შეიძლება თქვათ, რომ იციან, მაგრამ რის ფასად? რატომ არ უნდა იცოდნენ, რა არის თავისუფლება, რომელიც თავაშვებულობაში ერევათ ხოლმე. ეს კი მხოლოდ უფროსი თაობის ბრალია. რაღაცაში უნდა შეზღუდო ახალი თაობა, მაგრამ არა ყველაფერში. არ უნდა დააბრალო შენსა და შენს შვილში არსებილი პრობლემები დასავლეთიდან წამოსულ კულტურას. დღეს ყველაზე რთულად სახსენებლი სიტყვა სექსია, იმის მიუხედავად, რომ ყველამ იცის ამ სიტყვასთან დაკავშირებული თითოეული დეტალი, მაინც ერიდება ამ სიტყვის თამამად ხსენებას მაშინ, როცა საჭირო შეიძლება იყოს. მალე, გენეტიკურად გადავა მენტალური პრობლემები და უბედური, დაბეჩავებული ადამიანების რიცხვიც გაიზრდება. იქნებ დროა დავფიქრდეთ, რაღაც ახალი მივიღოთ და გამოვიყენოთ.

2
723
2-ს მოსწონს
ავტორი:დავით ზივზივაძე
დავით ზივზივაძე
723
  
2013, 9 აგვისტო, 21:36
გეთანხმები, მაგრამ ფაქტია, რომ პრობლემა ნაპოვნია, ამ პრობლემას ვებრძვით, თუმცა უშედეგოს. :/
2013, 9 აგვისტო, 20:03
საინტერესო და აქტუალური თემაა. ზოგადად ყველა დროში იდგა ეს პრობლემა, სამყარო და მასზე არსებული შეხედულებები იცვლება, ამიტომ ახალი თაობის აზრები ძველსას ვერ დაემთხვევა . მთავარია ახალგაზრდები აცნობიერებდნენ იმას, რა არის მშობლების აზროვნებაში მისაღები და რა შესაცვლელი. არც ერთი თაობის ქმედება არ უნდა იყოს ბრმა პროტესტის შედეგად გამოწვეული.
0 1 2