x
ბუუმ!!!

imageჩვენ ადამიანები ვართ, წითლები, ლურჯები, ყვითლები, რომელთა საერთო ხანდახან ჰაერი, ან სტატუსი აქვთ! მხოლოდ ეს, იმიტომ, რომ არ გვცალია, იმიტომ, რომ დრო ფულია, ჩვენს ქვეყანაში კი ტრადიციები. არ ვფიქრობთ იმაზე, რომ სანამ არას, ან კის ვიტყვით, შეიძლება რაღაც შეიცვალოს, ვიღაცას მივუახლოვდეთ, დავშორდეთ! გვინდა ყველაფერმა იტრიალოს ჩვენი ფამილარული სამყაროს ირგვლივ, იმ სამყაროში ჩავკლათ ის ყველაფერი, რითიც სხვაგან, სხვა ვითარებაში ვიამაყებდით! უი, ცრემლებიც მოგვდის, რომელიც დიდი ხნის ნაკეთებ მაკიაჟს გვისვრის, გვირეცხვას, სიმართლისკენ მიაქროლებს! დღეს ვამაყობთ, რომ გვაქვს პარლამენტი, გვაქვს კანონები, მოდური და უმოქმედო კანონები, მრავალი სტერეოტიპული ტრადიცია, მრავალი სულელური ატრიბუტიკა, რომელიც ადამიანებს შლის, ინდივიდუალობას უკარგავს. მაგრამ ჩვენ ეს მოგვწონს. როდესაც ვხედავ, თუ როგორ იპარება ერფეროვნებაში "მყივარალა" ვინმე, ან რამე, იმასაც ვამჩნევ, თუ რა სწრაფადვე აქრობენ, როგორ აიგნორებენ.
imageიქნებ ვიღაცას ჭირდება სიახლე ბედნიერებისთვის, იქნებ ყველა ვერ ხედავს ბედნიერებას იქ, სადაც ადამიანურობა არ იგრძნობა, სადაც არავინ ისმენს, არავის სურს შეცვალოს რაღაც იქ სადაც არიან, წუწუნებენ პირობები არ გვაქვსო, ამ დროს კი სურვილი არ ჩანს, მხოლოდ სურვილი. როცა დრო იწურება, მაშინ ხვდება ყველა იმას, რომ ბუუმის დროა!
imageბუმი კი ჩვეულებრივი ბომბია, რომელშიც ყველა ის შეცდომაა თავმოყრილი, რომელიც ოდესმე დაგვიშვია. დრო როდესაც აღარ გვაქვს, ეს ყველაფერი სოკოს ფორმით გვევლინება და იმას ვუგებთ გემოს, რაც თურმე საინტერესო ყოფილა. საოცარია არა?!-ყველაფერს ვხედავთ, ყველაფერი გვესმის და მაინც არ იხსნება გონება, რომელიც ათასი სისულელით გვაქვს გაბრუებული. თუმცა ზოგიერთი ადამიანი, საბედნიეროდ "დაბუმული" იბადება და იქ ხედავს სილამაზეს, სადაც სხვები ჩვეულებრივობას აღიქვამენ. imageბუმამდეც არსებობს რაღაც ღირებული, მაგალითად ზღვა, ფერადი ნიჟარები, რომელთა შეხებაც კი, გვაღვიძებს, რაღაც ემოციას გვჩუქნის და ვგრძნობთ, რომ ჩვენ ცოცხლები ვართ, ჩვენ ისევ ვსუნთქავთ და ისევ ველოდებით ბუუმს...

0
23
1-ს მოსწონს
ავტორი:დავით ზივზივაძე
დავით ზივზივაძე
23
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0